ბოგდან ტიტომირის თბილისურ კონცერტს ექსცესები ახლდა

ბოგდან ტიტომირის თბილისურ კონცერტს ექსცესები ახლდა

რუსი მომღერლების თბილისში ბოლო დროს მომრავლებული კონცერტების აუცილებელი ატრიბუტი გახდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და უბილეთო ახალგაზრდების შეხლა-შემოხლა.

17-18 ოქტომბერს სპორტის სასახლეში კონცერტები გამართა ბოგდან ტიტომირმა.

ექსცესები ამ კონცერტებსაც ახლდა.

უბილეთოთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია ისევ დაუპირისპირდა წესრიგის დაცველებს, რასაც ისევ ხელკეტები  და ცემა-ტყეპა მოჰყვა.