ლევან ღვინჯილია - „სამშობლოს არაფერში ვჭირდები“

ლევან ღვინჯილია - „სამშობლოს არაფერში ვჭირდები“

ლევან ღვინჯილია, ენათმეცნიერი:

„ოთხი წელია, შინ ვზივარ და ჩემს სამშობლოს არაფერში ვჭირდები.

ბოლოს და ბოლოს, ეგებ ვინმემ მოიფიქროს, გავიდა თუ არა ჩემი შინაპატიმრობიდან საკმარისი დრო, რომ კვლავ დავუბრუნდე საქვეყნო საქმეს.“

გიორგი მოსიძე, პოლიტიკური გაერთიანებაახალი მემარჯვენეებისწევრი:

„საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს, ეს დამღუპველია.

ჩვენს ქვეყანას 50 წელს მიღწეული, გამოცდილი, ჩამოყალიბებული პიროვნება სჭირდება.

ახალგაზრდა, მოთინეიჯერო პრეზიდენტების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი.“

ნუნუ გაბუნია, კომპოზიტორი:

„ჩემს სათქმელს ყოველთვის პირდაპირ და დაუფარავად ვამბობ.

არ მომწონს, რაც მოხდა შვიდ ნოემბერს, ეს კი მთავრობას არ მოსწონს.“

გოგა პიპინაშვილი, მსახიობი:

„პოლიტიკოსი იქნება, არაპოლიტიკოსი, მეფე თუ დედოფალი, პარლამენტარი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ის ჩემთვის მაყურებელია.

მისთვისაც მე უნდა ვიყო მსახიობი და არცერთ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკური სპექტრის მიმდევარი ან მიმხრობი.

ის სუბიექტურად რომ მოვა და დაჯდება დარბაზში, იმან უნდა დაინახოს როლში შეჭრილი და საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მსახიობი და არა რომელიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი მსახიობი.

პირველად მაყურებელს ის ახსენდება, რომ ესა თუ ის მსახიობი ნახა მიტინგზე ან პრეზიდენტის გვერდით. პოლიტიკოსებმა ცუდი სიტუაცია შექმნეს ხელოვნების დარგის წარმომადგენლებში, ეს ძალიან მაღელვებს. ამიტომ არაფერში მონაწილეობას არ ვიღებ.“