ცნობილი ბიზნესმენი - ვალერი გელაშვილი „მრეწველების“ სიით იყრის კენჭს ხაშურის რაიონში.
გელაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ მის წინააღმდეგ ზეწოლისა და შანტაჟის სერიოზული კამპანია დაიწყო.
„ეს კამპანია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც სახელისუფლ;ებო ბლოკის ლიდერებმა შემომთავაზეს მათი სიით კენჭისყრა. ისინი ჩემგან მოითხოვენ იმის გარანტიებს, რომ მე არ ვიყრიდი კენჭს მაჟორიტარად.“ - აცხადებს ბიზნესმენი.
მას შემდეგ, რაც გელაშვილმა უარი განაცხადა სახელისუფლებო ბლოკთან თანამშრომლობაზე, მოტყუების გზით, მოსკოვიდან თბილისში ჩამოიყვანეს და გუშინ დააპატიმრეს მისი ყოფილი პარტნიორი - ბაბუაძე, რომელიც 4 წელია, ძებნილად ჰყავთ გამოცხადებული.
გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ კონკურენტებმა მის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები შეთითხნონ.
ძალოვანი უწყების თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამ ფაქტის გამო, თუმცა ამის საჯაროდ დაფიქსირება არ უნდათ - სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.