ბენდუქიძემ ევროპას შეუტია

ბენდუქიძემ ევროპას შეუტია

ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტის" მიერ თბილისში გამართულ ორგანიზებულ კონფერენციაზე კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ სურს იყოს იმ ევროპის ნაწილი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლების პატივისცემას და კაპიტალის მოძრაობის პრინციპებს.

"არსებობს კიდევ სხვა ევროპა, რომელიც ბიუროკრატიულია და განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს საგადასახადო განაკვეთი, როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს კიტრს.

მე არ მინდა ასეთი ევროპა, რომელიც აგონიაშია. კრიზისშია ის ევროპა, რომელიც ზედმეტად დააწესებს ბიუროკრატიულ წესებს", - აღნიშნა ბენდუქიძემ.