ირაკლი ოქრუაშვილი – „ლევან გაჩეჩილაძე მოღალატეა“

ირაკლი ოქრუაშვილი – „ლევან გაჩეჩილაძე მოღალატეა“

„ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს პარტიის გეგმის გაცემაში ადანაშაულებს, ამის შესახებ ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობდა კონკრეტული გეგმა საქართველოში ჩემი ჩამოსვლის. ვინც კარგად მიცნობს, ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩემი ჩამოსვლა მოიცავდა მხოლოდ მიტინგზე ერთსაათიან გამოსვლას.

იყო კონკრეტული გეგმა, რომ ეს საქმე მიგვეყვანა ბოლომდე - ხელისუფლებისთვის მიგვეყენებინა ისეთი დარტყმა, რომ ეს ხელისუფლება დასრულებულიყო..

ეს გეგმა მუშავდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენი გეგმა, ჩემი ჩამოსვლის სცენარი ჩაბარებული იყო ხელისუფლებისთვის. მოღალატე იყო რამდენიმე, მაგრამ ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე "გრეჩიხა". მან საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გასცა ჩვენი გეგმა.“ - აღნიშნა ირაკლი  ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული პარტია“ შეიქმნა მხოლოდ ერთი მიზნით - მიხეილ სააკაშვილის მოსაშორებლად.

„სამი წლის განმავლობაში წრეზე რომ ატარეს ხალხი, ამას გავაკეთებდი მე? ჩვენი 8 თვის ნაწვალები პარტია? ამ სისულელეს არ ვაპირებდი, ეს იცოდა ყველამ, ყველა პარტნიორმა პარტიის შიგნით. აწი აღარასდროს ვიტყვი, რომ საქართველოში ჩამოვდივარ, ვიტყვი მხოლოდ, რომ აქ ვარ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.