მერიაში მეტროთი მგზავრობის საფასურის გაძვირებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა მერიის კულუარებში ხშირად საუბრობენ, რომ დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით მზადდება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მეტროთი მგზავრობა 10-დან 20-თეთრამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მერიაში, ასევე კატეგორიულად უარყოფდნენ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასას.
სამწუხაროდ, მაშინ მერიის თანამშრომლების მიერ გარეთ გამოტანილი ამბავი გამართლდა, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე თვეში მეტროთი მგზავრობაც გაძვირდეს.
დედაქალაქის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამტკიცებენ, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ხმები, რომ მერია მეტროთი მგზავრობას აძვირებს, საფუძველს მოკლებულია და ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება.