ენმ ანუ

ენმ ანუ "კაპუტ მიშკა, შიშკა ი კრიშკა!"

ყველაზე "ჭკვიანებმა" ე.ი. ვირ-ეშმაკებმა ენმ-ის რიგები არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ მაშინ დატოვეს, როცა დარწმუნდნენ, რომ ოდესელის გზას არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა. დატოვეს და შექმნეს ახალი პარტია - "გირჩი".

რატომ დაირქვეს ეს სახელი, დღემდე ბევრისათვის საიდუმლოდ დარჩა. არადა, ძალიან უბრალოდ ასახსნელია, თუ გაიხსენებთ, რომ "გირჩი" რუსულად "შიშკაა". “შიშკა" კი რუსულ-საბჭოური სლენგით, ალბათ გეხსომებათ, რასაც ნიშნავს: დაახლოებით იგივეს, რასაც "ბოსი". არ დაიჯეროთ, რომ ენმ-ში „დასავლურად“ აზროვნებენ, სწორედ პირიქით - მათ რუსულ-საბჭოურობა სისხლში აქვთ გამჯდარი - „მიშა მაგარია“ ე.ი. „შიშკა-ბოსობა“ მუდამ ენატრებათ და აბოდებთ.

„გირჩის“ დამფუძნებლების რუსულ-საბჭოური ლოგიკა მარტივია - "კაპუტ მიშკა" და ამიტომაც გვინდა ახალი "შიშკა"! „შიშკებად“, ე.ი. ახალ ბოსებად, რასაკვირველია, საკუთარი თავ იმოიაზრეს. შემდეგ, მათ გზას ვაშაძეც ცალკე დაადგა, რომელმაც ასევე რუსული ალუზიით თავის ე.წ. პარტიას "ახალი საქართველო" უწოდა. რატომ რუსული ალუზია? იმიტომ, რომ ვაშაძეს თავი სწორედ "ნოვი გრუზინად" და ერთობ "პრადვინუტ" ტიპად ჰყავს წარმოდგენილი;

ახალი შიშკა, რასაკვირველია ენმ-ის იმ კრიზისმა შვა, რომელიც არჩევნებამდე, კოაბტიაციის პირობებშივე განვითარდა. არჩევნების შემდგომ ენმ-ში "ეგზისტენციურიკრიზისის" უკანასკნელი ეტაპია; რა არ სცადეს, მაგრამ ვერც „რევოლუცია“ ვერ შედგა და არჩევნებს რომ წააგებდნენ, ისედაც ცხადი იყო. რა ქნან ახლა? რა აკეთონ ეს ოთხი წელიწადი? მყეფარე ოპოზიციის როლი, ე.ი.  „ძაღლი ყეფს. ქარავანი მიდის“ - მათ არ ხიბლავთ. ძალაუფლების ველურ ვნებას კი ვერც ელევიან და ვერც იკმაყოფილებენ.

ვისაც საღი აზროვნების უნარი შერჩენია და პიროვნების კულტის ფანატიზმით არ არის უიმედოდ დაავადებული, რასაკვირველია, აცნობიერებს, რომ მართლმსაჯულებას ოდესაში გაქცეული ბოროტმოქმედის, კონდოტერის და ავანტურისტის გზა დასასრულს უახლოვდება. „ქართლის ცხოვრების“ ჟამთააღმწერელი მასზე ალბათ ასე დაწერდა: „განერიდა რისხვასა სამართლისასა, ილტვოდა და იჯმნა ოდესას“. ახლა მას სამართლით დევნილი და „ოდესაში ჯმნულის“ უცხოს სტატუსი აქვს ფორმალურად, მაგრამ ყველამ იცის, რომ მდგომარეობა - „კაპუტ, მიშკა“ ამ არჩევნების შემდგომ პრაქტიკულად უკვე დადგა.

„ოდესაში ჯმნული“ თავის პარტიას მოუწოდებს, რომ პარლამენტში კი არ შევიდნენ,  არამედ ოდესის ფილიალად ქუჩა გამოიყენეონ, „მუნ  იჯმნან“ და იქიდან შეუტიონ. და რა ქნან ნაცებმა? რა წყალს მისცენ თავი? საით ილტვოდნენ და სად იჯმნან?! მიუხედავად იმისა,  - ოდესაში, თუ აქ, საქართველოს ქუჩაში ან პარლამენტში იქმნებიან ჯმნულნი, მათი საქმე მაინც დაღუპულია!, ისევ რუსული სლენგით რომ გამოვხატოთ, ასეა: "კაპუტმიშკა, ვოტ ტე შიშკა, პიზ...ეც - კრიშკა!"

„ვოტ ტე შიშკას“ ასახსნელად ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ"შიშკა" ანუ "შიშ" - რუსული სლენგის მეორე, „ბნელი“გაგებით - არა „ბოსს“, არამედ ქართულად ბრანწს, სამი თითის უშვერკომბინაციას ნიშნავს! აი, სწორედ ისეთ კოტხად გამოფსკვნილ ბრანწს, მოკლედ -„შიშ“-ს, რაც პარტია „გირჩმა“ ამ არჩევნებში მიიღო. ამ პარტიამ ჯერ შიშკა-ბანი გაიგირჩისთავა, მერე ეს გაგირჩისთავებული სულაც უგირჩოდ დატოვა და თავადაც არჩევნებს გამოეთიშა! არადა, გინდ უგირჩო გირჩისთავიანად და გინდ მარტო-შიშკურ ამბავ-გაგებაში მონაწილეობის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე, ან შეიძლება უფრო მეტადაც გამობზეკილ ბრანწს - „შიშ-კუკიშს“ მიიღებდა!

პარტია „გირჩს“ თავისი გაჭირვებაც ეყოფა, ამიტომ ისევ მის დედა მშობელ ენმ-ს დაუბრუნდეთ. დიდი ანალიზი და პოლიტოლოგობა არ სჭირდება და ისედაც ყველასათვის ნათელია, რომ ახლა ენმ-ს კვლავაც, როგორც არჩევნებამდე კრიზისისას, სამი გზა აქვს: ტვინგაცხელებულები ოდესისკენ, ბოლო გაჩერებით - "კაპუტ მიშკა!" მეორე გზა -  გირჩის ანუ  პარლამენტში ჯმნისა და „გაშიშკების“ გზაა, (ვაშაძისეული "ნოვი გრუზინის" განშტოებით), ხოლო მესამე, ალბათ ყველაზე რევოლუციურ-ჭეშმარიტი გზა - ჯმნა ქუჩაში და გმირული აღასრული - ე.ი. „კრიშკა!".

ვინც ახლაენმ-ს დატოვებს და ოდესისკენ მიმავალ "კაპუტმ იშკას", ე.ი. დაღუპვისკენ მიმავალ ყველაზე მოკლე გზას არ დაადგება, შეუძლია "შიშკას" მიმართულებით იმოძრაოს და პარლამენტში გაგირჩდეს; ასევე, ქუჩურ ამბავსა და გაგებაში შეუძლიათ სულაც ახალი პარტია, სახელად "კრიშკა" შექმნან. ისე, მეორე და მესამე გზა, პრინციპში, ერთი და იგივეა, რადგან არცერთი მათგანი არსადაც არ მიდის. ამიტომ უპრიანი იქნება ენმ-ის არაპირველებმა, ე.ი. მეორე-მესამეებმა ერთი საერთო გაერთიანება დაარსონ. რუსულად მისი სახელწოდება იქნება "შიშკა ი კრიშკა". მართლაც მშვენიერია! აბა, მითხარით, ვითომ რით არ ჯობს "რაგა ი კაპიტა"-ს?

ქართულად მთლად გადასარევი სახელი - "გირჩი და ხუფი" გამოვა. აბა, დაფიქრდით: კაციშვილი ვერ გაიგებს, რა ხუფი, რის გირჩი და შეთქმულთა საიდუმლო აურას ხომ რაგვარ განიმტკიცებენ!ეს იდუმალი აურა კი მიშას მიერ სადღაც გვირაბში დაკარგული ქარიზმატულობის მაგივრობას გაუწევთ...

...ამრიგად, ენმ-ის დღევანდელი მდგომარეობა "კაპუტ მიშკა, შიშკა ი კრიშკა!" -დ იწოდება და დეტალებს მნიშვნელობა არცა აქვს. არც არის საკითხავი. ისიც კი უმნიშვნელოა - შევლენ თუ არა შიშკადყოფილები და ძალაუფლების ნაცვლად შიშ-აღებულნი პარლამენტში.

რა ვუყოთ მათ დაბნეულ ამომრჩევლებს? რა ვუყოთ ჩვენი მოქალაქეების ნახევარმილიონიან არმიას, რომელსაც ეგონა რომ „შიშკა-მიშკას“  ირჩევდა და  სინამდვილეში ისევ ბრანწი აირჩია?

საკითხავი, მართლაც, აი, ეს არის!