კოკა ყანდიაშვილი - ჩემი არჩევანი

კოკა ყანდიაშვილი - ჩემი არჩევანი

„ასავალ-დასავალმა“ კოკა ყანდიაშვილს 40 შეკითხვა დაუსვა.

1. დაასახელეთ საქართველოს ისტორიის სამი ყველაზე საყვარელი და სამი ყველაზე საძულველი პიროვნება.

- მრავალთაგან სამი საყვარელი პიროვნება ჩემთვის არის თამარი, ილია და ვაჟა. საძულველთაგან უფრო საძულველები - ორჯონიკიძე, ბერბიჭაშვილი, ყორღანაშვილი.

2. უნდა შეიცვალოს თუ არა საქართველოს დროშა და ჰიმნი?

- აუცილებლად უნდა შეიცვალოს ერთიც და მეორეც, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ ვიტყვი, ის ჩემი დროშა ან ჰიმნია-მეთქი. როგორც ქართველისათვის, ჩემთვის ისინი გრძნობების გამომხატველი არ არის. ჩვენი ჰიმნი და დროშა ერის გამაერთიანებელი უნდა იყოს. ისტორიულად, რამდენადაც მახსოვს, უკეთესი დროშები გვქონდა.

3. დაუჭერდით თუ არა მხარს ედუარდ შევარდნაძის არჩევას მესამე საპრეზიდენტო ვადით?

- არა, არ დავუჭერდი იმიტომ, რომ კონსტიტუციით ერთი და იგივე ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ორჯერ შეიძლება იყაროს კენჭი.

4. ვის აირჩევდით საქართველოს პრემიერ-მინისტრად?

- პრემიერ-მინისტრად ავირჩევდი ზურაბ ჟვანიას, მამუკა ხაზარაძეს. საერთოდ, მოიძებნება კანდიდატები.

5. რა სტატუსით უნდა შედიოდეს აფხაზეთის .რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს შემადგენლობაში?

- ვფიქრობ, ორივე ფართო ავტონომიის უფლებით უნდა შედიოდეს საქართველოს შემადგენლობაში.

6. უნდა ჰქონდეს თუ არა აჭარას ავტონომია?

- უნდა ჰქონდეს, რადგან, ასე მგონია, აჭარის ავტონომიის არსებობა საქართველოს აძლიერებს და არავითარ შემთხვევაში არ ასუსტებს. აი, ასეთი ავტონომიები უნდა იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისაც.

7. შესაძლებელია თუ არა თურქეთში არსებული ქართული ტერიტორიებისა და საინგილოს დაბრუნება?

- შეუძლებელია. არ ვიცი, ერთი საუკუნის შემდეგ რა მოხდება, მაგრამ ვიდრე მე ვარსებობ, არა მგონია! უბრალოდ, დაბრუნებას ვერ მოვახერხებთ, რადგან არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია საამისოდ.

8. ვინ გაიმარჯვებს რუსეთ-ჩეჩნეთის ომში?

- ჩეჩნებმა და რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ იმავე იმპერიული და ბარბაროსული ხერხებით მოქმედებენ, როგორც აქამდე, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.

9. აფხაზი ცალკე ეროვნებაა თუ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის მცხოვრებთა კრებსითი სახელი?

- აფხაზი ქართული ეთნოსის შემადგენელია, მაგრამ ესენი, აფხაზეთში მაცხოვრებლები არ არიან აფხაზები. ისინი აფსუები არიან - ადიღეს ტომის ნაწილი, ისტორიული ქარტეხილების ჟამს დაძრული და ჩამოსული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

10. აფხაზეთის დასაბრუნებლად მშვიდობიანი მოლაპარაკებებია საჭირო თუ საომარი მოქმედება?

- აფხაზეთის დასაბრუნებლად მშვიდობიანი მოლაპარაკებებიც და საომარი მოქმედებაც ერთდროულად არის საჭირო. ცალ-ცალკე შედეგს არცერთი არ მოიტანს.

11. ვინ წაგვართვა აფხაზეთი?

- რუსეთმა, ჩვენივე ხელშეწყობით.

12. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებითუნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში რუსულიაზერბაიჯანული და სომხური სკოლები?

- ასეთი სკოლები უნდა არსებობდეს, მაგრამ იქ ქართული გაძლიერებულად უნდა ისწავლებოდეს, როგორც სახელმწიფო ენა.

13. რომელი ენა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ქართულის გარდაუნდა არსებობდეს თუ არა შეზღუდვები სახელმწიფო ენის - ქართულის არმცოდნეთათვის?

- ქართული ენის გარდა, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ინგლისური, რუსული, თურქული და აუცილებლად უნდა არსებობდეს შეზღუდვები ქართულის არმცოდნეთათვის.

14. როგორ უყურებთ საქართველოს გამოცხადებას საპარლამენტო რესპუბლიკად ან მონარქიის აღდგენასრას იტყვით საქართველოს ნეიტრალიტეტზე?

- ოღონდაც ეს მკვდარი, მონური სიტუაცია შეიცვალოს და საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეც ვიქნები, მონარქიის აღდგენისაც და საქართველოს ნეიტრალიტეტისაც. თუმცაღა, მონარქიის აღდგენა არარეალურად მიმაჩნია, საქართველოს ნეიტრალიტეტი კი აუცილებელი მგონია, თუნდაც რუსეთთან და თურქეთთან მეზობლობის გამო.

15. უნდა ეწეროს თუ არა დაბადების მოწმობასა და პასპორტში ეროვნება?

- აუცილებლად უნდა ეწეროს და, საერთოდ, ეს საკითხი არც კი უნდა ისმებოდეს.

16. უნდა იყოს თუ არა საქართველო სნგ- ან ნატოს წევრი?

- საქართველო ყველა იმ ორგანიზაციის წევრი უნდა იყოს, რომელიც მას რაიმე სარგებლობას მოუტანს. ხოლო რა ორგანიზაციების წევრიც არის, ჯერჯერობით იმათ საქართველოსთვის არავითარი სარგებელი არ მოუტანიათ.

17. როგორ უყურებთ საქართველოს შესვლას რუსეთ-ბელორუსიის კავშირში?

- ამ ფაქტს მე ისე აღვიქვამ, როგორც საბჭოთა კავშირის აღდგენას. არც სურვილი მაქვს ამისი და რომც მოხდეს, მაშინ საქართველო-საქართველო აღარ იქნება.

18. უნდა გავიდეს თუ არა რუსის ჯარი საქართველოდან?

- აუცილებლად უნდა გავიდეს და, საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის ჯარის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს დამოუკიდებლობას შელახავს.

19. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით საქართველოს გარდა?

- საქართველოს გარდა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ავსტრალიაში, ოღონდ - დროებით, მუდმივად ვერსად გავძლებდი.

20. რა იყო 1991 წლის დეკემბრის მოვლენები - სახალხო აჯანყება თუ ხელისუფლების ძალადობით დამხობა?

- რასაკვირველია, ხელისუფლების ძალადობით დამხობა.

21. ზვიად გამსახურდია მოკლეს თუ თავი მოიკლა?

- მტკიცებულებანი, რა თქმა უნდა, არ გამაჩნია, მაგრამ საზოგადოდ, ყველაფერი გაკეთდა მისი მკვლელობისათვის.

22. უნდა აღდგეს თუ არა სიკვდილით დასჯა?

- არა, არავითარ შემთხვევაში!

23. როგორ უყურებთ უკანონოდ პრივატიზებული ქონების ხალხისათვის დაბრუნებას?

- არარეალურად მიმაჩნია ეს აზრი იმიტომ, რომ უამრავი მაგალითი ვიცი, - როგორც კი ამგვარი საკითხები წამოიჭრა, მაშინვე ომი და ნგრევა მოჰყვა. მე ამას სხვა ქვეყნის მაგალითზე გეუბნებით.

24. უნდა ჩამოერთვათ თუ არა ამერიკელებს „AES-თელასი“?

- ჩვენ თვითონაც მშვენივრად შეგვეძლო მისი მართვა. საქმე ის არის, რომ არ უნდა მიგვეყიდა, თორემ ჩამორთმევა შეუძლებლად მიმაჩნია. ახლა ვითარება როგორც გვიკარნახებს, იმის მიხედვით უნდა გავისარჯოთ.

25. რას გააკეთებდითდავით აღმაშენებელი რომ იყოთ?

- ძალიან მიჭირს დავით აღმაშენებლად წარმოვიდგინო თავი, მაგრამ რომ ვიყო, მოვსპობდი შუღლსა და ქიშპს ერთმანეთში. ქვეყანას დაკარგულ ტერიტორიებს შემოვუერთებდი და საქართველოს ისე გავაძლიერებდი, როგორც დავითმა გააძლიერა. უპირველესად კი ვიზრუნებდი სარწმუნოების გაძლიერებაზე.

26. როგორ უყურებთ პატიმართა იძულებით მუშაობას საქართველოს მშენებლობებზე?

- ნებისმიერი იძულების წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს, პატიმრების იძულებითი მუშაობისა, მაგრამ პატიმრები რომ მუშაობდნენ და ანაზღაურებაც ჰქონდეთ, ცუდი არ უნდა იყოს. ანაზღაურების გარეშე კი იძულებითი მუშაობა გამოდის.

27. უნდა ხდებოდეს თუ არა იეღოველთა და სხვა სექტანტების დევნა?

- გონიერ ადამიანს არ შეიძლება დევნა და შევიწროება მოსწონდეს, თუნდაც სექტებისა, მაგრამ თვითონ ეკლესია უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ამ სექტების მოღვაწეობა კანონიერად შეზღუდოს და მართლმადიდებლობა გააძლიეროს.

28. როგორ უყურებთ  პროსტიტუციის ლეგალიზებას?

- საშინელებაა, მაგრამ მაინც ლეგალიზების მომხრე ვარ იმიტომ, რომ, რაც იკრძალება, ის მეტ ინტერესს ბადებს.

29. უნდა გაიშიფრონ თუ არა სუკის, „ცეერუსა“ და სხვა სპეცსამსახურების აგენტები?

- გერმანიას სწორედ ასეთი სიტუაცია შეექმნა, როდესაც აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებმა დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები ნათესავი დააბეზღა. მე ვფიქრობ, გაშიფვრა მეტ ბოროტებას მოიტანს. ისე, დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი ამ მასალებს.

30. გჯერათ თუ არარომ ნოეს კიდობანი საქართველოშია?

- ნოეს კიდობანი რომ არსებობდა, ეს საეჭვო არ არის. მაგრამ ისიც ვიცი, მრავალ ქვეყანას რომ ჰქონდა პრეტენზია, თითქოს კიდობანი მათთან გაჩერდა. აქედან გამომდინარე, ისიც კი მგონია, შეიძლება ნოეს კიდობანი არაერთი იყო-თქო.

31. უნდა აიღოს თუ არა სახელმწიფომ ვალდებულება შემსალაროებში გაუფასურებული ფულის მოსახლეობისათვის დაბრუნებაზე?

აუცილებლადხელისუფლებამ თითქოს აიღო კიდეც ვალდებულებამაგრამ არ უთქვამსროდის დაუბრუნებს მოსახლეობას თავის ანაბრებსარადავადის გარკვევით თქმა აუცილებელია და ხალხმაც მტკიცედ უნდა მოითხოვოსხომ შეიძლებასახელმწიფო ასი წლის შემდეგ აპირებდეს დაბრუნებასეს დაუშვებელია.

32. უნდა აღდგეს თუ არა მოსახლეობისათვის უფასო სწავლა და სამედიცინო მომსახურება?

- უფასოს წინააღმდეგი ვარ, რადგან ყველაფერი უფასო ჩვენში მხოლოდ ცუდი შეიძლება იყოს, მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და მოქალაქენიც ასე გაღატაკებულნი არ შეიძლება იყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სწავლა და სამედიცინო მომსახურება ფასიანიც უნდა იყოს და უფასოც. ჩემს შვილს უფასო არ სჭირდება, იმიტომ, რომ მე შემიძლია, გადავიხადო, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას ხომ არა აქვს ამის საშუალება?!

33. უნდა არსებობდეს თუ არა ღირსების ორდენი?

- ორდენი, რომელზედაც უარს ამბობენ, არ უნდა არსებობდეს. თვითონ ღირსებაა ჩვენში იმდენად შელახული, რომ არ უნდა არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ სახით.

34. იყო თუ არა სტალინი პიროვნების კულტი?

- ალბათ, იყო. გარემომაც შეუწყო ხელი მისი კულტის ჩამოყალიბებას.

35. მოაწყო თუ არა ტერაქტი იგორ გიორგაძემ?

- მტკიცებულებანი რადგან არ გამაჩნია, ვერაფერს ვიტყვი.

36. ვინ არის ყველაზე დიდი თანამედროვე ქართველი მწერალი და ქართველი პოეტი?

- ჩემთვის გამორჩეულები არიან ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე, აკა მორჩილაძე, გურამ დოჩანაშვილი. პოეტებიდან - მუხრან მაჭავარიანი და ანა კალანდაძე.

37. რას გააკეთებდით თბილისის „დინამოს“ ასაღორძინებლად?

- დღევანდელ ხელმძღვანელ ბრიგადას ჩამოვაშორებდი და ვისაც მისი აღორძინება მართლა შეუძლია, იმას გადავცემდი.

38. ვის გადაასვენებდით მთაწმინდაზე და ვის გადმოასვენებდით მთაწმინდიდან?

- არც არავის გადავასვენებდი და არც გადმოვასვენებდი, რადგან, რომაელებისა არ იყოს, მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს.

39. დაასახელეთ სამ-სამი პიროვნებავისაც გამოუშვებდით ციხიდან ან ვისაც მიიჩნევთ ციხეში ჩასმის ღირსად.

- სამ ბავშვს გამოვუშვებდი და... დასაჭერი ძალიან ბევრია.

40. მოსალოდნელია თუ არა ბუნტი?

- ბუნტი არც მინდა და არც მგონია, რომ მოხდეს.