ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებად, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საკუთრივი რეალიზაციის ინიციატორისა და პერსონიფიკაციის სტატუსში, ზვიად გამსახურდიას, მოეპოვება კიდევ ერთი დიდი წინამორბედი – გრიგოლ რობაქიძე (გრიგოლ რობაქიძის სამწერლო მანერისა და ქართული ეროვნული მემკვიდრეობისადმი, ტრადიციული ქართული ყოფის ელემენტებისადმი დამოკიდებულების ხასიათია ამ დასკვნის საფუძველი).
მაგრამ, გრიგოლ რობაქიძე, ამსთანავე, იყო ინიციატორი და პერსონიფიკაცია ქართველი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციისკენ მისწრაფებისა. ეს ნიშნავს კონსტანტინე გამსახურდიას და გრიგოლ რობაქიძის სტატუსების ურთიერთმიმართებაში ცივილიზაციათა კონფლიქტის მომენტის არსებობასაც, რაც მათ პირად ურთიერთობაშიც აისახა.
დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ქართველი ერის აღნიშნული მოდუსის თავდაცვითი რეაქციის აქტუალობას განაპირობებდა ამ ცივილიზაციის ფორმის მანიის ეფექტის ფენომენების ექსპანსია. იგულისხმება რუსეთის იმპერია, შემდეგ კი, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოური ფენომენი - ერთპარტიული და ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის ფორმირების ტენდენცია, რომელიც “ნეპ”-ის პარალელურად ვითარდებოდა. თავად ნეპი - ლენინის ინიციატივით 1921 წელს შემოღებული “ახალი ეკონომიკური პოლიტიკა” - დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის (ამ ცივილიზაციაში ფორმის მანიის და ცხრომის მანიის სინქრონული აქტუალობის მესამე პერიოდი, 1918 - 1937 წწ.) მეორე ასპექტს - ცხრომის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციას წარმოადგენდა, საბჭოეთის სივრცეზე.
ერთდროულად ამისა, როგორც მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, საბჭოეთში ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციაც მიმდინარეობდა. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზა (ცხრომის მანიის და ფორმის მანიის სინქრონული აქტუალობის ეტაპი), რომელიც 1918 წელს დაიწყო, ძლევის მანიის კლასის რუსი ერის აქტიურობას ზღუდავდა, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზისგან (ძლევის მანიის და მართვის მანიის სინქრონული აქტუალობის ეტაპი) განსხვავებით, რომელიც 1927 წლამდე გაგრძელდა. ამავე ხანის ბოლშევიკურ ელიტაში ქართველების დაწინაურებაც ეგეოსური ცივილიზაციის ამავე ფაზის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა.
საბჭოეთის სივრცეზე 1929 წლამდე ვერ მოხერხდა ფორმის მანიის ეფექტის დომინანტის დამყარება და, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ცხრომის მანიის კლასის ერებისთვის, ფორმის მანიის კლასის გერმანელ ერთან კავშირი იქცა ამ ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის (1918 – 1937 წწ.) რეალიზაციის უმთავრეს რესურსად (დაუესის გეგმა, მესამე რაიხის ექსპანსიონისტური მიდრეკილების ხელშეწყობა – ამ ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქცია - რაშიც ფრანგ და ინგლისელ ერებსაც მიუძღვით წვლილი). ცივილიზაციათა კონფლიქტის მომენტმა ამ კავშრის ანტისაბჭოურ გამიზნულობაში ჰპოვა ასახვა.
რომ არა ორი ცივილიზაციის ფაზათა ცვლის ის მცირე ასინქრონია (ანუ 10 წლით ადრე რომ დამდგარიყო ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა), მაშინ მოვლენათა განვითარების უპირატეს ალტერნატივა იქნებოდა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაცია: ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენის ამერიკელ ერთან ურთიერთობით რეალიზებადი ორმაგი ეფექტის ფენომენი ამ ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის ყველა სხვა ფენომენს დაჩრდილავდა. ეს დაასრულებდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის გლობალიზაციას. მაგრამ, რადგან (ხსენებული ასინქრონიის გამო) ამ ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის პირველი ნახევარის განმავლობაში, ორმაგი ეფექტის ფენომენის რეალიზაციის მოთხოვნა სხვა რესურსით დაკმაყოფილდა (ამერიკელი, ფრანგი და ინგლისელი ერების გერმანელ ერთან ურთიერთობის განვითარება), დასავლეთევროპული ცივილიზაციის ცხრომის მანიის კლასის ერებსა და ფორმის მანიის ეფექტის საბჭოურ ფენომენს შორის, იმგვარი ურთიერთობის დამყარება, რაც ამ ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის ფენომენის აქტუალიზაციის მნიშვნელობას შეიძენდა, რუსი ერის თვითრეალიზაციისთვის ეგეოსური ცივილიზაციის უპირატესობის მოიხსნის შემდეგაც ვერ მოხერხდა. იგულისხმება 1928 წელს ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით განპირობებული ცვლილება მდგომარეობისა.
ასე რომ, ნეპ-ის აღკვეთით დაწყებული ეტაპი საბჭოეთის სივრცეზე ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის დომინირებისა, ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციად დარჩა ისტორიაში.
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზამ ფორმის მანიის ეფექტის კასტური რეალიზაციით – მართვის მანიის კლასის ქართველი ერის ინიციატივის გამოხატულებად, მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის მნიშვნელობით ჩაიარა.
საბჭოეთის სივრცეში მოქცეულმა ფორმის მანიის კლასის ერებმა, ვერც 1928 წლამდე და ვერც შემდეგ, როცა ფორმის მანიის ეფექტის განვითარებისთვის ორივე ცივილიზაციის თანადროული ფაზები იყო ხელსასყრელი, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენს ვერ შესძინეს საკმარისი იპულსი საიმისოდ, რომ გადაფარულიყო საბჭოეთის სივრცეში განვითარებულ მოვლენებზე ეგეოსური ცივილიზაციის (ქართველი და რუსი ერების) გავლენა. ეს შეიძლება აიხსნას ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლისთვის მათი მოუმწიფებლობით: ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენი იყო ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზაცია (ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასული რუსი და ქართველი ერების ადექვატური ადაპტაციური რეაქცია ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზისადმი) რასაც საბჭოეთის სივრცეში არსებული ფორმის მანიის კლასის ერები, მათ შორის უკრაინელი ერიც, არა ინიციატივის დაუფლების მცდელობით, არამედ წინააღმდეგობით შეხვდნენ (ამ ერების წარმომადგენელ ეთნოსთაგან გამოსულ პირთა ჯგუფების რევოლუციური აქტიურობა, ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოხატულება იყო, ან ფორმის მანიის კლასი ერების ადაპტაციური რეაქციის შედეგი. უკანასკნელი ვარიანტი გულისხმობს ფორმის მანიის კლასის ერებისგან ეროვნულ განსახვავებათა მანიველირებელი ანუ ძლევის მანიის ეფექტის რეალიზატორი ელემენტის გამოყოფის შესაძლებლობას. სწორედ ეს, თვისობრივად რუსი ერის ნაწილად იდენტიფიცირებადი ელემენტი აღმოჩნდა ნოოფილოგენეზური ნახტომისთვის მზად და არა თვით ფორმის მანიის კლასის ერები. პირველ რიგში ეს ითქმის საბჭეთის ებრაელებზე).
ნოოფილოგენეზური ნახტომისთვის მოუმწიფებლობამ აქცია ეს ერები რეპრესიის ობიექტებად: ეგეოსურ ცივილიზაციას, დასავლეთევროპულ ცივილიზაციასთან მისი ჭიდილის კრიტიკულ ეტაპზე, არ შეეძლო არსებობის გაგრძელება, მის თანადროულ ფაზებში, ფსიქიკურ სტიქიათა ეფეტების ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მოდუსით რეალიზაციის უზრუნველყოფის გარეშე და, ამრიგად, სწორედ ცივილიზაციათა ბრძოლამ შესძინა საშინაო პოლიტიკაში აგრესიულობა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოეთურ ფენომენს და, შედეგად, - უაღრესი აქტუალურობა თვით მისი ინიციატორის, მართვის მანიის კლასის ქართველი ერის თავდაცვით რეაქციას. მხოლოდ ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის შემდეგ იქცნენ საბჭოელი ფორმის მანიის კლასის ერები ფორმის მანიის ეფექტის საბჭოეთური ფენომენის სტაბილიზაციის ფაქტორად, მისი მდგრადობის რესურსად. ანუ XX საუკუნის შუაწლებში თავად გათავისუფლდნენ რეპრესიული ზეწოლისგან და, როგორც ზემოთ აღინიშნა, თვითონ იქცნენ ქართველი ერზე რეპრესიული და ტრანსფორმაციული ზემოქმედების გაძლიერების ფაქტორად.
თავად გრიგოლ რობაქიძესაც მოეპოვება წინამორბედი ქართველი ერის დასავლეთევროპული ცივილიზაციისკენ მისწრაფების ინიციატორისა და პერსონიფიკაციის როლში. საქმე ისაა, რომ ქართველი ერის ამ მისწრაფებას ნოოფილოგენეზურ განვითარებაში იმ შეფერხების დაძლევის მცდელობის მნიშვნელობა ჰქონდა, რომელსაც ის XIII საუკუნის შემდეგ განიცდიდა. ამ ტენდენციის ამსახველია ქართველი ერის არაერთი ცნობილი წარმომადგენელის ცხოვრება, როგორებიც იყვნენ მაგ.: სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, სოლომონ დოდაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი (ბედი მდევარის კონცეფცია – ნაცვალგების პრინციპი), “ცისფერყანწელები”.
ეგეოსურ და დასავლეთევროპულ ორიენტაციებს შორის კონფლიქტის უმწვავესი ეტაპი დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის სახელთან, რომელიც თვითონაც იყო ამ კონფლიქტის მატარებელი.
საქმე ისაა, რომ ილია ერთდროულად იყო ცხრომის მანიის ეფქტის კასტური რეალიზაციის ინიციატორიც, რაც მის მიერ ლიბერალიზმის პარადიგმის აქტუალიზაციის მცდელობაშია ასახული, და ფორმის მანიის და ძლევის მანიის ეფექტების კასტური რეალიზაციების ინიციატორიც, რასაც საერთო ნიადაგის მისეული კონცეფციის შესაბამისი ასპექტები ასახავენ. ეს გარემოება ნიშნავს ილიას მიერ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის სამი განსხვავებული რეალიზაციის ინიციირებას, მდგრადობის კომპონენტებად: ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ეფექტების ფენომენებით, რუსეთის იმპერიის სივრცეზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის გამოხატულებათა კონკრეტულობით, და ძლევის მანიის ეფექტების ფენომენით, რუსი ერის სახით, რომელიც, იმ დროს, ცალსახად ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტს წარმოადგენდა. ე.ი. ამ ეტაპზე (XIX საუკუნის მეორე ნახევარი: დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის ფაზა, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზა), ილია ჭავჭავაძე, თვითონ იყო ორივე ალტერნატივის განმსახიერებელი და, ამდენად, ორივე ალტერნატივის ცალსახად განმსახიერებელთა მხრიდან დაპირისპირების ობიექტიც. (იგულისხმება “მამათა და შვილთა ომის” სახელით ცნობილი მოვლენები და “მესამე დასის” გამოსვლა ასპარეზზე. შევნიშნავთ, რომ შემდეგ თვითონ “მესამე დასი” გაიხლიჩა ამავე ალტერნატივების დაპირისპირების გამოხატულებად - ბოლშევიკებად და მენშევიკებად). XX საუკუნეში ილია ჭავჭავაძის ფენომენის სამივე ასპექტი ასოცირებადი გახდა დასავლეთევროპულ ცივილიზაციასთან, რადგან, 1898 წელს დაწყებულ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, რომელმაც ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით, ანუ ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ეფექტების ფენომენების აქტუალობის შენარჩუნებით ჩაიარა, რუსმა ერმა გამოავლინა ამ ცივილიზაციაში ინტეგრაციისკენ მისწრაფებაც. სწორედ ამ მდგომარეობის მიხედვით წარმოდვიდგება გრიგოლ რობაქიძე ილია ჭავჭავაძის მემკვიდრედ.
ძლევის მანიის ეფექტის კასტური რეალიზაციიის ინიციატორად გრიგოლ რობაქიძის წარმოდგენეის საფუძველს “ცისფერყანწელების” მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში მისი მონაწილეობა გვაძლევს: “ცისფერყანწელობა”, როგორც დასავლეთევროპული პოეზიის მიღწევების გათავისების მცდელობა (მიღების აქტი), ამსთანავე, მისეული ესთეტიკის გათვალისწინებით (სინამდვილის წარმოდგენა შეგრძნებითი ასპექტის პრიმატით), ქართველი ერის გარგეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციაა, მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციისკენ მის მისწრაფების ასპექტით.
ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ინიციირების მცდელობის ამსახველია გრიგოლ რობაქიძის დაუსრულებელი ნაწარმოები - "ფალესტრა": ჩანაფიქრის მიხედვით, ქართველი ქალის, რომელიც რუს (კაზაკი) თაყვანისმცემელს გამოექცა სამშობლოდან (ქართველი ერის რუს ერთან შეუთავსებლობის სიმბოლიზაცია), და აფროამერიკელი ვაჟის ჰარმონიულ ქორეოგრაფიულ დუეტს, სასცენო შეხვედრას უნდა გამოეხატა ქართველი ერის და დასავლური სამყაროს თავსებადობა (საქართველოს გასაბჭოების აცილების შესაძლებლობა): რიტმული მუსიკა, უფრო სწორად, მუსიკალურ კომპოზიციაში რიტმის პრიმატის პრინციპი, რაც აფროამერიკულ ელემენტთან ასოცირდება, ცხრომის მანიის ეფექტის გამოხატულებაა და, მეტწილად, ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის წვლილია, მსოფლიო მუსიკის სფეროში. ის ფაქტი, რომ "ფალესტრა" დაუმთავრებელი დარჩა, ადექვატურად ასახავს ამ ალტერნატივის ჩაშლას.
დაბოლოს, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საკუთრივი რეალიზაციის ამსახველია გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" (ფორმაზე კონცენტრაცია ყურადღებისა; დინამიური პროცესის სტატიკური დეტალიზებული კადრების რიგით წარმოდგენა; ყოფიერების ქართული მოდუსის იდეალიზაცია), რომელიც უშუალოდ ეხება ზემოთხსენებული არჩევანის საკითხსაც: ამ ნაწარმოების მთავარი გმირის, ევროპაში გაზრდილი, წარმოშობით ქართველი არისტოკრატის თავგადასავალი ევროპელის პოზიციიდან ქართული სამყაროს აღმოჩენისა და თავის გამორჩეულ ნაწილად ცნობის, ქართველი ერის ევროპასთან ერთიანობის შესახებ აზრის გამომხატველია; მთავარი გმირი ირჩევს ქართველ ქალს, თავისი მიჯნური რუსი ქალის რუსულ გარემოსთან კონტაქტის შედეგად დღუპვის შემდეგ, რაც რუსულ სამყაროსთან ურთიერთობის ქართველი ერისთვის პერსპექტიულად არაპროდუქტიულობის შესახებ აზრის გამომხატველია; ის, რომ, სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, რომლის მეშვეობითაცაა წარმოდგენილი ევროპის მიერ საქართველოს თავისად აღმოჩენა, ინგლისშია აღზრდილი, ადექვატურად ასახავს ცხრომის მანიის კლასის ერების ცივილიზაციური ფუნქციის ერთ-ერთ ასპექტს - ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების წარმოება - რაც გულისხმობს ცივილიზაციაში ახალი ერის დაშვებასაც (აქ, ქართველი ერის თავისად ცნობა); სიუჟეტში ინგლისური რეალობის ელემენტის შემოტანაც ამერიკული რეალობისგან მისი განმასხვავებელი მომენტით, კონსერვატიზმითაა ნაკარნახევი, რაც ზედაპირილი იდენტიფიკაციისას შეიძლება ფორმის მანიის ეფექტთან ასოცირდეს (სინამდვილეში კონსერვატიზმის ფაქტის იდენტიფიკაცია დაცვის საგნის ბუნებაზეცაა დამოკიდებული).
უნდა აღინიშნოს, ასევე, რომ, ამ ნაწარმოების მიხედვით, ავტორი ხედავს რუს ერში ქართველი ერის აღიარებისკენ მისწრაფების არსებობასაც, რაც მთავარი გმირის მიჯნურის, რუსი ქალის პერსონაჟითაა წარმოდგენილი. მაგრამ, მისი აზრით, ამ მისწრაფების პროდუქტი ვერ იქნება ქართველი ერის არსებობის გაგრძელება, რადგან, ავტორის აზრით, რუსი ერის ძირითადი მისწრაფებებიდან გამომდინარე ძალადობა, არსებობის გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ რუსი ერისმიერ ელემენტებს უტოვებს, მისი კონტროლის არეზე (არასასურველი ჩასახვა).
“გველის პერანგს” ქართული საზოგადოება გულგრილად მოეკიდა (1926 წ.). გერმანიაში კი, გერმანულ ენაზე მის გამოცემას (1928 წ.) დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც აიხსნება იმით, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მაშინ ეგეოსურ არჩევანს ემხრობოდა: 1926 წელს ეგეოსური ცივილიზაციაში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებილი მეოთხე ორმაგი ეფქტის ფაზა (ძლევის მანიის და მართვის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალობა), დასავლეთევროპული ცივილიზაცია კი, 1918 წლის შემდეგ, განიცდიდა მესამე ორმაგი ეფექტის ფაზას (ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალობა), რომლის მსვლელობაშიც ვითარდებოდა გერმანიის ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფენომენზე დაყვანის ტენდენცია.
გრიგოლ რობაქიძემ საბჭოეთში ეგეოსური ცივილიზაციის გამარჯვების ფაქტის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებით - “მეგი - ქართველი გოგონა” (1932 წ.): კოლხი მედეას ფენომენის ძველელინური ინტერპრეტაციის მცირედი მოდიფიკაციით (შეუფერებელ პარტნიორთან კავშირის სტრატეგიული უპერსპექტივობა, წარმოდგენილი შვილების ტრაგიკული აღსასრულით), ქართველი ერის იმდროინდელ არჩევანი (საბჭოეთის ფორმირების თანაინიციატორობა) მის მორიგ შეცდომად და კატასტროფული შედეგის მომტან ნაბიჯადაა წარმოდგენილი. ამასთანავე, ნაწარმოების ეპილოგის მიხედვით, პარტნიორის შეუფერებლობა ღირსებისეულ განსხვავებად არის მოაზრებული, რაც ქართველი ერის რჩეულობის კონცეფციის, ანუ, ასევე, ფორმის მანიის კსასტური ეფექტის საკუთრივი რეალიზაციის აქტუალიზაციაა. მეგი განასახიერებს ქართველი ერის მიერ, თვითრეალიზაციის წარსული პრაქტიკის (განსახიერებული მისი დედის საქციელით – დიდი ნიჭის და უნარების დამალვა და ხანმოკლე კავშირებზე ორიენტაცია) შეცვლისკენ მისწრაფებას, რასაც ავტორის აზრით, იმჯერად ხელი შეუშალა შემთხვევითობამ, მაგრამ, რჩება იმედი რომ - დროებით. ხოლო, ამ დროებითი ვითარების გრიგოლ რობაქიძისეული დახასიათებას წარმოგვიდგენს მისი “ჩაკლული სული” (1935 წ.).
ნაწარმოებში “მეგი – ქართველი გოგონა”, აგრეთვე, მთელი სისრულით გამოვლინდა ის, რაც საბოლოოდ თანამედროვეობაზე გრიგოლ რობაქიძის დიდი კონსტრუქციული გავლენის გამოხატულებად სახელდება - ფსიქიკის მითოსური შრის, სინამდვილის აღქმის მითოსური ასპექტის მარადაქტუალობა. მან პირველმა მიუთითა კულტურიდან მითოსური კომპონენტის მოუცილებადობის შესახებ. ეს ნოოფილოგენეზური საფეხურების არსებობის და თანააქტუალობის ფაქტის ინტუიციური წვდომის გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, ასევე, გასათვალისწინებელია მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიისთვის დამახასიათებელი პრინციპის გავლენა: დროის უსასრულოდ გაფართოებად აწმყოდ იდენტიფიკაცია (გარდაუვალი, მომავლის მომენტების კვლავადი დართვით მარად ზრდადი ხანიერების აწმყო), რაც ერის ნოოფილოგენეზის წინა საფეხურების რეალიზაციებს, მისივე აწმყოს მარადაქტუალურ ასპექტებად წარმოგვიდგენს (ამგვარი ახსნის შემთხვევაში გასაგები ხდება მისი ის შეცდომა, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, რომლის მაღალი ღირებულებაც მანვე დაანახა ქართულ საზოგადოებას, გრიგილ რობაქიძემ, მითოსის ელემენტად მიიჩნია. სინამდვილეში, ვაჟა-ფშაველა ქართველი ერის ნოოფილოგენეზის არა მეორე, ანუ მითოსის, არამედ მეოთხე საფეხურის აქტუალიზაციის გამომხატველია).
ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენების მიმართ ქართველი ერის თავდაცვითი რეაქცია რეალიზებადი იყო სხვა მოდუსითაც, კერძოდ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციით, მდგრადობის კომპონენტად გერმანელი ერით, რომელიც დედამიწის ნოოსფეროში ფორმის მანიის კლასის ერებს შორის პირველი გადავიდა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე და, ამდენად, რომელსაც შეიძლებდა ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზაციაში შეესრულებინა იგივე როლი, რაც ბიზანტიის ფენომენმა - ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე (ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფს შორის დომინანტი ერთეულის მდგრადობის კომპონენტი). 1928 წლიდან ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის რეალიზაცია ამგვარი მოდუსით დასაშვები გახდა ეგეოსური ცივილიზაციაშიც, რადგან 1930-იან წელების საბჭოეთის და გერმენიის თანამშრომლობაში გერმანელი ერის ეგოესურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ალტერნატივის აქტუალიზაციაც შეიძლება დავინახოთ. გრიგოლ რობაქიძე და კონსტანტინე გამსახურდია ამ ალტერნატივის პერსონიფიკაციის სტატუსში თანაზიარები შეიძლება გამხდარივყნენ, გერმანულ სამყაროსთან ორივე მათგანის არსებითი კავშირის გათვალისწინებით. ამ ალტერნატივის აქტუალიზაციის ამსახველია, ერთი მხრივ, გრიგოლ რობაქიძის “ადოლფ ჰიტლერი” (1937 წ.) და, ასევე, გრიგოლ რობაქიძის მნიშვნელოვანი წვლილი გერმანიის ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფენომენზე დაყვანის ტენდენციის სტაბილიზაციაში (ფიურერთან ინტენსიური იდეური კონტაქტი), მეორე მხრივ კი, ამავე ხანების საბჭოეთში, კონსტანტინე გამსახურდიას კონცენტრაცია გერმანულ თემატიკაზე (თარგმანები და ავტობიოგრაფიული რომანი). შევნიშნავ, რომ დაუზუსტებელი ცნობა გრიგოლ რობაქიძის შუამავლობით, საქართველოში, ჰიტლერის და სტალინის საიდუმლო პირადი შეხვედრის ფაქტის შესახებ, ადექვატურად ასახავს ამ ალტერნატივის აქტუალიზაციას. მაგრამ გერმანელი ერის მოქმედებაში უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის ელემენტად მისი წარმომდგენი ასპექტი (გერმანიის ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფენომენზე დაყვანის ტენდენციის პირობებში ნიველირებადი, ცხრომის მანიის ეფექტის ადგილობრივი კასტური რეალიზაციები, მათ შორის ებრაელი ერის ადაპტაციური რეაქციის გამოხატულებები, ცხრომის მანიის ეფექტის უპირატესი რეალიზაციით – დასავლეთევროპული ცივილიზაციის ცხრომის მანიის კლასის ერებთან საგარეო კონტაქტის გაღრმავებით იქნა ჩანაცვლებული).
XX საუკუნის შუაწლებში დასავლეთევროპული ცივილიზაციის არსებობა შეწყდა (სიმბოლური თარიღი - 1946 წ. “ერთა ლიგის” გაუქმება), გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობა, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საკუთრივი რეალიზაციის ინიციატორის ასპექტით, ასოცირებადი გახდა ეგეოსურ ცივილიზაციასთან და, ამდენად, მისი მემკვიდრის სტატუსიც ზვიად გამსახურდიას ერგო.