ზვიად გამსახურდიას თაობა ქართველი ერის ისტორიის კრიტიკულ ეტაპზე გამოვიდა ასპარეზზე.
1948 წელს დაიწყო ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზა (ამ ცივილიზაციის ისტორიაში მართვის მანიის და ძლევის მანიის სინქრონული აქტუალობის რიგით მეხუთე პერიოდი). მისი რეალიზაციის უპირატესი ალტერნატივა ამ ცივილიზაციის წინა ფაზის ფენომენის – სტალინური საბჭოური სისტემის (ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენი) ლიკვიდაციას მოითხოვდა, ქართველი და რუსი ერებისთვის თვითრეალიზაციის შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად. საამისო მისწრაფებები სტალინის და ლავრენტი ბერიას მოქმედებებშიც აისახა, დასახელებული თარიღის შემდეგ (იხ. ავტორის "მესამე ქართველი - ედუარდ შევარდნაძე"). მაგრამ, ახალი ფაზის დადგომა არ იყო იმ წლების მთავარი მოვლენა: XX საუკუნის 40-იანი წლების დასასრული დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების თარიღია, რაც, სწორედ, ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციით განხორციელდა, ამ ცივილიზაციის მიერ განვითარების კრიტიკული ზღვარის გადალახვის – მასში ცივილიზაციური ფაზის ხანგრძლივობის 20 წლამდე (პიროვნების ნოოონტოგენეზის ხანგრძლივობა, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერებში) შემცირების ერთდროულად.
ყოველივე ეს, ნიშნავს იმას, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციაში შეუძლებელი გახდა ცივილიზაციათა კონფლიქტის ფაქტორის გამოყენება (ეს ფაქტორი საერთოდ მოიხსნა) და ქართველი ერის მიერ ინიციატივის შენარჩუნებისთვის აუცილებელი გახდა გლობალური მასშტაბის იმგვარი პროცესების ინიციირებას, რასაც დღეს ოპტიმალიზმის დოქტრინის აქტუალიზაციად ჩავთვლიდით. ეს გულისხმობს ქართული სახელმწიფოებრიობის მართვის მანიის ეფექტის პირდაპირი რეალიზაციის გამოხატულებად ჩამოყალიბებასაც, ანუ რუსული სახელმწიფოებრიობისგან მის ინსტიტუციურ განცალკევებას, რაც შესაძლებელი იყო გაეროს ეფექტურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების შემთხვევაში, მასში ქართველი ერის ექსკლუზიური ფუნქციით ჩართვის პირობით (გაეროს შტაბბინის თბილისში განთავსება, მისი თუნდაც დღევანდელი წესდებით ფუნქციონირების შემთხვევაში, საქართველოს ფაქტობრივ ნეიტრალიტეტს და ქართველი ერის პირდაპირი ინსტიტუციური თვითრეალიზაციის მდგომარეობას მიმსგავსებულ სიტუაციას შექმნიდა საქართველოში). მაგრამ ინტუიციის სწორი კარნახის შემთხვევაშიც კი, თეორიული საფუძვლების გარეშე ქართველი ერის გავლენიანი წარმომადგენლები მსოფლიოს წინაშე ქართველი ერის სტატუსის ამგვარად განსაზღვრის აუცილებლობის დასაბუთებას ვერ მოახერხებდნენ და მსოფლიო პროცესებზე გავლენის შესანარჩუნებლად რუსი ერის სამხედრო ინსტიტუტის შეცვლის შემძლე ვერც სხვა რამ ფაქტორს მოიშველიებდნენ. ამ დილემის მამუხრუჭებელ გავლენას დაერთო ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის აქტუალიზაცია – საბჭოეთის სივრცეში მოქცეულ, ფორმის მანიის კლასის ერთა თავდაცვითი რეაქციის ფაქტორი.
საქმე ისაა, რომ დედამიწის ნოოსფეროში (გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში) შექმნილი ახალი, უპრეცედენტო მდგომარეობა (ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების მაიძულებელი ვითარება – ოთხივე ტიპის ერთა სინქრონული თანაარსებობის უზრუნველყოფის აუცილებლობა) ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში ფორმის მანიის კლასის ერების თავდაცვით რეაქციასაც კონსტრუქციულ მნიშვნელობას ანიჭებდა. უკრაინელი, ბელორუსი, ებრაელი (საბჭოეთის ებრაული თემის ძირითადი ნაწილი), არმენიელი, მოლდაველი, ბალტიის რეგიონის და შუააზიის ერებისათვის, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენი - ეგეოსური ცივილიზაციის მესმე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციის გამოხატულება, ინიციირებული მართვის მანიიის კლასის ქართველი ერის მიერ, მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად (იხ. ზემოთ დასახელებული წყარო) - საარსებო პრობების მაოპტიმიზებელ (ნოოფილოგენეზურ განვითარებაში წინსვლის ბიძგის მიმნიჭებელ) ფაქტორს წარმოადგენდა. სწორედ, ის გარემოება, რომ ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენი არ არის ფორმის მანიის კლასის რომელიმე კონკრეტული ერის თვითგამოხატვის შედეგი, ერთნაირად მისაღებს ხდის მას ფორმის მანიის კლასის ყველა ერისთვის, განსაკუთრებით კი, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეტაპის ინსტიტუციურ ბაზისად.
მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ თავდაცვითი რეაქცია საბჭოეთის სივრცეზე არსებულ ფორმის მანიის კლასის ერებისა არ იყო საკმარისი ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის სტაბილიზაციისთვის. ეს შესაძლებელი გახადა ცენტრალიზებული და შეუქცევადად გაფართოებადი მსოფლიო სოციალისტური სისტემის კონცეფციის სათანადო საგარეო პოლოტიკაზე საბჭოეთის გადასვლამ, რაც 1955 წელს ვარშვის ხელშეკრულების სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებაში აისახა:
იმ დროს, მიუხედავად ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის ფაქტისა, გაფართოების ეფექტის კონსტრუქციული რეალიზაციის რესურსი ჯერ კიდევ არსებობდა (და დღესაც კი არსებობს), დედამიწის ნოოსფეროში ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზაციის არეალის და რეალიზაციის ასპექტთა სპექტრის გაფართოების მნიშვნელობით: - გაფართოება, როგორც მართვის მანიის ეფექტის სივრცითი ასპექტი, უზრუნველყოფს მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციას მართვის მანიის კლასის ერის აქტუალიზაციის გარეშეც (მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაცია), ხოლო ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის გამოხატულებად, რუს ერს ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის გაფართოების პროცესის მამოძრავებელი ფაქტორის როლში მიეცა ასპარეზი, თუმცა, თვითრეალიზაციის ხარისხის გარკვეული შეზღუდვით, მაგრამ თვითრეალიზაციის ინტენსივობის შეზღუდვის გარეშე. შედეგად ამისა, ე.წ. მესამე სამყარო ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის მოვლენების რეალიზაციის ძირითად არედ იქცა. სწორედ აქ წარმოებდა ამერიკელი და რუსი ერების ურთიეთბრძოლა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის, შესაბამისად, ცხრომის მანიის და ფორმის მანიის სათანადო მოდუსებით რეალიზაციისთვის.
ამრიგად, ცხადია, რომ ქართველ ერს ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის საწყის ეტაპზე (და ასე დარჩა ამ ფზის ბოლომდე) ინიციატივის შენარჩუნების რესურსი ფაქტობრივად არ გააჩნდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მოკლე ვადაში მოხერხდა გლობალურ პროცესებზე ქართველი ერის გავლენის გამტარებელი პირთა ჯგუფის ეფექტურად ბლოკირება:
- 1953 წელს, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა სტალინი; ამავე წელს შედგა შეთქმულება ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ცენტრალური ხელისუფლების საგანგებო ფუნქციის ინსტიტუტებიდან ქართველების რეპრესიული განდევნა;
- 1956 წელს დაიწყო სტალინის დისკრედიტაციის კამპანია და სასტიკად იქნა ჩახშობილი ამის საწინააღმდეგოდ თბილისში გამართული მასობრივი და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები - ქართველი ერი, ფაქტობრივად, კანონგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩაყენებული;
- საბჭოური სახელმწიფოებრიობისგან ქართველი ერის ჩამოშორების შედეგად ქართულ საზოგადოებაში ალტერნატიულ სასამართლო პრაქტიკაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის გამოინახა ლეგიტიმური, პოლიტიკური რეზონანსის შეძენის შესაძლებლობას მოკლებული საშუალება: სტალინურ ხანაში საბჭოთა სასჯელაღსრულების ზონების აპოლიტიკური კონტროლისა და დეპოლიტიზაციის ინსტრუმენტად გამოყენებულ, კანონიერი ქურდის ინსტიტუტის მედიატორული სამართალწარმოების ფუნქციაზე დაშვება, სასჯელაღსრულების ზონების გარეთ მისთვის ასპარეზის გახსნის გზით საქართველოში (1956 წლიდან); შემდგომში, მართალია, ეს სიახლე ქართველებმა მთელი საბჭოეთის მასშტაბით აამოქმედეს (რამაც საბჭოეთის კრიმინალურ სამყაროში დიდი განხეთქილება გამოიწვია), მაგრამ ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის შასაბამისად ქართველი ერისთვის ხელმისაწვდომი (საბჭოთა რეჟიმის მიერ დაშვებული) პოლიტიკური აქტივობის გასაქანი (მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციაც კი) კრიმინალის სფეროთი დარჩა შემოფარგლული.
ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის მთავარი ასპექტების საბჭოეთის სივრცის გარეთ გატანით, გასაქანი მიეცა საბჭოეთის სივრცის ფორმის მანიის კლასის ერთ ერად კონსოლიდაციის ტენდენციას. ამ ტენდენციის განვითარება რუსი ერის – ამ წარმონაქმნის (პოტენციური ფორმის მანიის კლასის საბჭოთა ერი) სამხედრო ინსტიტუტზე დაყვანის პერსპექტივას, ხოლო ქართველი ერის სრულ ასიმილაციას ან ფორმის მანიის კლასის ერად ტრანსფორმაციას გულისხმობდა.
საერთაშორისო პროცესებისგან ქარველი ერის ამგვარად (თუმცა დროებით, მაგრამ სრულად) ჩამოშორებამ ერთა მართვის მანიის კლასის სხვა წარმომადგენლებს გაუხსნა დაწინაურების შესაძლებლობა. ამ გარემოების ამსახველია ამერიკაში კენედების ირლანდიული კლანის აღზევება. მაგრამ ქართველი ერის ფუნქციის ნიველირების ეს რესურსი არსებითად შეამცირა ამერიკელი ერის თავდაცვითმა რეაქციამ (კულმინაცია - დალასისი ინციდენტი) და ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომამ (1968 წ.) საბოლოოდ ფაქტობრივად გაანეიტრალა.
1953 წლის შემდეგ საბჭოეთში ქართველი ერის მიმართ აგრესია მხოლოდ მისი პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვით არ შემოფარგლულა. უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა მისი ნოოფილოგენეზური განვითარების შეზღუდვის მცდელობა, რაც ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ოფიციალურად დახურვის მცდელობაშიც აისახა. მაგრამ მეცნიერების ეროვნულობის ფაქტის და ეროვნულობის კრიტერიუმების არცოდნის გამო ეს მცდელობაც ჩაიშალა და, საზოგადოდ, რეპრესიები ამ ასპექტით ვერ გახდა ეფექტური: ქართული მეცნიერება წარმტებით განაგრძობდა განვითარებას (თუმცა კი არ მიეცა გასაქანი უზნაძის განწყობის თეორიის ორმაგი ეფექტის ფენომენის მნიშვნელობიდან მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფენომენის მნიშვნელობამდე დაყვანის ტენდენციას). ნოოფილოგენეზური უკუქცევის აცილება ქართველი ერის თავდაცვთი რეაქციის აქტუალობის ზრდის საფუძველს წარმოადგენდა.
ახლა შეიძლება დავუბრუნდეთ ამ წერილის ძირითად საკითხს.
ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის მოძალების პირობებში მართვის მანიის კლასის ერის თავდაცვითი რეაქცია ფორმის მანიის ეფექტის კასტურ რეალიზაციაში უნდა გამოიხატოს: მართვის მანიის კლასის ერისთვის განსხვავება და არა მსგავსება არის ერთობის პირობა. ასეთი ფენომენი იყო “საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა” – ნაშთი ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენით. მაგრამ, ამ დროისთვის, ეს ფენომენი ქართველი ერის თვითრეალიზაციის შემზღუდველი გარეგანი გავლენის გამოხატულებად იყო ქცეული და, ამდენად, ვერ გამოდგებოდა მისი თავდაცვითი რეაქციის რეალიზაციის საფუძვლად. ცივი ომის ხანაში საბჭოეთის იზოლაციის პირობებში (საბჭოეთს გარეთ არსებულ, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ფორმის მანიის კლასის ერებთან კონტაქტის შეუძლებლობა), ფორმის მანიის კასტური ეფექტის ალტერნატიული რეალიზაციის ერთადერთი რესურსი არსებობდა - ფორმის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაცია თვით ქართველი ერის მემკვიდრეობის გამოყენებით (ფორმის მანიის კასტური ეფექტის საკუთრივი რეალიზაცია).
საქმე ისაა, რომ, სხვა სამი თვისებრივი ტიპის ერის მემკვიდრეობის ელემენტების (შემოქმედებითი პროდუქტები და ყოფის გარეგნული გამოხატულებები) საზოგადოებრივი ყოფიერების ჯერარსული მოდუსის ატრიბუტებად წარმოდგენით, რაც მათი ზედმიწევნით დაცვა-აღდგენის ამოცანას აყენებს, მიიღწევა ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაცია, რომლის კასტური ეფექტის ჩარჩოებში მომწყვდევა (კასტური ეფექტის სახით სტაბილიზაცია, მემკვიდრე ერის ფორმის მანიის კლასის ერად ტრანსფორმაციის აცილება), საზოგადოდ, პრობლემადაც კი შეიძლება იქცეს.
ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის, სწორედ, ამგვარი (საკუთრივი) რეალიზაციის პერსონიფიკაციად დაფიქსირდა ზვიად გამსახურდია.
ამ დასკვნის შესაბამისად, ზვიად გამსახურდია, ავითარებდა და ავრცელებდა ქართველი ერის (იმდროისთვის ცნობილი, ფენომენოლოგიური დეფინიციით) კაცობრიობის წინაშე განსაკუთრებული მისიის შემსრულებელ ერთეულად იდენტიფიკაციის კონცეფციას. ქართველი ერის მემკვიდრეობის დაცვის და მისი წარსული დიდების (შინაგანი განვითარების და საერთაშორისო სტატუსის მიხედვით, ეტალონური მისი მდგომარეობის) აღდგენის აუცილებლობის შესახებ აზრი იყო მისი პოლიტიკური აქტივობის მიზეზობრივად მოტივირებულ ქცევად (ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაციის გამოხატულება) წარმომდგენი ასპექტი. მონუმენტალიზმით და ფორმის პრიმატით ხასიათდება მისი პოეზიაც (რომელშიც, ამასთანავე, მკაფიოდ სჩანს, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფორმის მანიის ეფექტის კასტური რეალიზაციაა, მხოლოდ: წარსული აწმყოს აქტუალური ნაწილია და არა დაკარგული და აღსადგენი რამ; ეპიკურსა და ლირიკულს შორის საზღვარი წაშლილია – გმირი ისტორიის მარადიული სუბიექტის პოზიციის და განცდების გამომხატველია, ერის პერსონიფიკაციაა).
ამ სტატუსზე ზვიად გამსახურდიას დაფიქსირება მოხდა მისივე თაობის წარმომადგენლებს შორის ქართველი ერის მემკვიდრეობის ცოდნის სიღრმით მისი გამორჩეულობის გამო, რაც ოჯახში მიღებული განათლების შედეგი იყო - ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის რევოლუციურ ეტაპზე შეუძლებელი იყო ლეგიტიმურად შეძენა წინა სფეხურების სათანადო ცოდნისა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოება გახლდათ ისიც, რომ, როგორც ქვემოთ ვნხავთ, მისი მამა და აღმზრდელი, კონსტანტინე გამსახურდია, აღნიშნული ფუნქციური სტატუსის რეალიზაციაშიც წინამორბედობდა მას და, ამსთანევე, მან აღნიშნულ კრიტიკულ მომენტამდე (1953-1956 წწ.) განივითარა ახალი ფუნქციური სტატუსი და, ამრიგად, თუმცა კი უნებლიედ, მემკვიდრეობა დაუთმო შვილს.
გარემოებათა ამგვარმა დამთხვევამ, ზვიად გამსახურდია აქცა მისი აქტიური ცხოვრების ხანაზე უფრო დიდი ხანგრძლივობის ისტორიული ეპოქის ერთ-ერთი უარსებითესი ასპექტის პერსონიფიკაციად.
ამრიგად, ამ წერილის თემა მოითხოვს აღნიშნული წინაისტორიის გათვალისწინებასაც.