პორტუგალიური მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ლისაბონში ნატოს სამიტზე ჩასული ქართული დელეგაციის მიერ 80 მეძავის დაქირავებას უკავშირდება, კატეგორიულად უარყოფენ ხელისუფლებაში და რუსულ კვალს ხედავენ.
ქართულ დელეგაციაში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 20-25 ადამიანი იმყოფებოდა.
მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი პროტოკოლის სამსახურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ა.შ.