„ესენი სოროსელი ლაწირაკები არიან“

„ესენი სოროსელი ლაწირაკები არიან“

(იბეჭდება შემოკლებით)

ცოტნე გამსახურდია:

„როცა საქართველოს 150 000 გატანჯული და უფლებააყრილი ადამიანი დგას და გთხოვს, მომისმინეო, შენ კი კარიკატურებითა და ცინიზმით ზემოდან ქვემოთ ელაპარაკები, არაა აღმაშფოთებელი? თანაც ვინ? სოროსელი ლაწირაკები!

არ მინდა, ჩემი და ჩემი მეგობრების შვილები  უცხოელთა ბაზების და სასტუმროების მოსამსახურეები იყვნენ, ან ბოკერიას და ლომაიას უსქესო, ურწმუნო საქართველოში ცხოვრობდნენ.

ესაა პოლიტიკა? არცერთი ჩემი სიტყვის უარყოფას არ ვაპირებ!

ხვალვე ჩამოვალ საქართველოში, თუ ობიექტურობის გარანტია მექნება. ოღონდ მინდა ვუთხრა პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილს და მის წუნკლებს: თუ ჯაშუშობის ბინძური ბრალდება ვერ დაამტკიცეს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში მან და მისმა წურბელებმა."