რამ დაადუმა რუსეთის ინტელიგენცია და იქაური გავლენიანი ქართველები 2008 წლის აგვისტოში?!

რამ დაადუმა რუსეთის ინტელიგენცია და იქაური გავლენიანი ქართველები 2008 წლის აგვისტოში?!

(იბეჭდება შემოკლებით)

ცნობილი ქართველი რეჟისორი, მსახიობი და „ქართული აკადემიის“ ერთ-ერთი ლიდერი - გოგი ქავთარაძე, საქართველოში დასადგურებული საოკუპაციო წარღვნის ფონზე „ალიას“ რუსული სახელოვნებო წრეებისა და მოსკოვში მოღვაწე იმ გავლენიანი ქართველების ტოტალური დუმილის მიზეზებზე ესაუბრება, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს მეგობრობაზე ან ლექსებს თხზავდნენ, ან ახალ-ახალ სადღეგრძელოებს, ანდა ფილმებს იღებდნენ.

„ალიას“ გოგი ქავთარაძე ესაუბრა:

ბატონო გოგიდრო იყორუსი და ქართველი მსახიობები უერთმანეთოდ პურს არ ჭამდნენთბილისშიც თვე არ გავიდოდარომელიმე მწერლისრეჟისორის ან მსახიობის საღამო არ გამართულიყორატომ არ იღებენ ხმას თქვენი რუსი კოლეგებიცნობილი მწერლებიპოეტებიმხატვრები...

- ადრე, როცა მსგავსი მოვლენები ხდებოდა, მეგობრებად რომ ვთვლით სუყველას, ისინი უფრო აქტიურები იყვნენ. რუსი მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, მაშინ ხმას იმაღლებდნენ, მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ მაგათ სულ სხვა ინფორმაცია აქვთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ამიტომაც პასიურობენ.

მაინცრა ინფორმაცია აქვთ?

- რა ინფორმაცია აქვთ და თითქოს, ჩვენ დავესხით ვინმეს თავს და ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი... ამიტომაც ჩემ რუს კოლეგებსა და მეგობრებს მინდა მოვუწოდო, რომ მათი ქვეყანა, მათი სამშობლო - რუსეთი, ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს - საქართველოს იპყრობს. ეს არის საშინელი აგრესია და თუ დროზე არ შეჩერდა ეს ყველაფერი, რუს და ქართველ ხალხებს შორის, საბოლოოდ დაისადგურებს საშინელი სიძულვილი. აი, ეს არის ყველაზე გასაფრთხილებელი ამბავი...

კეთილირუს მოღვაწეებს თავი გავანებოთმაგრამ რუსეთში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილ ქართველებსრომლებსაც უდიდესი გავლენა და კავშირები აქვთმაგალითადზურაბ წერეთელსლევან ვასაძეს და .რა აჩერებთხმას რომ არ იღებენ და საქართველოში შექმნილი რუსული საოკუპაციო ჯოჯოხეთის წინააღმდეგ კრინტს არ სძრავენქართველებიც არაინფორმირებულები არიანისინი ხომ მაინც უკავშირდებიან თავის ნათესავებს...

- კი, მაგრამ მე ახლა უფრო მეტად მაწუხებს ჩემი კოლეგა რუსების პასიურობის ამბავი. ქართველებს ჩვენ აქედანაც მივმართავთ და, ალბათ, თვითონაც გააქტიურდებიან, მაგრამ ძალიან ვდარდობ, რომ ჩვენი მეგობარი რუსები ხმას არ იღებენ. თუკი 1968 წელს რუსმა ინტელიგენტებმა, მაგალითად, ევტუშენკომ მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეხოსლოვაკიას და პრაღაში რუსული ტანკების თარეში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გააპროტესტა, ნუთუ ახლა ვერ ხედავს რუსეთის ინტელიგენცია, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ეს არის რუსული ანექსია, ინტერვენცია, რომელსაც მერე ვეღარაფერი ვეღარ გამოასწორებს? მე მგონია ჩვენც უნდა გავაქტიურდეთ და რუსულ ინტელიგენციას მივაწოდოთ ისეთი ფაქტები, რომ ისინი რაღაცნაირად გამოფხიზლდნენ, თორემ მეჩვენება, რომ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები, ცუდად არ მუშაობენ. საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი ასეთი ტოტალური დუმილი, ასეთი სამარისებული სიჩუმე, რუსულ ინტელიგენციას არასოდეს გამოუმჟღავნებია. მე მგონია, ისინი ან დაშინებულები არიან, ანდა ინფორმაციასაც არ ფლობენ თუ რა ხდება ჩვენში. ჩვენ ეგენი უნდა შევარცხვინოთ, ნამუსზე უნდა შევაგდოთ.

შერცხვენასა“ და „ნამუსზე შეგდებაში“ რას გულისხმობთ?

- „ქართული აკადემიის“ წევრი არ არის, მაგრამ გუშინწინ რეზო ესაძე იყო ჩვენთან მოსული, რომელმაც წამოაყენა იდეა, რომ რუსეთის ინტელიგენციას გავუგზავნოთ ანალიტიკური წერილი, რათა ნამუსზე შევაგდოთო.

ბატონო გოგივისი იმედი გაქვთ რუსეთიდანვინ შეიძლება ამოიღოს საქართველოს დასაცავად ხმა?

- კონკრეტულად ახლა ვერაფერს გეტყვით, ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად ოკუპირებულია. მიხალკოვი, ევტუშენკო, ვოზნესენსკი, ბელა ახმადულინა თუ სხვები, ყოველთვის აქტიურად იდგნენ ჩვენს გვერდით, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. რუსეთის ხელისუფლება ისეთნაირად იქცევა, რომ შიშსა და ტერორს თესავს ყველგან და, ალბათ, ისინი ძალიან არიან შეშინებულები. ოლეგ ბასილაშვილი, მართალია, ქართული გვარის კაცია, მაგრამ რუსი ხელოვანია და როგორც გავიგე მან ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ და დაგმო საქართველოს ანექსიის მცდელობა. ბასილაშვილს არ შეეშინდა და თქვა თავისი სათქმელი, სხვებს, მგონი, ეშინიათ.

ალბათმოსკოვში მცხოვრებ გავლენიან ქართველებსაც ეშინიათარა?

- მოდით, იმ ხალხს, რომელთა გვარებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ერთი დღე კიდევ ვაცალოთ და მე ეჭვი არ მეპარება, რომ გია დანელია, ზურაბ წერეთელი და სხვა გავლენიანი ქართველები, თავიანთ რუს კოლეგებს, ძალიან სერიოზულად შეუტევენ. რახან ახლა ჩვენ მათი მოქმედების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ, ნუ ვიტყვით, რომ ისინი არაფერს აკეთებენ და გულხელდაკრეფილები არიან.

კეთილირუსული პროპაგანდის მანქანა მართლა წამლავს თავის მოსახლეობას ანტიქართული პროპაგანდითმაგრამ რუსი კოლეგებიდან და მეგობრებიდანერთი მაინც არ დაინტერესდაარ დაგირეკათ და არ გკითხათაქ საშინელებებს ყვებიან და სინამდვილეში რა ხდებაო?

- უკრაინიდან დამირეკა ცნობილმა რუსმა მწერალმა, იქ იყო ჩასული, უკრაინაში, რომელიც ტირილით მეუბნებოდა, - „მნე სტიდნა, მნე სტიდნა!...“ ეტყობა, უკრაინაში გაიგო სიმართლე. ასევე დამირეკა ერევნიდან ჩემმა სომეხმა კოლეგამ, რომელმაც მითხრა, - ჩამობრძანდით ჩვენთან ერევანში, მიგიღებთ, დაგაბინავებთ და რამდენ ხანსაც შეძლებთ აქ იყავითო.

ბატონო გოგიპარლამენტის წინ ცეკვა-თამაში და ტაშ-ფანდური რომ გააჩაღესროგორ მოგეწონათ?

- პირდაპირ შემიძლია ვთქვა: ეს იყო უმსგავსობა!... ამას მარტო მე არ გეუბნებით, ამას გეუბნებათ თუნდაც ის უცნობი კაცი, რომელსაც ცრემლები მოსდიოდა და მეკითხებოდა, - გამაგებინეთ, რას ზეიმობს ეს ხალხი, როცა იქიდან ცხედრები ვერ გამოგვიტანია და ვის ოჯახს მიაკაკუნებს უბედურება, კაცმა არ იცისო! რაც პარლამენტის წინ მოხდა, ეს იყო სამარცხვინო, უბედურება და როცა ყველაფერი მორჩება, ეს ამბავი გაირჩევა!