მსოფლიო საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობის ძირითადი ასპექტები (ნაწილი მეორე)

მსოფლიო საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობის ძირითადი ასპექტები (ნაწილი მეორე)

ლათინურ ამერიკაში, არაბული სამყაროსგან და აფრიკული სამყაროსგან განსხვავებით, კონსტრუქციულად ვითარდება კონსოლიდაციის პროცესი ამერიკელი ერისა და ლიბერალური მონო-მოდალური გლობალისტური ფრონტის მხრიდან ზეწოლის წინააღმდეგ. ლათინური ამერიკა არის პოტენციური გარემო ფორმის მანიის კლასის ერთ ერად კონსოლიდაციისა (რაშიც შეიძლება ესპანეთის ჩართვაც თუ ის ამ შესაძლებლობის შესაბამისად იმოქმედებს). საამისო ტენდენციის გამოხატულებაა “სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი” – სამომავლოდ უნიტარიზაციის ტენდენცას დაქვემდებარებადი კონფედერაცია. მართალია, მისი შექმნის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა მოხდა 2004 წელს, მაგრამ ინსტიტუციური ფორმირების პროცესი, სწორედ, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომის შემდეგ გააქტიურდა: 2008 წელს წარმომადგენლობითი ორგანოს ჩამოყალიბება გადაწყდა, ევროკავშირის ნიმუშით, და სამხრეთამერიკული თავდაცვის საბჭო შეიქმნა, რომლიც, 2009 წელს, კოლუმბიაში ამერიკის (აშშ) სამხედრო ბაზების არსებობის წინააღმდეგ გამოვიდა (ჰუგო ჩავესის ინიციატივა); 2010 წელს კი სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის პირველი გენერალური მდივანი აირჩიეს - ნესტორ კირშნერი, არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელ ერსაც გააჩნია გავლენის შენარჩუნების მნიშვნელოვანი რესურსი თვით ლათინური ამერიკის შიგნით, თუმცა ის (აშშ), ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმის ფრონტის პოლიტიკის გატარების მცდელობაში, უსარგებლოდ ფლანგავს, თავის საზიანოდაც კი მიიქცევს ამ რესურსს: როგორც 2009 წელს პრეზიდენტ ევო მორალესის დეკრეტით ბოლივიის ახალი დასახელების - “ბოლივიის მარვალეროვნული სახელმწიფო” – დამტკიცების ფაქტი გვიჩვენებს, ლათინური ამერიკის სივრცეზე აბორიგენი ეთნოსების არსებობა (ადგილობრივმა ცივილიზაციებმა აფრიკულთა ანალოგიური კატასტროფა განიცადეს), აქ, ფორმის მანიის კლასის ერთზე მეტი ერის თანაარსებობის პრობლემის ანუ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის აქტუალიზაციის პირობაა. გარდა ამისა, ამერიკის (აშშ) ეკონომიკური გავლენის გათვალისწინებით, მესოამერიკის ქვეყნებმა და კოლუმბიამ (თუ ამ უკასაკსნელმა ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში შეინარჩუნა ერთიანობა) შეიძლება ამერიკელ ერთან ინტეგრაციის ტენდენციას ვერ დააღწიონ თავი. არსებობს ბრაზილიაში ცხრომის მანიის ეფექტის დომინანტიზაციის რესურსიც. მეორე მხრივ, ამასთანავე, ლათინურ ამერიკაში შესაძლებელია დაშორიშორების ფუნქციის ანუ ძლევის მანიის ეფექტის აქტუალიზაციაც, რაც ნიშნავს აქ რუსი ერის გავლენის ზრდის რესურსის არსებობასაც.

თურქი ერი ფორმის მანიის კლასის ერებს შორის იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელსაც გააჩნია პერსპექტივა ამერიკის და ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმის ფრონტის მხრიდან რამდენადმე კონსტრუქციული მხარდაჭერის მოპოვებისა, რადგან ამ ერის საარსებო ინტერესები აზიის სივრცეზე ამერიკის გავლენის ზრდის საშუალებად შეიძლება გამოდგეს.

საქმე ისაა, რომ, მიუხდავად ეკონომიკური განვითარებისა, თურქეთის შინაგანი პოლიტიკური სტაბილურობის რესურსი არ იზრდება. ამის ცხადსაყოფად საკმარისია ქურთთა ეროვნული თვითგამორკვევის საკითხის დასახელებაც, რომელიც უფროდაუფრო აქტუალური ხდება. ცნობილი პარადიგმების მიხედვით, თურქეთის სტაბილურობის რესურსის გაზრდის ერთადერთ საშუალებად სჩანს მის გარშემო თურანული სამყაროს (თურქულის ახლომონათესავე ენებზე მოლაპარაკე ხალხების) კონსოლიდაციის ინიციირება – დიდი თურანის იდეის რეაქტუალიზაცია.

დიდი თურანის იდეის რეაქტუალიზაცია ირანის ინტერესების საწინააღმდეგო და, ამდენად, ერთიანი ისლამური ანტიამერიკული (ანტილიბერალისტური) ფრონტის ჩამოყალიბების ხელშემშლელ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც, ამასთანავე, რუსეთის დესტაბილიზაციისთვისაც დიდი ეფექტურობით შეიძლება იქნეს გამოყენებული, რუსეთში არსებული ეთნოგეოგრაფიული და კონფესიური რეალიების გამოყენებით. გარდა ამისა, იგივე ფაქტორი (დიდი თურანის იდეის აქტუალიზაცია) გამომფიტავ კონფლიქტში ჩინეთის ჩათრევის საშუალებასაც წარმოადგენს, უიღურების ეროვნული თვითგამორკვევის საკითხის გათვალისწინებით (ცნობილი, უკვე მოძველებული პარადიგმების - საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის – პოზიციიდან, ამერიკის ამ სტრატეგიული კონკურენტის გავლენის ზრდის შეფერხებისთვის სხვა გზა არც სჩანს). თვითონ თურანული სამყარო, მოვლენების ამგვარი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, უფროდაუფრო დამოკიდებული გახდება გარეგან მხარდაჭერაზე, რაც ამერიკას მასზე კონტროლის გაღრმავების (თუ დასჭირდა, გამოფიტვამდე მიყვანის) შესაძლებლობას უტოვებს.

შუა აზიის და ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ხალხები, როგორც სუნიტები, ანატოლიის თურქებისგან კონფესიურად განურჩეველნი არიან და, ამდენად მათს რეკონსოლიდაციას დიდი რესურსი გააჩნია ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის ასპექტითაც. ირანისა და ამიერკავკასიის აზერბაიჯანელები კი, როგორც შიიტები, შეიძლება ამ პროცესის გარეთ დარჩნენ ან ირანელ ერთან კონსოლიდაციის ტენდენციასაც კი დაექვემდებარონ, მაგრამ თურანული სამყაროს კონსოლიდაციის პროცესში, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის მომენტის აქტუალიზაციის შემთხვევაში, ამ დაბრკოლების მნიშვნელობა დიდად შემცირდება.

დიდი თურანის იდეის ამგვარად გამოყენებისთვის ამერიკამ (ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმის ფრონტმა) თურქ ერს ფორმის მანიის კლასის ერად თვითრეალიზაციაში შეზღუდევები უნდა მოუხსნას, აქამდელი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, როცა ამრიკის მიერ თურქეთის მფარველობის პირობას თურქეთის ლიბერალიზაციის ტენდენცია წარმოადგენდა: 1945 წელი - ერთპარტიული სისტემის მრავალპარტიული სისტემით შეცვლა; 1952 წელი - ნატოში გაწევრიანებით სამხედრო ინსტიტუტის სეკულარობის განმტკიცება (თურქეთი ერთადერთი არაქრისტიანული ქვეყანაა ნატოში); 1980-იან წლების დასაწყისი - ეკონომიკის ლიბერალიზაციის პოლიტიკაზე გადასვლა. ეს პროცესი მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდება: თურქეთის სამხედრო ინსტიტუტის მიერ, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით სარგებლობს და სათანადოდაა დისტანცირებული ფორმის მანიის კლასის თურქი ერისგან, ოთხჯერ - 1960, 1971, 1980 და 1997 წლები - მოხდა თურქეთის სახელმწიფოს ფორმის მანიის კლასის ერის შეუზღუდველი თვითგამოხატვის შესაბამის ნდგომარეობაში გადასვლის მცდელობის სამხედრო გადატრიალების გზით ჩაშლა.

1994 –1997 წლებში, პერმიერ ნეჯმეთთინ ერბაქანის მკვეთრად პროისლამისტური პოლიტიკის მიმართ თურქეთის საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერამ გამოავლინა, რომ სეკულარიზმი, რაც 1923 წლის შემდეგ ინსტიტუციურად მდგრადი მახასიათებელია თურქეთის სახელმწიფოებრიობისა, არის არა თურქი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასრულების ფაქტის გამომხატულება, არამედ დასავლეთევროპული ცივილიზაციის და, შემდეგ, ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ცვლაზე რეაგირების მექანიზმი, სათანადოდ დისტანცირებული ფორმის მანიის კლასის თურქი ერისგან (მის ამგვარად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერებთან სტრატეგიულმა ურთიერთობება: 1919 – 1922 წლებში ბოლშევიკური ხელისუფლების მხარდაჭერის აუცილებლობამ, ანტანტის ბლოკისა და მასთან ასოცირებული ძალების წინააღმდეგ, შემდეგ, 1945 წლიდან, თვით საბჭოეთის წინააღმდეგ, ამერიკის მხარდაჭერის აუცილებლობამ).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერბაქანის ხანმოკლე ზეობისას გამოჩნდა, ასევე, თურქეთში თვით სეკულარიზმის ინსტიტუციური ტრადიციის ამერიკის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანო ფაქტორად ამოქმედების შესაძლებლობაც: 1997 წელს ერბაქანის ინიციატივით “მუსლიმური რვიანის” შექმნა, რომელშიც გაერთიანდნენ თურქეთი, ეგვიპტე, ირანი, პაკისტანი, ბანგლადეში, ინდონეზია, მალაიზია და ნიგერია, ამ გაერთიანების კონფესიური არაერთგვაროვნების გათვალისწინებით, მოვლენების განვითარებაში ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სათანადო ასპექტის აქტუალიზაციას ნიშნავს. მაშინ, ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის ხელშეწყობით, სამხედროებმა მოახერხეს მოვლენების ამგვარი მიმართულებით განვითარების შეჩერება. მაგრამ, შემდეგ, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა ტენდენცია თურქეთში სამხედრო ინსტიტუტის გავლენის შეკვეცისა, რაც 2010 წლის რეფერენდუმის შედეგებშია ასახული (სამხედროთა ხელშეუხებლობის გაუქმება). მიუხედავად ამისა, რადგანაც თურქეთს დღესაც უდგას შინაგანი სტაბილურობის რესურსის გაზრდის პრობლემა, ამერიკის (ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმის ფრონტის) ევრაზიულ პოლიტიკაში დიდი თურანის იდეის აქტუალიზაცია კვლავ პრიორიტეტულ ალტერნატივად უნდა ვიგულისხმოთ.

დიდი თურანის იდეის აქტუალიზაციისთვის, მცირეაზიასა და შუააზიას შორის სატრანზიტო-საკომუნიკაციო დერეფნის როლში უპირატესი ალტერნატივაა საქართველოზე გამავალი გზების გამოყენება (იხ. - ხვიჩია ე., “ქართული გორდიას კვანძი”). ეს გარემოებაა საქართველის სახელმწიფოს მძიმე მდგომარეობის საფუძველიც და, ამსთანავე, მსოფლიო პროცესებზე ქართველი ერის მნიშვნელოვანი გავლენის შენარჩუნებულობის პირობაც: საქართველოში ქართველი ერის დემოგრაფიული დომინანტი, თურანული სამყაროსგან ქართველების მენტალური გამიჯნულობის გათვალისწინებით, ამერიკის მიერ თურანული სამყაროს ინტეგრაციის პროცესზე, სამისოდ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების პირობებში, კონტორლის შენარჩუნების უზრუნველმყოფელი ფაქტორია; მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე ფაქტორი (ქართველი ერის დემოგრაფიული დომინანტი) რუსეთის მიერ თურანული სამყაროს ამგვარად რეკონსოლიდაციის პროცესის ჩაშლის შესაძლებლობის  შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს; ამით აიხსნება ამერიკის (ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმის ფრონტის) მიერ საქართველოს ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბების (სინგაპურიზაციის) პროექტი, რომელიც გულისხმობს ქართველი ერის დემოგრაფიული დომინანტის ლიკვიდაციას.

საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა თვისებრივი ტიპის ერის დომინირების პირობებში საქართველოს საკითხი ვერ შეინარჩუნებდა აქტუალურობას დიდი ხნით, უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა: ქართველი ერის, როგორც ერთა მართვის მანიის კლასის წარმომადგენლის, დამოკიდებულება სხვა ერებისადმი, კერძოდ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების აქტუალიზებადობა, მდგრადობის კომპონენტებად ნებისმიერი სხვა თვისებრივი ტიპის ერებით, ცხრომის მანიის კლასის ამერიკელ ერსაც, ძლევის მანიის კლასის რუს ერსაც და, თვით, ფორმის მანიის კლასის თურქ ერსაც ქართული საზოგადოების შიგნით მნიშვნელოვანი დასაყრდენის მოპოვების შესაძლებლობას უჩვენებს (ამერიკელი ერის შემთხვევაში ამას მოწმობს უკრაინაში ქართველი კადრების “ექსპორტი”) და ქართველი ერის ასიმილაციის შესაძლებლობის ილუზიას უქმნის, რის გამოც არ წყდება ბრძოლა საქართველოზე გავლენისთვის და (ამ, ერთგვარი სატყუარას ეფექტის მეშვეობით, მრავალ მხარეთა დაინტერესების შენარჩუნებით) ხერხდება წონასწორობის მახლობლობაში დრეიფი, ჯერჯერობით.

*

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკმაოდ საფუძვლიანი სჩანს ის გარემოება, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის, უკვე, თითქმის მესამედის დასრულების მიუხედავად, ფორმის მანიის კლასის ერები ვერადავერ ეუფლებიან ინიციატივას და მიმდინარე ფაზის გამოხატულებად ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაციაში მთავარი წვლილი ამერიკელი და რუსი ერების მოქმედების შესაბამისი ასპექტებით, ანუ კასტური ეფექტის მნიშვნელობითაა წარმოდგენილი. ამის მაგალითია ამერიკის პოლიტიკაში ავტარკისტული ტენდენციის განვითარება, გლობალური ფუნქციის ფინანსური სისტემისა და გლობალური ბაზრის რღვევის ტენდენციაში ასახული: უკრაინის მოვლენების ფონზე, რაც ამერიკის და რუსეთის ინციატივისთვის ურთიერთბრძოლის ამსახველია, ამერიკელი ერი, მისი მთავარი სამოქმედო ინსტრუმენტის, გლობალური ფუნქციის ფინანსური სისტემის ბერკეტების რეპრესიული მიზნით ამოქმედებით, თვითონვე ანგრევს გლობალური ბაზრის და გობალური ფინანსური სისტემის ერთიანობას, აიძულებს რა რუსეთს ეძიოს ამერიკული დოლარის ალტერნატიული მექანიზმები საგარეო სავაჭრო ანგარიშსწორებისთვის. ამასთანავე, საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გართულება რუსეთს ფართო მოხმარების პროდუქციის წარმოების განვითარებისკენ და თვითკმარობისკენ უბიძგებს, რაც ფორმის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციაა.

გლობალური ფუნქციის (1985 წლიდან) ფინანსური სისტემა ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მთავარი მონაპოვარი, ამერიკელი ერის თვითრეალიზაციის მთავარ რესურსს წარმოადგენს, ამდენად ეს ერი, დასახელებული ღონისძიებების მიხედვით, თვითშეფერხების გზას ადგას. ამერიკელი ერის მოქმედება არც ეგეოსური ცივილიზაციის წინა, მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში (1988 – 2007 წწ.) იყო მისი თვისებრივი ტიპის შესაბამისი, მაგრამ მაშინ ეს გადახრა არ მისულა თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციად გადაზრდის შესაძლებლობის ზღვარამდე: სამხედრო კამპანიები ლიბერალიზმის (თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის) გავრცელების ხელშემშლელი ბარიერების დაძლევის დროებით ღონისძიებებად მოიაზრებოდა. დღეს კი, ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზის გავლენით, განსხვავებათა მატარებელ ერთეულთა ურთიერთშეფასებების უარყოფითისკენ გადახრისა და ურთიერთაგრესიის ზრდის პირობებში, ლიბერალიზმი, ყოფიერების ჯერარსულ მოდუსად მისი წარმოდგენით, თავისი არსის სრულიად საპირისპირო ეფექტის – თვითგამოხატვის უკიდურესი რეგლამენტაციის და მიუღებლის ძალდატანებით თავსმოხვევის იდეოლოგიად გვევლინება (იხ., მაგ., “იდეური ომის გენდერული ასპექტი”).

მიუხედავად ზემთ ჩამოთვლილი უარყოფითი შედეგებისა, წინააზიაში ამერიკის მოქმედებას მაინც გააჩნია მნიშვნელოვან კონსტრუქციულ ასპექტზე მინიშნება. კერძოდ, ირანულ და არაბულ სამყაროთა (ფორმის მანიის ეფექტის დომინირების არეთა) შორის მოქცეულობის გათვალისწინებით, ერაყისა და სირიის სივრცე ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის აქტუალობის არედ ისახება (ირანულ და არაბულ სამყაროთა გამყოფი საზღვრი ერაყის ქურთისტანის სამხრეთით ლოკალიზდება და, ამდენად, სირიაში გადადის, იმის გათვალისწინებით, რომ ქურთები, იეზიდების გამოკლებით, ირანულ სამყაროს მიეკუთვნებიან). ხოლო თუ გავითვალისწინებთ გერმანელი ერის გარშემო ფორმის მანიის ეფექტის შუაევროპული ფენომენის კონსოლიდაციის პერსპექტივას (იხ. ზემოთ), მაშინ ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის აქტუალობის არეში თურქეთის მოქცევაც გარდაუვალი სჩანს. მიკლედ, შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია სირიის, ლიბანის, თურქეთისა და ერაყის კონფედერაციული გაერთიანებაც კი, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის წინააზიური ფენომენის რეალიზაციის გამოხატულებად, რაც შვეიცარიული მოდელის ანალოგიით შეიძლება განხორციელდეს. ჩრდილოეთ წინააზიური პოტენციური კონფედერაციის სივრცეში შესაძლებელია სამი ძირითადი ეროვნული ელემენტიის - არაბული, ირანული (ქურთები და შიიტები) და თურქული – გვერდით სხვა ეროვნულ ელემენტთა – არმენიული, ქართული და ა.შ. – ლეგალიზაცია. შევნიშნავთ, რომ თურქეთის სახელმწიფოებრიობის საფუძველში შვეიცარიულ მოდელზე ორიენტაცია ათათურქის ინიციატივას წარმოადგენდა, ამდმენად ეს იქნება ამ ინიციატივის, რომელიც ეკომნომიკური ასპექტს ითვალისწინებდა, შემდგომი გაღრმავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ წინააზიაში ცრომის მანიის ეფექტის დომინანტიზაციისვის საკმარისია ამ სივრცზე ამერიკელი ერის გავლენის კონსტრუქციული მოდუსით გაღრმავებაც. ამერიკა დღესაც ცდილობს გავლენის გაღრმავებას, მაგრამ უკიდურესად დესტრუქციული გზით, რადგან მოქმედებს საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მიხედვით, რომელიც XX საუკუნის შუაწლების შემდეგ მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობასთან სრულიად შეუსაბამო გახდა. ამ პირობებში მისი (აშშ) გავლენის ზრდა სხვა ერის ლოკალიზაციის არეზე ამ უკანასკნელის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასთან იგივდება. ამერიკის მიერ საქართველოს წინა ხელისუფლების მხარდაჭერა (და ის, რომ საქართველოს სიონგაპურიზაციის პროექტი ისევ ძალაშია) ამის მკაფიო მაგალითია. დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც იგივე ითქმის.

ჩრდილოეთ წინა აზიაში მდგომარეობის კონსტრუქტივიზაცია შესაძლებელია ძლევის მანიის ეფექტის აქტუალიზაციითაც, რაც ნიშნავს ინტენსიური ეკონომიკური თანამშრომლიბის ნაცვლად, აქ ლოკალიზებულ ერების ერთმანეთისგან სამხედრო ძალის ბარიერებით გამიჯვნას. ეს ამ რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას მოითხოვს, რომელიც რუსულ სამხედრო ინსტიტუტის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს. დამატებით ადგილობრივ რესურსად კი ქურთი იეზიდები იგულისხმებიან.

ჩრდილოეთ წინა აზიის განვითრების კიდევ ერთი შესაძლო გზაა მთელი ისლამირი სამყაროს ერთიან ფორმის მანიის ეფექტის ფენომენად კონსოლიდაციის პროცესში მოქცევა, რაც, გარდა ზემოთხსენებული, ნოოფილოგენეზური ასპექტით რეგრესული კონკრეტულობისა, ნოოფილოგენეზური პროგრესის შესაბამისი კონკრეტულობითაც შეიძლება განხორციელდეს. დაბოლოს, ცხადია, ყველა ეს ალტერნატივა ერთდროულადაც შეიძლება აქტუალობდეს (სუპერპოზიციის ეფექტი).

უკრაინის მოვლენებმა, რაც ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში გააქტიურებისკენ მიდრეკილი ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმის ფრონტის მხარდაჭერით პროვოცირების შედეგია, ჩაშალის პირას მიიყვანა ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზის რეალიზაციის უფრო კონსტრუქციული ალტერნატივა, რომელიც რუსეთის და გერმანიის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებით გერმანელი ერის დაწინაურების ტენდენციას გულისხმობს (რუსეთის უდიდესი ნედლეული რესურსების და მოწინავე გერმანული სამრეწვველო ტექნოლოგიების გაერთიანება). ნაცვლად სამხედრო კონფრონტაციაში ჩაბმისა, უკრაინელი ერის გერმანია-რუსეთის თანამშრომლობის პროცეში ჩართვის შემთხვევაში, მიმდინარე ფაზის დასასრულამდე უკრაინის რუსული დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილის (ახალგაზრდა თაობის) ფორმის მანიის კლასის უკრაინელ ერში ასიმილაციაც შეიძლება მომხდარიყო, რაც გაზრდიდა უკრაინის მთლიანობის შენარჩუნების შანსს. ევროპელ ფორმის მანიის კლასის ერთა კონფედერაციაში ჩართვაა დღესაც უკრაინის განვითარების უპირატესი ალტერნატივა – ცხრომის მანიის ეფექტის დომინირების არედ ჩამოყალიბება, რაც უკრაინაში ამერიკის გავლენის ზრდას შეიძლება მოჰყვეს, ვერ შესძენს უკრაინას მნიშვნელოვან ფუნქციას, რადგან ფორმის მანიის კლასის ევროპელ ერებსა და ძლევის მანიის კლასის რუს ერს შორის ურთიერთობისთვის საგანგებო არის გამოყოფა არ არის საჭირო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად, გერმანიის და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა, დროებით მაინც, აღიკვეთა. ამდენად, ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში ფორმის მანიის კლასის ერების თვითგამოხატვის შეფერხების დასაძლევად გერმანელი ერის გააქტიურებისთვის საშუალებად რჩება გერმანელ და ებრაელ ერებს შორის მრავალმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება: გერმანელი ერის მიერ ისრაელის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება შექმნის ისტორიული დანაშაულის გამოსყიდვის განცდას, რის გარეშეც ინიციატივურ საგარეო პოლიტიკაზე გერმანიის გადასვლა შეუძლებელი სჩანს. ებრაელი ერი, რომელიც ერთა ფორმის მანიის კლასს ეკუთვნის, საჭიროებს ფორმის მანიის კლასის ერის მხარდაჭერას, რადგან ისლამური სამყაროს პირისპირ ამერიკის მხარდაჭერაზე დამოკიდებულების პირობებში, ის, სათანადოდ ვერ უპირისპირდება ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმის პოლიტიკას, ვერ გამოხატავს თავის ბუნებას სრულად.

დაბოლოს, ყოველივე ზემოთქმული ცალსახდ მეტყველებს ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების უპირატესობაზე მთელი მსოფლიოს თუ ცალკეული რეგიონების განვითარების პერსპექტივისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნოოლოგიის ცენტრის სახელით მოგიწოდებთ საამისოდ თანამშრომლობისთვის.