ვის მოგენატრათ სააკაშვილი?

ვის მოგენატრათ სააკაშვილი?

სანამ არ დაისჯება "ერთიანი კრიმინალური მოძრაობა", რომელიც პარტიის სახელს არის ამოფარებული, მუდამ იარსებებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე. მათი სახეები მუდამ გაგვახსენებს 9-წლიანი მმართველობის სისხლიან რეჟიმს: "ნულოვან ტოლერანტობას", 140 უდანაშაულო ბიჭის ქუჩაში ჩახოცვას!  "ყველანი ციხეში" და 300 000 პრობაციონერს! არაადამიანურ წამებას, გაუპატიურებულ მამაკაცებს! სამალავებიდან ამოღებულ ვიდეოფაილებს, დარბეულ და დასახიჩრებულ მომიტინგეებს, მტკვარში გარიყულ და შეკვეთილ გვამებს, დაკარგულ ტერიტორიებს, წაგებულ ომში აღებულ მილიარდებს და გაუგონარ აპოკალიფსს, რაც შეურაცხადმა სააკაშვილმა, საკუთარ თანამზრახველებთან ერთად ქართველების თავზე კალო დატრიალა, ამ გამაოგნებელ უტიფრებს დღეს სახელმწიფო ვერ ერევა, ვერ უმტკიცებს დანაშაულს და ამიტომ ხართ უნიათოები, ის ადამიანები, ვისთვისაც ღირსება ძვირფასია, ვისაც ოჯახი ამოუხოცეს სახელმწიფოს რანგში აყვანილმა კრიმინალებმა, ისღა დარჩენიათ შური საკუთარი ხელით იძიონ, ვის უკვირს ეს, ვინ არის რომის პაპზე მეტად კათოლიკე?! ამ ფონზე "ერთიანი კრიმინალური მოძრაობა" ბედავს და აპოკალიფსის მეორე სერიას გვიწყობს, თავისი მძაფრსიუჟეტიანი თრილერებით, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენს უკანალში ცოცხები არ გადაიღუნოს! სირცხვილის დერეფანი იქ მისულ ხალხს კი არ უნდა მოუწყოთ, როგორც ამას "თავისუფალი თაობა" იქადნება, სირცხვილის დერეფანში "ერთიანი კრიმინალური მოძრაობა" უნდა გაატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ სირცხვილი დიდი ხნის წინათ გაასხვისეს, ადამიანების სახე ლუციფერს მიჰყიდეს და სატანასთან მუსაიფობენ.

მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქვეყანას პარლამენტში ოპოზიციურ ძალად "ერთიანი კრიმინალური მოძრაობა" ჰყავს გაფორმებული, რომელიც სულის ამოხდით იმუქრება. ერთი ვინმეს გაებედა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადაყენება, რაც ამას მოჰყვა, დავინახეთ: ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა, ჟურნალისტების ავტომატის კონდახით ცემა, 6 მაისს მომიტინგეების თვალების დათხრა, 26 მაისს სისხლის ნიაღვრის დაყენება... დღეს ეს აღვირახსნილი კრიმინალური ბანდა ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტპატიმრად ასაღებენ ახალაიას, უგულავას, მერაბიშვილს... მათ, ვინც იმ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედნი იყვნენ. 200-მდე პოლიტპატიმარი ჰყავდა სააკაშვილის რეჟიმს, შეთხზული ფილმებითა და შეთითხნილი ბრალდებებით და ეს კრიმინალური ხროვა გვაიძულებს, დავივიწყოთ, რაც იყო. კვლავ ზეწოლას ახდენენ ადამიანებზე, აქეთ გვაშანტაჟებენ და იმუქრებიან, დავბრუნდებით, ყველას გვარ-სახელები ვიცით და ციხეებში ამოგალპობთო. გვატერორებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ფილმი არ ვნახოთ, ამოვიღოთ გონების არქივიდან, დავივიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენი კარგი მეხსიერების ხარჯზე ისინი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რომ კიდევ გაგვაუპატიურონ, ამოგვხოცონ და "დაგვაჩმორონ"... ავოეეეე, "ნაცებო"! მონის მონებო და არაკაცებო, ილოცეთ, 21 მარტის წამოწყებას არ გადაჰყვეთ და ხალხის მეწყერმა არ ჩაგიტანოთ!

დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო... აღმოჩნდა, რომ 21 მარტის სამზადისი სხვა არაფერია, თუ არა კოკაინის მოყვარული მიხეილ შარახვეტიას მორიგი ემოციური გაფრენა, უგულავას, ახალაიას, მერაბიშვილის შანტაჟის მძევალი აპირებს, ამ აქციით ევაჭროს ხელისუფლებას, რადგან ეს კრიმინალური ტრიო, სააკაშვილსა და უკრაინაში გადაბარგებულ "ნაცბანდას" ყოველდღიურ რეჟიმში უთვლის, რომ, თუ ციხიდან არ დაიხსნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარ დამნაშავე ფიგურანტს მიხეილ სააკაშვილს დაასახელებენ და სხვებსაც გადაიყოლებენ. რამე მოიმოქმედეთ, ციხიდან გამოგვიყვანეთო... კრიმინალური ტრიოს ისტერიკა განსაკუთრებულ ფაზაში მას შემდეგ შევიდა, რაც მიშამ "ნაცბანდა" უკრაინაში გადააპორტირა და ცხოვრება მოიწყვეს. თქვენ მანდ "გულაობთ" და ჩვენ აქ თქვენ მაგივრად ციხეს ვხეხავთო. ამიტომაც 21 მარტის აქცია იქნება კრიმინალური ტრიოს გამოსახსნელი ღონისძიება... როდის აინტერესებდა ამ კრიმინალურ ძალას ხალხის ბედი, ახლა რომ დაგიჯერონ. თქვენ მუდამ ხალხის ოპოზიცია იყავით, ყრუები, ბრმები, მუნჯები და არასოდეს გესმოდათ ადამიანების. ვის მოგენატრათ სააკაშვილი? ტრ-ში ტყ...ნა და ფასადების ღებვა, გამოდით 21 მარტს, ვნახოთ, რამდენი ხართ... სააკაშვილის ნამინისტრალებო, იქნებ თქვენ მოგენატრათ მიშას პანღურები, ან იქნებ მიშას ქალბატონ ნამინისტრალებს ენატრებათ მათ ლამაზ სიფათზე მიშას მოსაქმება? ლამაზთვალება ნამინისტრალო, გახსოვს, ბათუმში რა მოხდა? გახსოვს საავადმყოფო? გახსოვს დაცვა, რომელმაც მიშას შენი გასისხლიანებული თავი გამოჰგლიჯა, გახსოვს, რას გიყვიროდა შენი პრეზიდენტი? - მინისტრად რომ გნიშნავდი, მაშინ ხომ კარგი იყო ჩემთანო... მეტს აღარ დავწერ, საკმარისია!  

21 მარტის აქცია იქნება ლუსტრაცია, როგორც წინა პერიოდია ლუსტრაცია იმისა, სად გადის ამ კრიმინალური ბანდის თავხედობის ზღვარი. ენის ჩაგდების ნაცვლად, აქეთ "გვებლატავებიან" ეს მონის მონები. კიდევ თქვენ ხართ ჰონორზე? კიდევ თქვენ უნდა შეგვიტიოთ? ომი გინდათ? - მიიღებთ! ეს ყველას ძვირად დაგვიჯდება, მაგრამ გასწორდება სამართალი. ეს არის მორალი და წინ ვერ წავალთ, თუკი დამნაშავე არ დაისჯება და ჩვენს შორის ახალი ათვლის წერტილი არ დაიწყება...

"ერთიანი კრიმინალური მოძრაობის" შიგნით გარჩევებსა და დაპირისპირებაზე ბევრი იწერება. არსებული ინფორმაციით, ისინი სააკაშვილის ემოციურ გადაწყვეტილებას, 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ, რადგან თვლიან, რომ აქციის მოსამზადებლად წინა პერიოდი უნდა გაევლოთ, ჯერ წერტილოვანი დარტყმები უნდა განეხორციელებინათ, რომ საფინალო დარტყმა ძლიერი ყოფილიყო. "ნაცების" ნაწილი მიიჩნევს, რომ მიშამ იჩქარა, ხალხს ვერ აგროვებენ, პანიკური განწყობაა და ამიტომაც ისინი მოქმედებათა საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, რაც შეიძლება მეტი პროვოკაცია მოწყონ და "ოცნების" ხელისუფლება წამოიკიდონ... სასულიერო პირები საკუთარ მრევლს აფრთხილებენ, რომ 21 მარტს თავი შეიკავონ აქციაზე დასწრებისგან, რადგან, მათი ინფორმაციით, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება... ის, რაც ზუგდიდში მოხდა, იმის მანიშნებელია, რა ფორმებში განვითარდება 21 მარტის აქცია. სასურველია, თავი შეიკავონ ვენდეტის სურვილით შეპყრობილებმა, მაგრამ მასას ვერ შეაჩერებ... "ერთიანი კრიმინალური მოძრაობის" თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ციხის სკანდალური კადრები და ფილმი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შესახებ... რომელიც ფოთსა და ზუგდიდში აჩვენეს მოზარდებს, ეს როგორ გაბედეთო, არა, იმას კი არ ამბობენ, ეს რა საშინელება ჩავიდინეთო, დამნაშავის დასჯას კი არ ითხოვენ, აქეთ თავს გვესხმიან და ბოდიშებს ახდევინებენ "ქართულ ოცნებას", მოზარდებისთვის ამ ფილმის ჩვენება არ შეიძლებოდაო. თითქოს იმ მოზარდებს ციხეში "ქართული ოცნება" აუპატიურებდა. აი, ამიტომ ხარ უნიათო "ქართულო ოცნებავ", იმის ერთი ადგილი არ გაქვს, ამ კრიმინალებს დანაშაული დაუმტკიცო... "რუსთავი 2", რომელიც დიდი ხანია, ჟურნალისტური საქმიანობიდან "ერთიანი კრიმინალური მოძრაობის" დაქვემდებარებაშია გადასული, გვაჩვენებს მოზარდს, რომელიც აცხადებს, რომ "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის" ფილმის საჩვენებლად მოტყუებით წაიყვანეს სკოლიდან, მაგრამ არ გვეუბნება, რომ ეს მოზარდი "თავისუფალ ზონას" წარმოადგენს. საინფორმაციო სააგენტოები ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც ასახულია ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი, რომელმაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს ინტერვიუ მისცა. ყარალაშვილის თქმით, ის ფოთის თეატრში დოკუმენტური ფილმის სანახავად მოტყუებით მიიყვანეს. ფოტოების თანახმად, ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი სინამდვილეში "თავისუფალი ზონის" წევრია, რომელმაც "რუსთავი 2"-ის "შოუში" "ზონის" დავალებით მიიღო მონაწილეობა. ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი ფოთის მერვე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. აღნიშნული სკოლის დირექციის განცხადებით, მათი სკოლიდან ფოთის თეატრში იძულებითა და მოტყუებით არავინ წაუყვანიათ.

ახლა გეკითხებით, რა უფრო დიდი დანაშაული და ტრაგედიაა - ამ ბავშვს პოლიტიკური მიზნებისთვის რომ იყენებენ, თუ ის, რომ ამ მოზარდს სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე გადაღებულ ფილმს აჩვენებენ? კი მაგრამ, 15-წუთიან ფილმზე რომ ატეხეთ ამბავი, 9 წელი აბა, რა ფილმში ვმონაწილეობდით, ხომ ვერ შეგვახსენებთ? ეს ბავშვები ამ ძალადობას მხოლოდ კი არ უყურებდნენ, არამედ განიცდიდნენ, რამდენი დააობლეთ, რამდენი გააუბედურეთ, რამდენი გაამწარეთ და რამდენს მამა თვალწინ გაუუპატიურეთ?! ხელისუფლება, დაფარე სახე და გაუშვი ის კადრი, სადაც პოლიციელი მამაკაცს საკუთარი ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ აუპატიურებს, მერე ვიდავოთ დანაშაულსა და სასჯელზე!