თურქეთის მიმდინარე მდგომარეობა – ნოოლოგიის კიდევ ერთი დადასტურებული პროგნოზი.

თურქეთის მიმდინარე მდგომარეობა – ნოოლოგიის კიდევ ერთი დადასტურებული პროგნოზი.

1945 წლის შემდეგ თურქეთში მოვლნათა განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია ფორმის მანიის კლასის თურქი ერის ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის გავლენისგან, ცხრომის მანიის ეფექტის დომინანტის არისგან თავის დაღწევის მცდელობა. აქამდე თურქეთზე ამგვარი გარეგანი გავლენის გამტარებელი მექანიზმი, რომელიც თურქეთის სამხედრო ინსტიტუტს ემყარება, ადვილად ახერხებდა ფორმის მანიის კლასის თურქი ერის შეუზღუდველი თვითგამოხატვისკენ მისწრაფების დაოკება-დათრგუნვას. ამის მაჩვენებელია 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში წარმატებით განხორციელებული სამხედრო გადატრიალებები, რითაც თურქეთში ლიბერალიზაციის კურსის შენარჩუნება ხდებოდა, საპიროსპირო ტენდენციის აღკვეთით, კვლავ და კვლავ. დღეს კი, რიგით მეხუთე ამგვარივე მცდელობა, როგორც ვხედავთ, მეტად უსუსური აღმოჩნდა: ხსენებული გარეგანი გავლენის გამტარებელი მექანიზმის შემადგენლობამ ვერ გამოიჩინა სათანადოდ კონსოლიდირებულობა, საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით.

ეს ფაქტი გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის ერთ-ერთი გამოხატულებაა: პროგნოზის მიხედვით, ეს ფაზა 2008 წელს უნდა დაწყებულიყო (იხ. 2004 წელს გამოცემულ ავტორისეულ მონოგრაფია – “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია”).

წინა ოთხ შემთხვევაში ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზები – მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზა (1948 – 1967 წწ.), მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (1968 – 1987 წწ.) და მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზა (1988 – 2007 წწ.) - არ იყო ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაციის ინტენსიფიკაციის ხელშემწყობი და თურქი ერზე გარედან ზემოქმედების მექანიზმი ეფექტურად მუშაობდა თურქულ საზოგადოებაში.

ასე რომ, თურქულ საზოგადოებაზე ამგვარი ზემოქმედების მცდელობა, ან უნდა შემდგარიყო 2008 წლამდე, ან გადადებულიყო ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზის დასასრულამდე - 2027 წელი. დროის არასწორად შერჩევამ კი ხელი შეუწყო თურქეთში ინიციატივის თურქი ერის მიერ დაუფლებას, გაზარდა ცხრომის მანიის ეფექტის გამოხატულებათა ლიკვიდაცის შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მოვლენების სხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა მაინც არსებობს.

*

მოვლენათა შემდგომი განვითარების შესაძლო ალტერნატივების განხილვამდე, შევჩრდეთ თურქი ერის წარმოშობის საკითხზე.

ფორმის მანიის კლასის თურქი ერი ძლევის მანიის კლასის ერის (თურქ-სელჯუკები) ტრანსფორმაციით ჩამოყალიბდა. ეს პროცესი მიმდინარეობდა ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, რომელიც დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის - ცხრომის მანიის და ფორმის მანიის სინქრონული აქტუალობის ეტაპი: XII ს. დასაწყისი – XVI ს. დასაწყისი - ფენომენს წარმოადგენდა.

სწორედ, ფორმის მანიის კლასის თურქი ერის ფორმირების ტენდენცია - აბსოლუტური მონარქიის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, ოსმალეთის სულთნის ხალიფას სტატუსში ამაღლებით დასრულებული - იყო ოსმალეთის იმპერიის დასავლეთევროპულ ცივილიზაციის ფენომენად განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორი. ცხრომის მანიის ეფექტის სათანადო კომპონენტის მიხედვით კი, ის ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ, მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზასაც (XII ს. შუაწლები – XVI ს. დასასრული) შეესაბამებოდა. ამ გარემოებამ და ჩინური ცივილიზაციის ექსპანსიამ, მონღოლთა იმპერიის ფორმირებაში ასახულმა, შეუწყო ხელი ორმაგი ეფექტის ფენომენის ოსმალურ რეალიზაციაში ცხრომის მანიის სათანადო კომპონენტის, ასევე, ისლამის საფუძველზე ჩამოყალიბებას.

კერძოდ, ოსმალეთის სახელმწიფოს ჩასახვა-სტაბილიზაციის ხანაში (XIII ს.), ისლამური სამყაროს უდიდესი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ეგეოსურ ცივილიზაციას ეკუთვნოდა, მონღოლთა ექსპანსიის არეში მოექცა, რის შედეგადაც მცირე აზიის უკიდურეს დასავლეთში მდებარე ოსმანური ბეილიკი ისლამურ სამყაროში თანადროულად აქტუალური, ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზატორი ელემენტის, რომელიც სუფისტური მიმდინარეობასთან იყო დაკავშირებული, მთავარ თავმოყრის ადგილად იქცა. სწორედ, მონღოლთაგან ლტოლვილ, ისლამის არასუნიტურ მიმდინარეობათა წარმომადგენლ პირთა სახელმწიფო სამსახურში ჩაყენების (ფაქტობრივად დაქირავების) ოსმალური პრაქტიკის დაწესებას და, ამ პრაქტიკის საფუძველზე, ფორმის მანიის კლასის თურქ ერთან (სუნიტი თურქები - ოსმალური აბსოლუტური მონარქიის იდეის მატარებელი ელემენტი), მის მიმართ გარეგანი ელემენტად იდენტიფიცირებადი, ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზატორი ჯგუფის, გარკვეული ასპექტებით პრივილეგირებულ ფენადაც კი, თანაარსებობის ტრადიციის ჩამოყალიბებას, ოსმალეთის იმპერიის ნოოსფერულ ბი-მოდალობას. მოგვიანებით ამ კომპონენტს შეემატა ებრაელი ერის და ქრისტიანი ერების ადაპტაციური რეაქციის ფაქტორიც.

ოსმალეთის იმპერიაში ცხრომის მანიის ეფექტის გამოხატულებას წარმოადგენდა ეროვნული მრავალფეროვნებაც, მაგრამ ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იანიჩარის ინსტიტუტი - ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ძლიერების საფუძველი, საკუთრივ თურქი ერის წარმომადგენელ ელემენტთან – სიპახებთან (მძიმე კავალერია) ერთად.

იანიჩართა კორპუსი შეიქმნა 1362 წელს (დროული რეაქცია მცირეაზიისკენ მაჰმადიან ლტოლვილთა მიგრაციის ნაკადის კლების მიმართ, მონღოლთა ისლამიზაციის ტენდენციასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ჩინურ ცივილიზაციაში ფორმის მანიის ეფექტის ფაზის დადგომას მოჰყვა). იანიჩართა კორპუსი კომპლექტდებოდა წარმოშობით ქრისტიანთაგან (ოსმალეთის იმპერიაში მოქცეულ ქრისტიან ერთა გადასახადი, გაღებული რჯულის შენარჩუნების საფასურად – ცხრომის მანიის ეფექტის გამოხატულება), რომელთაც ზრდიდნენ რჯულშემწყნარებლობის მქადაგებელ, ბექთაშების სუფისტური (XIII საუკუნეში ხორასანიდან ლტოლვილ, ხაჯი ბექთაშის დაარსებული) ორდენის მრწამსის შესაბამისად: ისლამურ სამყაროში, სწორედ, სუფიზმის მიმდინარების განვითარებამ მოგვცა ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაცია, თვით ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომამდე, ისლამის ექსპანსიის არეში მოქცეულ ერთა ადპტაციური რეაქციის საფუძველზე.

იანიჩრებს, თურქი ერისადმი გარეგან ელემენტად მათი იდენტიფიკაციის გამოხატულებად (და ზემოთქმულის შესაბამისად), აკრძალული ჰქონდათ ოჯახის შექმნა. 1566 წელს ეს აკრძალვა გაუქმდა, რაც ოსმალეთის იმპერიის ნოოსფერული ბი-მოდალობის მოშლის, ფორმის მანიის ცალფა ეფქტის ფენომენზე (თურქი ერი) მისი დაყვანის ტენდენციის მაჩვენებელია. ამის შემდეგ, ოფიციალურ გაუქმებამდე (1826 წ.) იანიჩარის ინსტიტუტი მაინც რჩებოდა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის ფაქტორად, როგორც ოსმალეთის იმპერიაში მოქცეულ ქრისტიან ერთა ადაპტაციური რეაქციის მექანიზმთაგანი.

დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველი მართვის მანიის ცალფა ეფეტის ფაზის დადგომა, რაც XVI საუკუნის დასაწყისით თარიღდება, იყო ოსმალეთის ისტორიის კულმინაციური მომენტი: ამ ფაზამ მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით ჩაიარა (ცივილიზაციის ინტენსიური გაფართოება, მართვის მანიის კლასის ერების აქტუალიზაციის გარეშე), ისტორიის ამ მონაკვეთში კი, სწორედ, ოსმალეთის იმპერიის გაფართოება იყო მთავრი ასპექტი დასავლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოებისა. მაგრამ 1572 წლისთვის ოსმალეთის იმპერიის ევროპაში ამ მნიშვნელობით ექსპანსიის გაგრძელების რესურსი ამოიწურა და, უკვე, მოსკოვის რუსეთის გაფართოება გახდა ამავე ცივილიზაციის და მასთან ერთად, ეგეოსური ცივილიზაციისაც გაფართოების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება (რუსეთის იმპერია ამ დროს ორივე ცივილიზაციას ეკუთვნოდა, თავისი განსხვავებული ასპექტების მიხედვით). ამის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან შუააზიის თურქულ ეთნომასივზე გაფართოების შესაძლებლობა. რაც იქნებოდა მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციის უდიდესი ინტენსივობის აქტი და მნიშვნელოვანი წინაპირობა დასავლეთევროპული ცივილზაციის ცენტრის ოსმალეთის ფარგლებში სტაბილიზაციისა.

ოსმალეთის იმპერიის გაფართოების რესურსი შეზღუდა, ასევე, ყიზილბაშური ირანისა და პორტუგალიის საზღვაოსნო იმპერიის წინააღმდეგობამ. შუა და დასავლეთი ევროპა ისედაც დასავლეთევროპულ ცივილიზაციას ეკუთვნოდა და ამ მიმართულებით ოსმალეთის იმპერიის ექსპანსია არც იყო აქტუალური ამ ცივილიზაციისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველ მართვის მანიის ცალფა ეფეტის ფაზაში, ოსმალეთის იმპერიის მიერ სტრატეგიული ინიციატივის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად რჩებოდა, მის სივრცეზე, მართვის მანიის ეფექტის პირდაპირი რეალიზაციის ხელშეწყობა, ანუ მართვის მანიის კლასის ერებისთვის ინიციატივის გამოვლენის შესაძლებლობის მინიჭება. ასეტი ელემენტი გარეთ არ იყო საძებნი, რადგან ამ დროისთვის ქართველი ერის ლოკალიზაციის არის მნიშვნელოვანი ნაწილი – პონტო და სამცხე-საათაბაგო - უკვე იყო ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიის არეში მოქცეული.

ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული, მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა, რომელიც XVI საუკუნის დასასრულამდე გაგრძელდა, ქართველი ერისთვის მეტად არახელსაყრელი იყო და, ამდენად, ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტრუქციული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ქართველი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში გადაბირება და ამ ცივილიზაციის ცენტრის ოსმალეთის იმპერიის გავლენის არეში დაფიქსირება:

ქართული სახელმწიფოს ერთიანობის მხარდაჭერა და მასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, ოსმალეთის იმპერიას ყიზილბაშური ირანის შევიწროების (ყიზილბაშური სახელმწიფო შეიძლება ვერც კი ჩამოყალიბებულიყო) და შუააზიის თურქულ ეთნომასივზე კასპიის ზღვის სამხრეთიდან შემოვლით გაფართოების შესაძლებლობას მიანიჭებდა; ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ისლამური სამყაროს ინდოევროპულენოვანი ნაწილის (ინდო-ირანული ეთნოსები) ფორმის მანიის კლასის ერად კონსოლიდაციის პროცესისი განვითარება, ამ სივრცეზე დასავლეთევროპული ცივილზაციის გაფართოების გამოხატულებად და დასავლეთევროპული ცვილიზაცია დიდი ხნით ადრე, ვიდრე ეს რეალურ ისტორიაში შესძლო ეგეოსურმა ცივილიზაციამ, მიაღწევდა გლობალიზაციას, ისე, რომ მისი ცენტრი შეიძლება დარჩენილიყო ისლამური სამყაროს ფარგლებში, რაც ისლამური სამყაროს ერების ნოოფილოგენეზურ დაწინაურებას გულისხმობს.

საქართველოს მიმართ ოსმალეთის პოლიტიკა, როგორც წესი, ამ ალტერნატივის საპირისპირო, ქართველი ერის (თუმცა არა ცალკეული ქართველების) პოტენციის იგნორირების გამომხატველი იყო და, 1555 წელს ამასიაში ყიზილბაშურ ირანსა და ოსმალეთის იმპერიას შორის დადებული ზავის მიხედვით, ქართველი ერის საარსებო სივრცის ეგეოსურ და დასავლეთვთოპულ ცივილიზაციებს შორის დანაწილებით დასრულდა (ყიზილბაშური ირანი ჩამოყალიბდა ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის ფენომენად, თურქული და სპარსული ელემენტების საწყისეულ ფაქტორებად თანადაფიქსირებით).

ამასიის ზავის პირობები ორნახევარი საუკუნის განმავლოვბაში რჩებოდა ერთგვარ სტატუს  კვოდ, რომელსაც კვლავ და კვლავ უბრუნდებოდნენ მისი სუბიექტები, მაგრამ დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის ზრდა ქართველი ერის მთელს საარსებო სივრცეზე იყო საგრძნობი. ამის ერთ-ერთი სიმპტომია ის გარემოება, რომ XVI საუკუნის დასასრულიდან მკვეთრად იმატა, ხსენებული ზავის პირობებით ორად გაყოფილი საქართველოს ორივე ნაწილიდან, ქართველების წილმა და როლმა მამლუქთა კასტაში, რომელიც, ასევე, წარმოადგენდა ცხრომის მანიის ეფექტის კასტურ რეალიზაციას: ცხრომის მანიის ეფექტის გამოხატულებად, მამლუქთა კონტინგენტის დაკომპლექტება საერთაშორისო ბაზრის ფაქტორზე იყო დამყარებული: მამლუქად მხოლოდ ნაყიდი ტყვე შეიძლებოდა გამხდარიყო და თვით მამლუქთა შვილებიც არ დაიშვებოდნენ ამ კასტაში.

მართლაც, მამლუქის ინსტიტუტს, როგორც ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის გამოხატულებას ფორმის მანიის კლასის არაბი ერის ლოკალიზაციის არეზე (XII ს. დასასრული, სალადინის ინიციატივა), XVI საუკუნის მიწურულიდან, ანუ ეგეოსური ცივილიზაციის ხსენებული ფაზის დასრულების შემდეგ, აქტუალობა უნდა დაეკარგა, რომ არა დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზციის პროცესის არაბულ სამყაროზე გავრცელება, ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიის შედეგად:

 XVI საუკუნის დასაწყისამდე არაბული სამყარო ეგეოსური ცივილიზაციის მხოლოობით განფენის არედ რჩებოდა (მათ შორის, ეგვიპტე - 1517 წლამდე, ერაყი – 1535 წლამდე) და, ამდენად, აქ, მამლუქთა კასტაში, ანუ ცხრომის მანიის ეფექტის რეალზაციაში, ქართული ელემენტის ჩართულობის, სწორედ, ამ დროიდან გაძლიერება, ქართველ ერზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ.

ამ გავლენას მეტად დესტრუქციული ხასიათი ჰქონდა, ასახული საქართველოში ტყვეებით ვაჭრობის გაცხოველებაში. და, ამდენად, ამგვარი პრაქტიკის წინააღმდეგ სოლომონ I-ს და ერეკლე II-ის ბრძოლა, ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებად იდენტიფიცირებადი ფაქტებია, ისევე, როგორც ერეკლე II-ის პროირანული, შემდეგ კი, პრორუსული პოლიტიკა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოსდაბოლოს ოსმალეთის მესვეურებმა გააკეთეს ქართველი ერის ხელშეწყობის არჩევანიც, როდესაც ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს დაუთმეს დასავლეთ სქართველო, რომელიც იმჟამად მხოლოდ ნომინალურად იყო ოსმალეთის გავლენის სფეროს ნაწილი. მაგრამ ეს უკვე დასუსტებული სუბიექტის თავდაცვითი რეაქცია იყო, და არა ინიციატივის მაძიებლისა, და, მისგან ეფექტური მხარდაჭერის ვერმიღების პირობებში, იოლად ჩაშალა რუსეთის იმპერიის რეაქციამ, ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტის გამოყენებით, რაც ვერ მოხერხდბოდა ოსმალეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაზე მისი გავლენის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში.

ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე ეგეოსურ ცივილიზაციის ელემენტების სრულად ასიმილაცია ვერ მოხერხდა – მის ფაზების ცვლასთან დაკავშირებული ცვლილებები განაგრძობდნენე იმპერიის მდგომარეობაზე გავლენას. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ქართველების დაწინაურება ოსმალეთის საიმპერასტორო კარზე: პირველი დიდვეზირობა ქართველისა XVII ს. დასაწყისით თარიღდება, სულ კი 28 ასეთი ფაქტია ცნობილი, რაც, ქრონოლოგიის მიხედვით, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის (XVI ს. დასასრული – 1927 წ.) ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც, ამრიგად, ქართველი მამლუქების გაქტიურებაში ასახულ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის ფაქტორს უპირისპირდება (ეგვიპტის და ერაყის მოვლენების დროს, არაერთი ისეთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა როგორც იმპერიას, ასევე, სეპარატისთულ მხარეებს ქართველები წარმოადგენდნენ): მამლუქებად, როგორც წესი, 8 წელზე არანაკლები ასაკის, ანუ ნოოონტოგენეზის პირველ საფეხურგავლილ ტყვეებს ირჩევდნენ, რაც, შემდგომი აღზრდის კონკრეტულობის მიუხედავად, მშობელი ერის წარმომადგენლებად მათი იდენტიფიკაციის საფუძველს გვაძლევს.

უნდა შევნიშნოთ, რომ მამლუქთა შორის ქართველთა დაწინაურება არ იყო ცალსახად ზემოთაღნიშნული მნიშვნელობის მოვლენა და ეგეოსური ცივილიზაციის გავლენასაც გამოხატავდა, რადგან ქრონოლოგიის მიხედვით, როგორ აღინიშნა, ეს ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომას მოჰყვა (წყაროებით დასტურდება დაწინაურებულ ქართველ მამლუქთა მიერ საქართველოდან თავიანთი ნათესავების ოჯახებით მიწვევის პრაქტიკა, რასაც ოსმალეთის იმპერიის არაბულ ნაწილში ქართული დიასპორის ჩამოყალიბება, ანუ სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტების წესის შეცვლა შეიძლებოდა მოეტანა).

ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნის შუახანებამდე განვითარებულ მოვლენებში დასავლეთევროპული ცივილიზაციის შიგნით მრთვის მანიის კლასის ერებს შორის კონკურენციულ კონფლიქტად იდენტიფიცირებადი ასპექტიც შეიძლება გამოიყოს: ქართველ მამლუქთა წინააღმდეგ, ეგვიპტეში, კორსიკელ ნაპოლეონ ბონაპარტეს სამხედრო კამპანია და ალბანელ მუჰამედ ალის რეპრესიები.

ოსმალეთის იმპერიისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ფორმის მანიის კლასის არაბი და თურქი ერების კონკურეციული კონფლიქტიც, ნოოსფერული ბიმოდალობის მოშლის ტენდენციის საფუძველზე: ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზა არ იყო არაბი ერის აქტიურობის ხელშემწყობი, ამდენად, მისი გააქტიურება დასავლეთევროპულ ცვილიზაციაში მის გადასვლის ტენდენციად იდენტიფიცირებადი მოვლენა იყო, რომელსაც შეეეძლო ოსმალეთის იმპერიის ორად გაყოფა ან დომინანტი ეკლემენტის ჩანაცვლება, როგორც მუჰამედ ალის ამბოხმა აჩვენა. მაგრამ ოსმალეთის იმპერიის დაცემა მაინც ცივილიზაციათა კონფლიქტიმა განაპირობა.

საქმე ისაა, რომ, თუმცა, ქართულ სამეფოთა გაუქმების აქტში რუსეთის იმპერია თავისი სხვა ასპექტით, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ფენომენად მოგვევლინა, ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე და ევროპაში რუსეთის იმპერიის გავლენის ზრდა, ძლევის მანიის  კლასის რუსი ერის ფაქტორის გათვალისწინებით, ეგეოსური ცივილიზაციის გაფართოების ტენდნციის გამოხატულებას წაროადგენდა, რაც ვერ შეაჩერა ნაპოლეონის ინტერვენციამ და მხოლოდ დროებით შეაფერხა 1854 – 1856 წლების ყირიმის ომმა, ანუ დასავლეთევროპული ცივილიზაციის თავდაცვითმა რეაქციამ. ასეთივე მნიშვნელობის მოვლენა იყო ბრიტანეთის და საფრანგეთის გავლენის ზრდაც, როგორც რუსი ერის ექსპანსიის ალტერნატივა ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე.

ეს პროცესი პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ოსმალეთის იმპერიის სრული ლიკვიდაციით დამთავრდა, რითაც თურქი ერის კონსოლიდაციის ბაზისი შუა ანატოლიის თურქულ ეთნოსამდე შეიკუმშა. მაგრამ აქ ისევ ეგეოსურ და დასავლეთევროპულ ცივილიზაციათა კონფლიქტის ფაქტორი ჩაერთო მოვლენათა განვითარებაში: საბჭოთა რუსეთის, შემდეგ, საბჭოთა კავშირის მიერ 1919 – 1923 წლებში თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების და თანამედროვე საზღვრებში მისი სტაბილიზაციის არსებითი ხელშეწყობით, ეგეოსური ცივილიზაცია გაბატონდა მთელს მცირეაზიაზე (თურქი ერის კონსოლიდაციის ეთნიკური ბაზის გაფართოება, რასაც საქართველოს და არმენიის მნიშვნელოვანი ტერიტორიული შეკვეცაც მოჰყვა, ერთა ინტერესების წინაშე მისი მომცველი ცივილიზაციის ინტერესის უპირატესობის გამოვლენაა). ამგვარივე მნიშვნელობისაა იტალიაში მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის სტაბილიზაციის ფაქტი, სადაც, თურქეთის მსგავსად, ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაციის ინტენსიფიკაცია მოხდა სამხედრო ინსტიტუტზე დაყრდნობით, ანუ ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის შესაბამისად, და ცხრომის მანიის კლასის ერებთან დაპირისპირებით, მაშინ როცა, დასავლთევროპული ცივილიზაციის თანადროული, მესამე ორმაგი ეფექტის ფაზა (1919 – 1938 წწ.) ფორმის მანიის და ცხრომის მანიის კლასის ერების კონსტრუქციულ თამნამშრომლობას განაპირობებდა, როგორც მოხდა ეს გერმანიაში - დაუესის გეგმა და გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის რევანშისტული სტრატეგიის ხელშეწყობა ცხრომის მანიის კლასის ფრანგი, ინგლისელი და ამერიკელი ერების მიერ, რაც, სწორედ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის დასახელებული ფაზის ბოლომდე გაგრძელდა.

ეგეოსურ ცივილიზაციაში მოქცევამ, ფორმის მანიის კლასის თურქ ერს საუკეთესო პირობები შეუქმნა განვითარებისთვის: იმ დროს ამ ცივილიზაციის მთავარი ელემენტების - ქართველი და რუსი ერები - ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასრულებულობამ, ამ ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1928 - 1947 წწ.), ფორმის მანიის ეფექტის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სათანადო მოდუსით რეალიზაციის მოთხოვნა დააყენა, რაც საშუალებას აძლევდა თურქ ერს მაქსიმალურად აეთვისებინა ამ ცივილიზაციაში მოქცევით მინიჭებული, მისი კონსოლდაციის ეთნიკური ბაზისის გაფართოების რესურსი, რასაც ასახავს ეროვნულ უცირესობათა ინტენსიური გათურქებისOქემალისტური პოლიტიკა: ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციების ფორმის მანიის სათანადო მოდუსით აქტუალიზაციის მოთხოვნა, თურქეთის ეროვნულ უმცირესობათა იდენტობის საყრდენ, ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის ინსტიტუციათა ფუნქციის ნიველირების შესაძლებლობას და, ამ საფუძვლზე,Yთვით თურქი ერის ამგვარივე ინსტიტუტის მხრიდან წინააღმდეგობის შემცირებას უწყობდა ხელს. ამან შესაძლებელი გახადა თურქეთში სეკულარიზმის რამდენადმე მყარი ტრადიციის ჩამოყალიბება, მიუხედავად თურქი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლისთვის მოუმწიფებლობისა, იმხანად. ეს გარემოება, თავის მხრივ, თურქული სახელმწიფოებრიობის გარეგან მხარდაჭერაზე დამოკიდებულების საფუძველს წარმოადგენდა.

ასეთია განსახილველი საკითხის მოკლე წინაისტორია.

*

რაც შეეხება თურქეთის სადღეისო მდგომარეობას. მას საფუძველი 1945 წელს ჩაეყარა, როცა ამერიკელმა ერმა მოიპოვა გავლენა თურქეთზე, საბჭოეთის აგრესიისგან მისი დაცვის პრობლმის აქტუალიზაციის შედეგად: როგორც ამ მფარველობის წინაპირობა - თურქეთში მრავალპარტიულ სისტემის შემოღება - ადასტურებს, ეს იყო ცხრომის მანიის ეფექტის დომინანტის თურქეთზე გავრცელების დასაწყისი, მხოლოდ, უკვე, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მოვლენად (ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის იურიდიულ დაფიქსირებად შეიძლება მივიჩნიოთ გაეროს დაარსების ფაქტი, ხოლო 1946 წელს ერთა ლიგის გაუქმება - დასავლეთევროპული ცივილიზაციის არსებობის დასასრულის იურიდიულ დაფიქსირებად იდენტიფიცირებადი ფაქტია).

ამერიკელი და თურქი ერების ურთიერთობა, ნოოფილოგენეზურ განვითარებაში მათ შორის არსებული სხვაობის გამო, ვერ იქნებოდა სრულიად უკონფლიქტო, თვით დასავლეთევროპული ცივილიზაციაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ისისნი ამ ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზის შესაბამის წყვილს წარმოადგენენ. გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილზიაციაში კი, რომელშიც ფორმის მანიის კლასის და ცხრომის მანიის კლასის ერები ცალფა ეფექტის ფაზებს პასუხობენ, მათი ურთიერთობა ძნელად დასარეგულირებელია. და მართლაც, 1952 წლიდან, ანუ თურქეთის ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანების შემდეგ, ამერიკელი ერის გავლენის გაძლიერების პირობებში, თურქეთში, ყოველ ათწლეულში ერთხელ აუცილებელი ხდებოდა სამხედრო ჩარევით შეჩერება თურქი ერის თავდაცვითი რეაქციისა და შეუზღუდველი თვითგამოხატვისკენ მისი მისწრაფებისა, რაც რელიგიის ფაქტორის გააქტიურებასაც გულისხმობს, რადგან, როგორც აღინიშნა, თურქ ერს არა აქვს დასრულებული ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლა, ამერიკელი ერის გავლენა კი თურქეთში ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციების ცხრომის მანიის სათანადო მოდუსით ჩამოყალიბებას გულისხმობს, რაც თურქი ერის მიერ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გამოვლინებების ეროვნული ტრანსფორმაციის ტენდენციასთან ასოცირებას და მათდამი მტრულ დამოკიდებულების ჩამოყალიბების (მინოტავრული ეფექტის) საფუძველს ქმნის.

ძალდატანებითი გათურქების პოლიტიკის წარმატებით გატარების მიუხედავად, თურქეთი ჯერჯერობით მაინც მრავალეროვანი სახელმწიფოა, ამდენად მას გააჩნია ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის შინაგანი რესურსიც, ეროვნულ უმცირესობათა ადაპტაციური რეაქციის რეალიზატორი ელემენტის სახით, რომელსაც დღეს ფეთჰულა გიულენი განასახიერებს, და, რომელიც, ასევე, გარეგან ძალასთან (ამერიკელი ერი) ერთად სეკულარიზმის დამცველადაც უნდა ვიგულვოთ.

მაგრამ ამ ფაქტორების მიხედვით თურქეთი არ განსხვავდება ირანისგან, სადაც 1979 წლის რევოლუციამ უმოკლეს დროში აღკვეთა ამერიკელი ერის გავლენა, რომელიც, თურქეთში, სწორედ, მაშინ განსაკუთრებით ძლიერდებოდა, რაც 1980 წლის სამხედრო გადატრიალების  და 1983 წელს ლიბერალიზაციის დაჩქრების პოლიტიკაზე გადასვლის ფაქტებშია ასახული.

ნოოლოგია შემდეგნაირად ხსნის ამ გარემოებას:

წინააზიის უდიდესი ნაწილი, – თურქეთის, ერაყის, სირიის და ლიბანის ტრიტორიები და პალესტინის არაბული სექტორები და, შესაძლებელია – იორდანიაც, – ცხრომის მანიის ეფექტის დომინანტიზაციას ექვემდებარება, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის სივრცის ფუნქციური დიფერენციაციის ოპტიმიზაციის მოთხოვნის საფუძველზე (ერის ინტერესების წინაშე ცივილიზაციის ინტერესების უპირატესობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ფაქტი), რაც დღეს მხოლოდ ამერიკელი ერის გავლენის გაძლიერებაში პოულობს გამოხატულებას. ეს მოთხოვნა უფრო კონსტრუქციულად შეიძლება დაკმაყოფილდეს ამ რეგიონში შვეიცარიის მოდელთან მიმსგავსებული კოფედერაციული გაერთიანების - ახალი ბაბილონი - ჩამოყალიბებაში შეიძლება აისახოს, რომელიც ამერიკელი ერის სტრატეგიული დასაყრდენი იქნება აღმოსაველთ ნახევარსფეროში და გაზრდის მის შანსს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ცხრომის მანიის კლასის ინდოელ ერს, ამ უკანასკნელის მიერ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დსრულების შემდეგ.

საქმე ისაა, რომ წინააზიის ეს ნაწილი (ერაყი, სირია, ლიბანი თურქეთი და არაბული პალესტინა) მდებარეობს რამდენიმე, გლობალური მნიშვნელობის ფორმის მანიის ეფექტის ფენომენს შორის და, ამდენად მათი ეკონომიკური თანამშრომლობის და საბაზრო ურთიერთობის ოპტიმალურ არედ ისახება. ესენია: ერთი მხრივ, ფორმის მანიის კლასის გერმანელი ერი და მის გარშემო კონსოლიდირებადი ამავე თვისებრივი ტიპის სხვა ევროპელი ერების ერთობლიობა (ევროგაერთიანების ცხრომის მანიის კლასის ერებისგან დაცლის ტენდენციის საფუძველი);  მეორე მხრივ, ფორმის მანიის კლასის არაბი ერი, რომლის რეკონსოლიდაციასაც დღეს მხოლოდ გარეგანი გავლენა აფერხებს, როგორც 2010 წლის ე.წ. არაბული გაზაფხულის მოვლენებმაც გვიჩვენეს (მსოფლიო საზოგადოება არაბულ სამყაროზე ამ დესტრუქციული ზემოქმედების შედეგს უმძლავრესი მინოტავრული ეფექტით იმკის, რაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აღზევებაშია გამოხატული); მესამე მხრივ, ფორმის მანიის კლასის ირანელი ერი და მისი კონსტრუქციული გავლენის პოტენციური არე - პაკისტანი, ავღანეთი, ტაჯიკეთი (და, შესაძლებელია, აზერბაიჯანიც); მეოთხე და მეხუთე – ისრაელი და არმენია - ფორმის მანიის კლასის ერთა სახელმწიფოები; დაბოლოს – შუააზიაში (შესაძლებელია, აზერბაიჯანის დართვით) კონსოლიდირებადი ფორმის მანიის კლასის ერი, რომლისთვისაც თანამედროვე თურქეთის თურქი მოსახლეობა დაფიქსირდება დიასპორად გარე სამყაროსთან ურთიერთობის (ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის) არეში.

გარდა ამისა, წინააზიის დასახელებულ ნაწილზე ცხრომის მანიის დომინანტის შენარჩუნება, - ახალი ბაბილონის პროექტის რეალიზაცია - მართვის მანიის დომინირების ისტორიული არის იმავე ლოკალიოზაციით – საქართველო – შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობათაგანია: სამივე სხვა ფსიქიკური სტიქიის დომინირების არეებთან უშუალო კონტაქტმა, საქართველოზე მათი გავლენების მაქსიმალურად ურთიერთ გაწონასწორებულობამ შეუწყო ხელი ქართველი ერის დაწინაურებას მართვის მანიის კლასის ერებს შორის და იგივე განსაზღვრავს მართვის მანიის კლასის ერების ცივილიზაციური ფუნქციის ინსტიტუციური რეალიზაციის არედ საქართველს არჩევის უპირატესობას.

ამ ასპექტის გათვალისწინებით, დღეს, წინააზიაში ამერიკელი და ქართველი ერების სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და თურქეთში მიმდინარე მოვლენებს, რაც ამერიკელი ერის (ცხრომი მანიის ეფექტის) გავლენის შესუსტების მაჩვენებელია, ქართველი ერი უარყოფითად უნდა აფასებდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მოძველებული პარადიგმის (საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის) კარნახით მოქმედი ამერიკელი ერი არ ფიქრობს მისი დომინირების არის მხოლოდ წინააზიის დასახელებული ნაწილით შემოფარგვალას და საქართველოზე არ გავრცელებას – ის ლიბერალიზმის საყოველთაოდ გავრცელების პოლიტიკას (გლობალური უნიფიკაციის ამოცანას) მისდევს, რაც ნიშნავს ცხრომს მანიის კლსის ერის გლობალიზაციას. ამ ასპექტით სწორედ თურქი ერის მიმდინარე ამბიხი იმსახურებს ქართველი ერის მხარდაჭერას.

და დილემათა რიცხვი ამით არ ამოიწურება.

თურქი ერის მიმდინარე ამბოხის წარმატებას ხელი შეუწყო რუსი ერის აქტიურობამ, რომლის, როგორც ძლევის მანიის კლასის ერის, ცივილიზაციური ფუნქციაა ფორმის მანიის კლასის ერების ექსპანსიონისტური მისწრაფებების შეკავებაც და გარეგანი ზეწოლისგან მათი დაცვაც.

ხელშეწყობაში ვგულისხმობ სირიაში რუსეთის წარმატებულ სამხედრო კამპანია, რომლის დროსაც თურქული სამხედრო ინსტიტუტი დამარცხდა და დაკარგა პრესტიჟი თურქულ საზოგადოებაში, თურქეთზე ამერიკის გავლენის გატარება კი, სწორედ, სამხედრო მანქანის მეშვეობით ხდებოდა.

მართალია, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზამ თურქი ერის წინააღმდეგობის უნარი გაზარდა, მაგრამ თურქეთში მოვლენები მაინც შეიძლება მის საზიანოდ განვითარდეს, თუ ამერიკა აამოქმედებს ფაქტორს, რომლისგანაც აქამდე თვითონ იცავდა თურქეთს. იგულისხმება, ქურთთა სეპარატიზმი, რომლსაც მიმდინარე ფაზა, ასევე, უწყობს ხელს და გარეგანი მხარდაჭერის  შემთხვევაში შეუძლია თურქეთი იუგოსლავიის პრეცედენტის განმეორებამდე მიიყვანოს.

თუმცა, ქურთი ერი ეკუთვნის ერთა ძლევის მანიის კლასს (იეზიდიზმის მიხედვით) და, ამდენად, რუსი ერის ბინებრივი მოკავშირეა, ამერიკელ ერს შეუძლია მათ შორის კონკურენციული დაპირისპირების ინიციირება. გარდა ამისა ქურთებს შორის ალევიზმის გავრცელება, რაც ცხრომის მანიის კასტუტი ეფექტის გამომხატველია, ქურთული სეპარატიზმს სწორედ რომ, ამერიკელი ერის მხარდაჭერის ობიექტად სახავს. მით უმეტეს რომ, ამერიკელ ერს ირანის დესტაბილიზაციის საშუალებადაც შეეძლება მისი გამოყენება.

ამის გათვალისწინებით, თურქი ერისთვის, იზრდება რუსი ერის ცივილიზაციური ფუნქციის აქტუალობა, რის გამოც თურქეთში რელიგიის ფაქტორის დომინანტიზაციის, ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურისკენ დესტრუქციული უკუქცევის ტენდენციის (მინოტავრული ეფექტის) დიდად გაქანების შესაძლებლობა იზღუდება. იზღუდება ასევე კავკასიის მიმართულებით თურქეთის აგრესიის შესაძლებლობაც, რაც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.

თუ თურქეთის ფორმის მანიის კლასის ერზე დაყვანის პროცესი გაღრმავდა, მაშინ ერაყის და სირიის სტატუსი არ იცვლება, მაგრამ საჭირო გახდება ფორმის მანიის კლასის ევროპელი ერების კოალიციასთან თურქი ერის საკონტაქტო არის ჩამოყალიბება. ამ მოთხოვნის ძალით გაიზრდება სისტემური ზეწოლა ბალკანეთზე, რაც, აქ, შეესაბამება ამერიკელი ერის ინტერესებთან სრულ შესაბამისობაშია. ბალკანეთში საამისოდ მნიშვნელოვანი წინაპირობები არსებობს:

თანამედროვე ელინურ ეთნოსს ცხრომის მანიის კლასის ერის ფორმის მანიის კლასი ერად (ბიზანტიის ფენომენი) ტრანსფორმაციის წინაისტორია აქვს, და ახალ თაობათა ფორმირების პროცესში (ნოოონტოგენეზში) აქცენტის ბიზანტიის მემკვიდრეობიდან ძველ-ელინურ მემკვიდრეობაზე გადატანის შემთხვევაში, ადვილად შეიძლება დაუბრუნდეს იმ, საწყის მდგომარობას (ასე რომ, საბერძნეთზე ისედაც შეიძლება გავრცელდეს წინააზიის ზემოხსენებული, ოპტიმალური სტატუსის რალიზაცია); ალბანელთა ნაწილი, ბექთაშიზმის ფაქტორის გათვალისწინებით, ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზატორი ელემენტია და, თუმცა ეს ელემენტი შეიძლება მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს წარმოადგენდეს, ის მაინც მნიშვნელოვანი რესურსია ბალკანეთს ნაწილზე ცხრომი მანიის ეფექტის დომინანტიზაციისთვის; ბოსნია-ჰერცოგოვინა კი, უკვე დღესაც ცხრომის მანიის ეფექტის დომინანტის, ამერიკელი ერის ჰეგემონიის არის ნაწილია.

მაგრამ, თურქეთის ფორმის მანიის კლასის ერზე დაყვანის ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში,Aაზერბაიჯანი და შუააზიის თურქულენოვანი ნაწილი ირანელი ერის გავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს, და ჩამოშორდეს თურქი ერის კონსოლიდაციის პროცესს.

 როგორც ვხედავთ, მოძველებული პარადიგმის ფარგლებში შეუძლებელია წინააზიაში მიმდინარე მოვლენებში შიშის ფაქტორის გამორიცხვა და იზირდება გლობალური დესტაბილიზაციის რესურსი, რაც გვკარნახობს ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების დაჩქარების აუცილებლობას.

 ოპტიმალიზამის დოქტრინის ინიციირების შემთხვევაში იხსნება შიშის ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში და გეოგრაფიული ასპექტი, თუმცა შეიძლება დარჩეს ხელშემწყობ ფაქტორად, კარგავს მაიძულებელი ფაქტორის მნიშვნელობას და მსოფლიოს ხალხებს მიენიჭებათ შეუზღუდეველი შესაძლებლობა მათი მიმდინარე თვისებრიობის შესაბამისად მოქმედებისთვის.

.