- საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ასოციაცია პარასკევს, 26 მაისს, საღამოს 8 საათზე მართავს საღამოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 21 წლისთავის აღსანიშნავად.
- კვირას, 7 მაისს, ქართველ ტუბერკულოზით ავადმყოფთა დამხმარე კომიტეტის სახსრის გასაძლიერებლად გაიმართა საღამო.
საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობა მიიღეს დ. ასათიანმა, კუპლეტები, ბ-ნ ვ. მგელაძემ და გ. ყიფიანმა საკუთარი ლექსებით, ქ-ნმა ლაბაძისამ - სიმღერით, უკრაინელ ქალთა ტრიომ, რომელმაც მშვენივრად შეასრულა ფალიაშვილის „იავნანა“ და აგრეთვე ორმა ქალიშვილმა - ეთერი რუხაძემ და ეთერი ფაღავამ.
ეთერი რუხაძის ნიჭს ვიცნობთ მისი კონცერტით, რომელიც მან გავოს დარბაზში მოაწყო.
ეთერი ფაღავას შესახებ კი უნდა ვსთქვათ, რომ პირველად ვხედავთ ამ პატარა ბავშვს სერიოზულ ცეკვაში და პირდაპირ განცვიფრებული ვართ მისი ცეკვისადმი ასე სერიოზულად მიდგომით, რითმის ცოდნით და შეთვისებით.
ხალხი საღამოს ბლომად დაესწრო და თავისი წვლილიც გულუხვად გაიღო. საღამომ ყოველმხრივ ძალიან კარგად ჩაიარა.
- 16 მაისს, ერარიის დარბაზში, ქ-ნმა მ. სალბერგ-ვაჩნაძემ გამართა პიანინოს რესიტალი.
მის მიერ შესრულებული იქმნა მოცარტის, ბეთჰოვენის, შოპენის, შუმახის და ლისტის ნაწარმოებნი.
ქ-ნმა ვაჩნაძემ მშვენიერი გემოვნება და ტექნიკა გამოამჟღავნა კლასიკოსების ნაწარმოებთა შესრულების დროს, განსაკუთრებით მეორე განყოფილებაში.
კონცერტს ხალხი ბლომად დაესწრო და კონცერტანტი ხანგრძლივი ტაშითა და ყვავილებით დააჯილდოვა.