მასხარაშვილის „ისტორიული“ პანელი

მასხარაშვილის „ისტორიული“ პანელი

ისტორიის დამახინჯება ერთი შეხედვით არც ისე რთული საქმეა. რაიმე ფაქტს ან მოვლენას შენეულ ინტერპრეტაციას მისცემ. ერთ-ორჯერ ჭკვიანი სახით ტელეკამერების წინ ისაუბრებ. ოპონენტებს უცოდინარს უწოდებ და მორჩა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაგიჯერებს. დაგარქმევს ძლიერ, ჭკვიან ისტორიკოსს, მკვლევარს, მოღვაწეს. მეორე ნაწილი აღშფოთდება და გაგლანძღავს, დაგცინებს, შარლატანს, უცოდინარს გიწოდებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში „ცვეტში“ იქნები.

ყველაზე ადვილი გასულ საუკუნეებში მომხდარი მოვლენების დამახინჯებაა. მაქსიმუმ, ორიოდე სპეციალისტი გამოგეხმაუროს, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, საკუთარი სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, არც მოუსმენს, ხელს ჩაიქნევს და იტყვის: – ნეტაი, ამათ, მეტი საქმე არა აქვთ!

ყველაზე რთული იმ მოვლენების დამახინჯებაა, რომლებიც ჩვენ თვალწინ ხდება და კიდევ უფრო რთული - იმ პიროვნებების დახასიათება, რომლებიც ამ ამბების ეპიცენტრში არიან.

არა, პრინციპში, არც ისე ძნელია. ამისთვის ერთი ელემენტარული ქმედებაა საჭირო. უბრალოდ, უნდა გაითავისო იმ „პუტანკის“ როლი, რომელიც კლიენტის გულის მოსაგებად ყასიდად კვნესის და „პრემიალური“ თანხის მიღების მიზნით  მისი მამაკაცური „ღირსებები“ ცაში აჰყავს. მაგრამ, თუ ამ „საქმეს“ ოდნავ ჩავუღრმავდებით, ნებისმიერი „პუტანკა“ გაცილებით უფრო მაღალ მორალურ საფეხურზე დგას, ვიდრე თანამედროვე ისტორიის გამყალბებელი და სამშობლოს მოღალატის მეხოტბე დგას, რადგან პირველი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს და რა მისი ბრალია, თუ კლიენტი ბევრს ვერაფერს ახერხებს, თანაც ამით არავის არაფერი უშავდება. ხოლო მეორე მთელ ქვეყანას, მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შეურაცხყოფს და ლაფში სვრის.

ალბათ, იკითხავთ, თუ რამ მაიძულა ამ წერილის დაწერა?

ოდნავ შორიდან დავიწყებ (არ შეგეშინდეთ, არც ისე შორიდან. ასე სადღაც 2003 წლიდან).

ყველას გვახსოვს, რომ სააკაშვილის ბანდამ და მისმა იდეოლოგებმა, თავიანთი რეჟიმის განმტკიცების მიზნით, მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოებაში იმ აზრის ჩანერგვა, რომ საქართველოს ისტორია 2003 წელს დაიწყო, რომ მანამდე არაფერი მომხდარა, რომ ქვეყანა მხოლოდ ინგრეოდა და სააკაშვილის სახით ახალი დავით აღმაშენებელი მოგვევლინა (კონკრეტულად დავით აღმაშენებელს რატომ ადარებდნენ, ამაზე არ ვისაუბრებ. თქვენც კარგად მიხვდებით, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს შედარება აბსოლუტურად სწორი გათვლაა).

ასევე ინერგებოდა მოსაზრებები, რომ საქართველოს ლევან ბერძენიშვილამდე ინტელექტუალური და განათლებული ადამიანი არ ჰყოლია. არ იყო პოეტი გარდა კაკალაშვილისა და ა.შ. (ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ. ახლა კი ისევ სააკაშვილსა და მის ჟამთაღმწერელს დავუბრუნდეთ).

სააკაშვილის გმირობებს, გარდა იმ დითირამბებისა, რომლებსაც მისი გარემოცვის წევრები უძღვნიდნენ, სჭირდებოდა დოკუმენტური გაფორმება. გაფორმება ისეთი ვინმეს მიერ, რომლის არამხოლოდ მორალური სახე, პროფესიაც ამის უფლებას იძლეოდა.

ჰოდა, აღმოჩნდა ასეთი „უნიკალური არსება“, ვინმე სვიმონ მასხარაშვილი, რომელიც განათლებით ისტორიკოსი და მორალით ზემოთ ნახსენებ „პუტანკაზე“ უარესია და მას სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მემატიანის ფუნქცია დაეკისრა.

„მიხეილ სააკაშვილი არავის არაფერს უმტკიცებს, უბრალოდ, მან უკვე დაამტკიცა, რომ ის საქართველოს თავგანწირული ჯარისკაცია!“ – განაცხადა ს(ვ)იმონ მასხარაშვილმა და, მისდა გასაოცრად, ისტორიკოსის ან, თუნდაც ისტორიის გამყალბებლის სახელის ნაცვლად, იდიოტის წოდება დაიმსახურა.

დიახ, იდიოტია ს(ვ)იმონ მასხარაშვილი! არა, დოსტოევსკის იდიოტი კი არა, უბრალო, საწყალი გაჭირვებული არსება, რომელსაც უკვე, სამწუხაროდ, არაფერი ეშველება; არსება, რომელიც მიშა სააკაშვილზე იტყვის: „მან უკვე დაამტკიცა, რომ ის საქართველოს თავგანწირული ჯარისკაცია“ და ბაჩო ახალაიაზე - „ბაჩო ახალაია ცოტნე დადიანივით დაბრუნდა საქართველოში. ბატონი ბაჩანა ახალაია საქართველოსთვის არის ზნეობრივი მაგალითი. მხოლოდ მის მიერ გაკეთებული საქმეებია საკმარისი, მან ჩვენი საზოგადოება გაათავისუფლა ქურდული მენტალიტეტისგან. ეს არის უდიდესი მოღვაწე, უდიდესი სახელმწიფო ფიგურა. ის ისტორიის უეჭველი კუთვნილებაა“, სწორედაც, რომ სრული იდიოტია.

ხატია ბუნიათიშვილისგან, რომელმაც სააკაშვილს გენიოსი უწოდა, ის იმით განსხვავდება, რომ ცუდი მკერდი აქვს და შესახედავადაც არ ვარგა (პრინციპში, შეიძლება მისი მკერდი და ტანი ვიღაცას „მოსწონდეს“ და მასზეც იყოს „მეგის პიკჩერზის“ მასალები გადაღებული, მაგრამ ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს).

აი, ს(ვ)იმონ მასხარაშვილის განცხადებები აგვისტოს ომის დროს:

„აბსოლუტურად მშვიდი სიტუაციაა, თუ შეიძლება ომის პირობებში ამას სიმშვიდე უწოდო. მე გორში მაშინ გახლდით, როცა გორის ტაძართან ბომბი ჩამოვარდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 80 პროცენტს აკონტროლებდნენ ქართული საჯარისო შენაერთები. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი გმირმა არტილერისტებმა“.

„თუ გამარჯვებაზე მიდგა საქმე, გააჩნია, მის სიდიდეს რა პარამეტრებით განვიხილავთ. რუსეთს დღეს არავითარი ძალა არ შესწევს საქართველოს ანექსიისთვის. ჩვენი სამხედრო ძალა, რომელიც ტერიტორიას იკავებს, გაცილებით ძლიერია, ვიდრე ყველა ის შენაერთი, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ჩვენთან საბრძოლველად! ჩვენ, საბედნიეროდ, ძლიერები ვართ როგორც მოტივაციით, ისე პროფესიონალიზმით“.

„რეზერვისტების რაოდენობა 200 000 კაცია. ყველა ითხოვს ომში მოხალისედ გაწვევას. ჩვენი ჯარი არის ამერიკულ სტანდარტებზე გაზრდილი, რუსის ჯარი კი არაკაცურია, რადგან ის ადამიანის ჩაგვრაზეა აწყობილი. ჩვენ გვყავს ის ჯარი, რომელიც 2007 წელს ერაყში კოალიციის რიგებში ყველაზე მაღალხარისხოვან სამხედრო ძალად აღიარეს. ჩვენ საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი გვყავს, იმდენი, რომ რუსეთს გადაწონის. რეზერვისტების დამატება საჭირო არ არის. ვიცი, რომ მოხალისეების მიღებაზეც უარი თქვეს. ჯერჯერობით ხალხის დამატება საჭირო არ არის. რუსეთს მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაგვბომბოს, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა ვიცით, რამდენიმე წელი თვით ავღანელები რუსეთის თვითმფრინავებს ვერ აგდებდნენ, ჩვენ კი 10 უმაღლესი კატეგორიის თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ. ცხადია, ამ ომში დიდ ზარალს მივიღებთ, მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია“.

არადა, მე პირადად ვნახე ს(ვ)იმონ მასხარაშვილი 8 აგვისტოს გორში, როცა ის მართლა მატრაკვეცა ქალივით იდგა ე. წ. მედიაცენტრთან სამხედრო „ბუშლატში“ „გამოწყობილი“ და ძააან „ვაჟნი“ სახით აქეთ-იქით დადიოდა. ვკითხე, ჟურნალისტები სად უნდა ჩავეწეროთ-თქო. მან ელემენტარული გამარჯობა და დაკვალიანებაც არ „იკადრა“ და ერზე ძაან ჩაფიქრებული მოღვაწის სახით თავი ამარიდა.

ს(ვ)იმონ, სულ მინდოდა, მეკითხა: რატომ „გაივაჟნიაკე“ თავი? რა, შენი „უმაღლესი მთავარსარდლის“ იმედი გქონდა? იმ „მთავარსარდლის“, რომელიც ხოხავდა? იმ მთავარსარდლის, რომელიც მის ასარჩევად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოსულ ამომრჩევლებს სოფელ ხურჩაში  ტყვიებს ესროდა? რომელიც სხვადასხვა პროვოკაციას აწყობდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით და რომელმაც წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა და „გრანდიოზული“ ზეიმი მოაწყო? (მის სხვა „გმირობებს“ არ ჩამოვთვლი). 

ეჰ, რა გვარს არცხვენ!

ძმაკაცი მყავს შენი მოგვარე, ძმაკაცი!

იცი, ეს სიტყვა რას ნიშნავს?

შენი „ძმაკაცი“ გალუსტიკიჭამია მიშაა (ახლა არ დამიწყო „გალუსტიკი“ კი არა „ჰალსტუხიო“). ჩემი ძმაკაცი - შენი მოგვარე, რომლისგანაც ცა და მიწასავით განსხვავდება.

ორჯერ ვართ ერთმანეთთან შენახვედრი. ერთხელ ვაკის პარკთან შემხვდით შენ და ჩემი ერთი ნაცნობი. მე შენი პროექტი, ათწუთიანი „საქართველოს ისტორია“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ არხზე გადიოდა,  შევაქე. გორგასალზე ვილაპარაკეთ. მაშინ კაცი მეგონე. მეორედ - თემურ ჟორჟოლიანის ოფისში. გურამ შარაძე და ირაკლი წერეთელიც იყვნენ. საქართველოზე ვლაპარაკობდით. მაშინ „ბრაბუსი“ არ გყავდა.

ცირკის „პუტანკაზე“ უფრო დაბალი ღირსება გაქვს შენ, ს(ვ)იმონ მასხარაშვილო!

თუ გინდა, მოდი და მნახე!

მნახე და ამ ყველაფერზე პირისპირ დამელაპარაკე.

არ შეგეშინდეს, არ გცემ!

შენნაირებზე ხელის დარტყმა (ანუ შეხება) ცუდია! არ ვიკადრებ!

ახლა ჩაიცვი ის „ბუშლატა“ და „ვაჟნი“ სახით იარე, იმიტომ, რომ უჭირს შენს „კლიენტს“, ძალიან უჭირს.

დაგცინი და შენნაირებს ყოველთვის დავცინებ!

წერილს კი დიმა ჯაიანის იმ მცირე კომენტარით დავამთავრებ, რომელიც მან ერთ-ერთ გამოცემასთან ამ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა:

„დიდი ისტორიკოსი“ რომ გვყავს, სიმონ მასხარაშვილი, ეგ ამბობდა, მინდა მოვესწრო, კრემლის ნანგრევებზე ქართული დროშა რომ ფრიალებდესო. რისი ამფრიალებელი ხარ, შე რეგვენო, 3-მილიონიანი ქვეყნით?! თუნდაც 9 მილიონი რომ ვიყოთ, ჩვენ რუსეთს ავუფრიალებთ ქართულ დროშას კრემლის ნანგრევებზე?! ამ სისულელეებით აგიჟებენ ხალხს. ასეთი სისულელეებით იყო გაჟღენთილი ჩვენი ბედოვლათი პრეზიდენტის მთავრობა... სააკაშვილი ხომ ჩვეულებრივი სულელია და მაგან გაასულელა მთელი საქართველოც“.

დიახ, ამ სისულელეებით იყო გაჟღენთილი იმ სულელი პრეზიდენტის მთავრობა და მის ფსიქიკურ აღტკინებას მასხარაშვილის მსგავსი სულელები კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

საბედნიეროდ, დრო ყველაფერს ხდის ფარდას, ისტორიის ქარი ყველა ნაგავს მიმოფანტავს და მხოლოდ სიმართლეს ტოვებს.