პატიოსანი ქართველების რეიტინგი  ვახტანგ რჩეულიშვილის მიხედვით

პატიოსანი ქართველების რეიტინგი ვახტანგ რჩეულიშვილის მიხედვით

1. ირაკლი მინდელი - მის პატიოსნებაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება.

2. ზაქარია ქუცნაშვილი - მისი შემუშავებულია ანტიკორუფციული პროექტი. ძნელია, იპოვო ასეთი გულწრფელი და სუფთა ადამიანი.

3. ნანა დევდარიანი - კარგად ვიცნობ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგი უპატიოსნესი ქალბატონია.

4. თენგიზ მოცრაძე - მთელმა ტყიბულმა და საქართველომ იცის, რომ წესიერების განსახიერება გახლავთ.

5. თემურ ოსეფაშვილი - იგი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო პოსტზე - ყვარლის რაიონის პირველი მდივანი გახლდათ, მაგრამ მის პატიოსნებაში არც მაშინ და არც დღეს ეჭვი არავის შეჰპარვია. მოგეხსენებათ, კორუფცია მაშინაც მძვინვარებდა, თემურმა კი ყოველგვარ ცდუნებას გაუძლო.

6. გია ხაჭაპურიძე - უაღრესად პატიოსანი კაცი და მეცნიერებათა დოქტორი.

7. ამირან გამყრელიძე - სწორედ ის მინისტრია, რომელიც კორუფციაში არ გასვრილა!

8. ირაკლი ბათიაშვილი - კარგი პიროვნება და არაკორუმპირებული პოლიტიკოსი.

9. გიორგი თარგამაძე - თავისი პატიოსნებით ცნობილი ჟურნალისტი.

10. თამაზ კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე თბილისის აეროპორტის საბაჟოს უფროსი იყო, იგი ვერ შეაცდინეს. ამასთან, უაღრესად ნიჭიერი იურისტიც გახლავთ.