მსოფლიო საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობის ძირითადი ასპექტები (ნაწილი პირველი)

მსოფლიო საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობის ძირითადი ასპექტები (ნაწილი პირველი)

მსოფლიოს მიმდინარე მდგომარეობის მთავარი განმსაზღვრელია 2008 წელს დაწყებული გლობელიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის გამოხატულებანი. საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ამ გარემოების გავლენა რამდენიმე ადრე გამოქვეყნებულ წერილში განვიხილეთ, ნოოლოგიის პოზიციიდან (უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებით საზოგადოების სისტემური თვითორგანიზაციის კანონების კვლევის სფეროში მიღწეული ახალი შედეგი). აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოვლენათა განვითარების მთავარი ტენდენციების შესახებ ყველა თეორიულად დასაბუთებული დებულება (პროგნოზი) გამართლადა (იხ. მაგ.: “სიახლის მოლოდინი”. 2011 წ., “საქართველო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე”, 2012 წ.). დამატებითი არაფრის თქმა არ არის საჭირო. ამ წერილის თემა საქართველოს გარეთ არსებული ვითარების განხილვაა, ამავე მიდგომით.

ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების ეფექტურობის ეტაპია. ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის მკვეთრად შეცვლის გარდაუვალობის შესახებ წინასწარი (რამდენიმე წლით ადრე გამოქვეყნებული) მეცნიერული დასკვნის არსებობა (მაგ., იხ. ავტორის მონოგრაფია - “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია”, 2004 წ.) ნოოლოგიის დიდი პრაქტიკული ღირებულების სასარგებლოდ მეტყველი არგუმენტია: დროული პროგნოზის გათვალისწინებით, ახალ პარადიგმებზე გადასვლას მოვლენების განვითარების გლობალური მასშტაბის კრიზისში გადაზრდის აღკვეთა შეეძლო.

2008 წლისთვის მსოფლიოში მდგომარეობის მკვეთრად შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთება ნოოლოგიის გარეშე ვერ მოხერხდებოდა, რადგან 1988 – 2007 წლებში, ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში (ეგეოსურ ცივილიზაციაში მართვის მანიის და ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქიების სინქრონული აქტუალობის რიგით მეექვსე ეტაპზე), ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკურ სტიქიათა სათანადო ეკონომიკური მოდელების ანუ, შესაბამისად, თავისუფალი საბაზრო რეგულირების პრინციპისა და სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების პრინციპის საეტაპო ანაქრონულობის პირობებში (იმის გათვალისწინებით, რომ ძლევის მანიის და მართვის მანიის სათანადო ეკონომიკური მოდელები ეკონომიკის დამოუკიდებელ მოდუსებად არ აღიქმებიან, სხვა ორი ფსიქიკური სტიქიის სათანადო ეკონომიკურ მოდელებთან არსებითი მიმართების გამო) შესაძლებელი სჩანდა ეკონომიკის ამ ორ, მაღალი მდგრადობის რესურსის მქონე მოდუსს შორის წონასწორობის თუ ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთმიმართების დამყარება. ამით აიხსნება იმ დროს ეკონომიკის ექსპერტების წრეში ურთიერთსაპირისპირო მოლოდინების არსებობა, ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზების გავრცელებულობა კრიზისის დადგომამდე. კრიზისული ვითარების დადგომის თარიღის გარკვეული სიზუსტით დასახელების შემთხვევები სტატისტიკურ ეფექტად უნდა მივიჩნიოთ, რადგან, ვერც ერთ ამგვარ შემთხვევაში, მოვლენების შემდგომი განვითარება სწორად ვერ იყო დახასიათებული: - 2013 წელს ახალი, უფრო კატასტროფული ვარდნის ნაცვლად, რასაც მოელოდნენ, მოხდა ვითარების სტაბილიზაცია. ეს ფაქტიც ერთ-ერთი მინიშნებაა იმაზე, რომ გლობალური პროცესების დინამიკის განმსაზღვრელი ფაქტორები ეკონომიკის სფეროს არ განეკუთვნებიან.

ნოოლოგიის მიხედვით, თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობას გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ცვლა განსაზღვრავს, რაც საზოგადოების ცხოვრების ყოველ სფეროში (მათ შორის, ეკონომიკაშიც) პოულობს ასახვას, და, რადგან ამ ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობა უკვე 20 წლამდეა შემცირებული, ახალ ფაზაში გარდამავალი ეტაპი (ამჯერად, ეკონომიკის სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირების პრინციპის იდეური და ფაქტობრივი გაბატონება) 2013 წლისთვის, ანუ ახალი ფაზის მეოთხედის თავზე მაინც, ძნელად შესაძლებელია ვერ დასრულებულიყო, ან მდგომარეობის გაუარესება მაინც არ შეწყვეტილიყო, როგორც მოხდა კიდეც.

ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნით ფორმის მანიის კლასის ერებს, მაგრამ დედამიწის ნოოსფეროს თანამედროვე მდგომარეობის – “ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის” აქტუალობის - გათვალისწინებით, რაც გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში ერთა ოთხივე თვისებრივი ტიპის უწყვეტად თანაარსებობის ინსტიტუციურ უზრუნველყოფის მოთხოვნას გულისხმობს, მოულოდნელი არც ის ფაქტია, რომ ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერი - ამერიკელი ერი და ერთა ძლევის მანიის კლასის ლიდერი - რუსი ერი არ თმობენ პოზიციებს, იბრძვიან ინიციატივის შესანარჩუნებლად.

გარდასულ ფაზათა რელიქტების ანაქრონული აქტიურობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად უნდა დასახელდეს საბჭოეთი – ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენი, რომელმაც მის თვისებრიობასთან შეუსატყვის ორ ცივილიზაციურ ფაზაში შესძლო მსოფლიო პროცესებზე დიდი გავლენის შენარჩუნება. იგულისხმება ეგეოსური ცივილზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზა (1948 – 1967 წწ.) და მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა (1968 – 1987 წწ.). ამ მაჩვენებლით საბჭოთა იმპერია ბიზანტიის იმპერიასაც აჭარბებს, რომელმაც ეგეოსური ცივილიზაციის ერთ ამგვარ (მისი თვისებრიობის შეუსატყვის) ფაზაში მოახერხა მნიშვნელოვანი გავლენის შენარჩუნება (750 – 1150 წწ.), მაგრამ მეორის დასრულებამდე (1580-იანი წწ.) ვერ შესძლო არსებობის შენარჩუნებაც კი (დაეცა 1453 წ.). ამერიკამ (აშშ) საბჭოეთის დასახელებული შედეგის გასამეორებლად ცხრომის მანიის კლასის ერის თვითგამოხატვის მოვლენად 2027 წლამდე მაინც უნდა შესძლოს მნიშვნელოვანი გავლენის შენარჩუნება მსოფლიოში.

ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, ლოკალურ ცივილიზაციებში გარდასულ ფაზათა შესაბამისი თვისებრივი ტიპის ერთა შენარჩუნება ნოოსფეროს განვითარების თვალსაზრისით, არ იყო დიდად აქტუალური მოვლენა, რადგან, სანამ ცივილიზაციურ ფაზათა ხანგრძლივობა რამდენიმე საუკუნეს შეადგენდა, შესაძლებელი იყო ფაზათა ცვლის ერთა თვისებრივი ტრანსფორმაციების კასკადით რეალიზაციაც, ხოლო კონკრეტულ ცივილიზაციაში რომელიმე თვისებრივი ტიპის ერის დანაკლისი, მისი სხვა ცივილიზაციისგან შევსების შესაძლებლობის გათვალისწინებით, ცივილიზაციათა ინტეგრაციის (ცივილიზაციათა მასშტაბის და, ამდენად, განვითარების ტემპის ზრდის) ხელშემწყობ გარემოებასაც კი წარმოადგენდა. ყოველივე ეს ამართლებდა საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობას და მნიშვნელოვანწილად აბათილებდა ძველი დროის დიდი ექსპანსიონისტების სახელებთან დაკავშირებულ მსხვერპლს. დღეს კი, როგორც აღინიშნა, საქმე სხვაგვარადაა – ექსპანსისა მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობა აქვს.

თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობა შინაგანად წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ, ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის მიმართ ოთხივე თვისებრივი ტიპის ერთა მდგრადობის რესურსის გაზრდა მათი უწყვეტად თანაარსებობის აუცილებლობის მოთხოვნას პასუხობს, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობის პირობებში, მეორე მხრივ, კი გაზრდილი მდგრადობის რესურსი დაწინაურებულ ერებს ნოოსფეროს თანამდეროვე მდგომარეობასთან შეუსაბამო, ზღვარდაუდებელი ექსპანსიის (საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის შესაბამისად მოქმედების) გასაგრძელებლად მეტი ძალების მოკრების საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც, იზრდება მსოფლიო საზოგადოების გაერთგვაროვნების მცდელობის გამომხატველი ძალადობაც და საპასუხო თავდაცვითი რეაქციების სიმწვავეც. ამით აიხსნება ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში კონფლიქტის კერათა რიცხვი და არეალი განუხრელად იზრდება, და რომ, საერთაშორისო საზოგადოების ფართო ჩარევის მიუხედავად, ვერც ერთი კონფლიქტის სტრატეგიული მოგვარება ვერ ხერხდება, რიგ შემთხვევაში კი ვერ ხერხდება კონფლიქტის კონსერვაციაც.

*

ფორმის მანიის კლასის ერები არსებითად ლოკალური ფენომენები არიან, ავტარკიზმით, თვითიზოლაციისკენ მიდრეკილებით გამოირჩევიან, ამდენად სადღეისოდ, ცხრომის მანიის და ძლევის მანიის კლასის ერთა გაზრდილი მდგრადობა-ქმედუნარიანობის გათვალისწინებით, გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში ფორმის მანიის ეფექტის დომინანტის კონსტრუქციული მოდუსით დამყარების აუცილებელ პირობად სჩანს ფორმის მანიის კლასის ერების კოალიციების ჩამოყალიბება. პროცესების ამ მიმართულებით განვითარებას დიდად აფერხებს ერთა ფორმის მანიის კლასის ლიდერის, გერმანელი ერის “დამნაშავე ერის კომპლექსით” (ისტორიული დამნაშავეობის თვითშეგნებით) შებოჭილობა: ფორმის მანიის კლასის ერების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია რჩეულობის პრინციპი (ნებისმიერ სხვა ერზე, თვით ერთა ფორმის მანიის კლასის სხვა წარმომადგენლებზე, ღირსებით დიდად აღმატებულობის ცნობიერება - ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაცია მხოლოდ მათეული, ყოფიერების ჯერარსულ მოდუსად დასახული კონკრეტულობითაა მისაღები მათთვის), რაც მესამე რაიხის სამხედრო დანაშაულთა საფუძვლად მოიაზრება; მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა გერმანელმა ერმა გაიზიარა ეს შეფასება და, როგორც ფორმის მანსიის კლასის ერს ახასიათებს, ზედმიწევნით იცავს ნაკისრ, კაპიტულაციის პირობებით განსაზღვრულ რეგლამენტს, რომელიც მისი ბუნებითი თვითგამოხატვის აუცილებელი ნიშნების შემზღუდავია. გერმანელი ერი ჯერ კიდევ საოკუპაციო რეჟიმსაა დაქვემდებარებული: ჯერ კიდევ ძალაშია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის პრინციპული მნიშვნელობის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ორიგინალური კონსტიტუცია გერმანიამ უნდა მიიღოს სამომავლოდ, სათანადო ვითარებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანიის მოქმედი კონსტიტუცია დროებითა.

ერთა ფორმის მანიის კლასის ვერც მეორე მოწინავე წარმომადგენელი, იაპონელი ერი, ვერ გამოიჩენს ერთა ამ თვისებრივი ტიპის ფაქტობრივი დომინანტიზაციის, მსოფლიო ჰეგემონიის პოტენციის მქონე მათი კოალიციის ფორმირების ინიციატივას, რადგან, ამავე თვისებრივი ტიპის ჩინელი ერის უშუალოდ მეზობლობის პირობებში, იაპონიის სახელმწიფოს, არა გავლენის გაფართოების, არამედ, ისევე, როგორც სამხრეთ კორეას, ვიეტნამსა და ფილიპინებს, თავდაცვის სტრატეგიული პრობლემაა აქვს გადასაწყვეტი და, ამდენად, ამერიკის პოლიტიკის (ლიბერალიზმის ექსპანსიის) საწინააღმდეგოდ ღიად გამოსვლა არ შეუძლია. დღეს ეს ერები იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ იმითაც, რომ მათგან მათივე საარსებო სივრცის სრული ლიბერალიზაციის დაჩქარებას არ მოითხოვენ.

თავად ჩინელი ერიც, რომელმაც გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად, კერძოდ, სტრუქტურიზაციის მასშტაბის განმსაზღვრელ ფაქტორად (ფორმის მანიის ეფექტის ფენომენებს შორის ჩინეთზე დიდად ნაკლები მასშტაბის წარმონაქმნი ცალკე სრულფასოვნად ვერ შეასრულებს ამგვარი ელემენტის ფუნქციას გლობალურ ცივილიზაციაში) უკვე დაიმკვიდრა თავი, ჯერჯერობით, ღიად ვერ უპირისპირდება ამერიკისა და რუსეთის ინიციატივებს, რადგან, იმის გამო, რომ შედარებით ახალგადასულია ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე (1960-იანი წლების ჩინეთის “კულტურული რევოლუცია”), ის, ჯერ კიდევ ჩამორჩება სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების მიხედვით (მათ შორის სამხედრო სფეროში) როგორც ამერიკელ და რუს ერებს, ასევე, მის თვისებრივ კონკურენტებს, გერმანელ და იაპონელ ერებს და იძულებულია, რამდენადაც შეუძლია, გახსნილი იყოს გარესამყაროს წინაშე.

მასშტაბით ჩინეთის ბადალი ფორმის მანიის ეფექტის ფენომენი შეიძლება ჩამოყალიბდეს ევროპელი ფორმის მანიის კლასის ერების გერმანელი ერის გარშემო კონსოლოდაციით. ფორმის მანიის კლასის ერთა ევროპულ კონფედერაციაში ცხრომის მანიის კლასის ფრანგ, ჰოლანდიელ და ინგლისელ ერთა ნამდვილ წევრებად ჩართვა შეუძლებელია, მაგრამ მათთვის ასოცირებული წევრების სტატუსის მინიჭებაა შესაძლებელი, ამ კონფედერაციის გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების ექსკლუზიური ფუნქციის არეებზე მოთხოვნილების შესაბამისად. იგივე ითქმის ცხრომის მანიის ეფექტის დომინირების სხვა ლოკალურ არეთა (შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი და სხვა) შესახებ. ამრიგად ევროპის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი მაინც არსებობს.

დღეს ევროინტეგრაციის პროცესის მთავარი მამოძრავებელია ევროპაში ამერიკის ჰეგემონიის დაძლევის ამოცანა, მაგრამ ამ პროცესზე მასშტაბისეული მოთხოვნის გავლენაც არსებითია. ამასთანავე, ცხადია, რომ შესაბამისი ტენდენციის განვითარების შემთხვევაში, ევროპის სივრცეზე ამერიკის ჰეგემონია თავისთავად მოიხსნება.

დასახელებული მასშტაბისეული მოთხოვნის გათვალისწინებით, მსოფლიო პროცესების განვითარების მეორე შესაძლო მიმართულებაა ისლამური სამყაროს კონსოლიდაციის ტენდენციის გაღრმავება, რაც მნიშვნელოვანი ნოოფილოგენეზური რეგრესის საფრთხის შემცველია: მუსლიმ ერთაგან არც ერთს არა აქვს დასრულებული გადასვლა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე და, ამდენად, კონსოლიდაციის იდეური საფუძველი ისეთი რელიგიური მიმდინარეობა შეიძლება გახდეს, როგორიცაა, მაგალითად, ვახაბიზმი - მაჰმადიანთა შორის კონფესიურ განსხვავებათა ნიველირების მცდელობის გამომხატველი მიმდინარეობა.

ამერიკის პოლიტიკას, ლიბერალური მონო-მოდალური გლობალიზმის ექსპანსიას ფორმის მანიის კლასის ერებს შორის ყველაზე ღიად ირანელი ერი უპირისპირდება, მაგრამ ამგვარ პოზიციას მისთვისაც მნიშვნელოვანი შეფერხება მოაქვს: ირანელი ერი ჯერ კიდევ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეტაპზეა და ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გამოვლინებანი, ირანში მათი თვითგენერირების მიუხედავად, 1953 - 1978 წლებში ირანზე ამერიკის უდიდესი გავლენის გათვალისწინებით, თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის გამოხატულებად იდენტიფიცირდებიან და, შედეგად, ნეგატიურად ფასდებიან და ითრგუნებიან – ფორმის მანიის კლასის ირანელი ერისთვის, მისი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციონალიზაციაში მიუღებელია ნოოფილოგენეზის ამავე საფეხურის ცხრომის მანიის კლასის ერების სათანადო მოდუსით რეალიზაციაზე ორიენტირება. ამან გახადა შესაძლებელი 1979 წელს ირანში კლიროკრატიის, ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის ინსტიტუციების დომინანტის აღდგენა.

ფორმის მანიის კლასის ირანელი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასრულებად შეიძლებოდა ქცეულიყო ირანში მუჰამედ მოსადიკის მიერ 1951 წელს წამოწყებული რეფორმები, რაც 1953 წლის აგვისტოში, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების ჩარევის შედეგად ჩაიშალა. ამით ირანი, ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული, მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის შესაბამისად, იქცა ძლევის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის არედ, რაც დასავლეთის მიერ ირანის ენერგორესურსების ფაქტობრივ მიტაცებაში გამოიხატა (მიღების მომენტის დომინანტის პრინციპზე დამყარებული ურთიერთობა, აქტივების არაექვივალენტური გაცვლის პრაქტიკა). ამგვარი ჩარევის წარმატებას ხელი შეუწყო საბჭოთა სპეცსამსახურების დროებითმა არაქმედუნარიანობამ, ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ გაჩაღებულ, დიდი საკადრო წმენდის პირობებში. ამით ხელიდან იქნა გაშვებული ირანის გასაბჭოების (ჩინური პრეცედენტის განმეორების) შესაძლებლობა, რაც, ირანში მოსადიკის მხარდასაჭერად საბჭოთა სპეცსამსახურების ჩარევის შემთხვევაში, მოვლენების განვითარების ყველაზე მაღალალბათური ალტერნატივა იქნებოდა: ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენი, როგორც ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაზე რეაქცია და არა ფორმის მანიის კლასის რომელიმე კონკრეტული ერის თვითგამოხატვის შედეგი, ერთნაირად მისაღებია ფორმის მანიის კლასის ყველა ერისთვის, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის პროცესის დასრულების ეტაპზე, ნოოფილოგენეზური წინსვლის დაჩქარება-სტაბილიზაციის პარადიგმად. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ არცერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არ მომხდარა ნოოფილოგენეზური უკუქცევა, კლიროკარატიის აღორძინება.

მსოფლიო პროცესებზე ირანელი ერის გავლენის გაზრდის მთავარი რესურსია ის, რომ ირანის, პაკისტანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის მოსახლეობის ძირითადი და, ასევე, თურქეთის, ერაყის და სირიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილები ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ფორმის მანიის კლასის ერთ ერად კონსოლიდაცის პროცესის განვითარების პოტენციური გარემოა. ამ პროცესის განვითარება შესაძლებელია ირანის, პაკისტანის, ავღანეთის და ტაჯიკეთის კონფედერეაციის ჩამოყალიბებით, რომელიც უნიფიკაციის ტენდენციას დაექვემდებარება. მაგრამ, მოვლენათა უკვე ცნობილი მიმართულებით განვითარების პირობებში, ირანელ ერს ჯერ კიდევ გადასატანი აქვს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასრულებასთან დაკავშირებული რყევები. ამდენად, მიმდინარე ფაზის ბოლომდე (2027 წ.), ის ერთა ფორმის მანიის კლასის ლიდერებს შორის ადგილის დამკვიდრებას, ალბათ, ვერ მოასწრებს. თუმცა გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ, საზოგადოდ, ერი ახალ საფეხურზე გადასვლის დასრულებისას მკვეთრ ნოოფილოგენეზურ წინსვლას განიცდის.

მსოფლიო პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის რესურსის მქონე ფორმის მანიის კლასის ერებს შორის დღეს ყველაზე შევიწროებულ მდგომარეობაშია არაბი ერი - ათეულზე მეტ სახელმწიფოდ დანაწევრებული, რომელთაგან უმეტესობა ცხრომის მანიის კლასის მოწინავე ერების ფაქტობრივ პროტექტორატებს წარმოადგენენ. არაბ ერს გააჩნია ისტორიული გამოცდილება ერთა ფორმის მანიის კლასის ლიდერობისა, მთელი დედამიწის ნოოსფეროს მასშტაბით, მაგრამ ეს მოხდა მისი ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე. დღეს კი, ის ნოოფილოგენეზურ განვითარებში თვითშეფერხების იმავე მექანიზითაა შებოჭილი, რითაც ირანელი ერი: - ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გამოვლინებათა მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ცხრომის მანიის კლასის ერების მოძალებულ გავლენასთან მათი ასოცირების საფუძველზე. ამდენად მისთვის აუცილებელია ამერიკელი, ფრანგი და ინგლისელი ერების გავლენისგან თავდახსნა.

არაბი ერის დიდი პოტენციისა და მაქსიმალური შევიწროებულობით აიხსნება ის ფაქტი, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზის დასაწყისში, ინიციატივის დაუფლების დაუფარავი და ენერგიული მცდელობა პირველმა, სწორედ, მან გამოავლინა, ფორმის მანიის კლასის ერებს შორის. ვგულისხმობ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ანტიამერიკულ გამოსვლებს, მათ შორის - გაეროს ტრიბუნიდან, და ლოკალური პროდასავლური რეჟიმების რყევის პროცესს არაბულ სამყაროში, რამაც უკვე 2009 წელს იჩინა თავი და, რომლის ყველაზე მძაფრ ეტაპს წარაბული გაზაფხული უწოდეს. 2010 წელს ტუნისსა და ეგვიპტეში პროდასასვლური რეჟიმები დაემხო, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ დასავლეთმა მოახერხა სხვა არაბული პროდასავლური რეჟიმების დაცვა და, ხსენებულ ორ შემთხვევაშიც, მოვლენების მისთვის სასურველი მიმართულებით შემობრუნება (ტუნისში - გარეგნულად ნაკლებად შესამჩნევი ზომებით, ეგვიპტეში – ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალებით), რასაც მოჰყვა ლიბიის და სირიის ანტიდასავლური რეჟიმების დესტაბილიზაციის კამპანიის გაჩაღება. სირიის ხელისუფლება რუსეთის მხარდაჭერის წყალობით გადარჩა, დასავლეთის პირისპირ მარტოდ დარჩენილი დარჩენილი ლიბიის ხელისუფლება კი, უკიდურესის სისასტიკით განადგურდა.

ეს დიდი დანაკარგია არაბი ერისთვის, რადგან ლიბიის ყოფილი სახელმწიფო – ჯამახირია – წარმოადგენდა საკუთრივ არაბულ, დასავლეთის გავლენასთან არაასოცირებად რეალიზაციას სეკულარიზმის პრინციპით სახელმწიფოებრივი მოწყობისა, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის თვითგამოვლენას არაბულ სამყაროში, რაც ლიბიას არაბი ერის რეკონსოლიდაციის ლიდერად და იდეურ ორიენტირად წარმოაჩენდა. სწორედ ამით აიხსნება მის მიმართ დასავლეთის აგრესია, ნახევარწლიანი ინტენსიური სამხედრო კამპანია.

მართალია, დასავლეთმა ლიბიური ჯამახირიის წინააღმდეგ იპოვა ადგილობრივი დასაყრდენიც, ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის რელიქტების (მესამე საფეხურზე მდგომი ნაწილები ლიბიის მოსახლეობისა) და ეთნიკურ უმცირესობათა სახით. მაგრამ ეს ფაქტორები, სხვა არაბული ქვეყნებიდან ლიბიაში შემოღწეულ რადიკალ ისლამისტებთან ერთადაც კი, არ იყო საკმარისი მის დასამხობად. ამის გამო გახდა საჭირო დასავლეთის უშუალო სამხედრო ჩარევა.

კონფესიური დაპირისპირებათა ესკალაციის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ, რომ, ლიბიისგან განსხვავებით, ერაყის ყოფილი და სირიის არსებული რეჟიმების სეკულარული ხასიათი განპირობებული იყო არა ადგილობრივ საზოგადოებათა ნოოფილოგენეზური დაწინაურებულობით, არამედ იმით, რომ ეს რეჟიმები ქვეყნის შიგნით კონფესიური უმცირესობების (ერაყში – სუნიტების, სირიაში – ალავიტების) ხელისუფლებებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი გარეგანი მხარდაჭერის ხელშეწყობით, რაც ამ ქვეყნების გარეგანი ძალის (საბჭოეთის თუ დასვლეთის) გავლენის ქვეშ მოქცევაზე იყო გამიზნული.

დღეს არაბულ სამყაროში დასავლეთის ხელშეწყობით (ისევე, როგორც ადრე ავღანეთში) ინიციირებული (დასავლეთისთვის არასასურველ ლოკალურ სეკულარულ ხელისუფლებათა წინააღმდეგ მიმართული) კლიროკრატიული რეაქცია, მის (დასავლეთის) მიერ ვეღარ კონტროლდება, ვერ ითრგუნება ყველგან ისეთივე წარმატებით, როგორც, ჯერჯერობით, ტუნისსა და ეგვიპტეში: სირიის სეკულარული ხელისუფლების დასამხობად დასავლეთის მიერ ორგანიზებული რადიკალ ისლამისტთა სამხედრო დაჯგუფებამ უკიდურესად აგრესიული და დასავლეთის მიმართაც მტრულად განწყობილი ისლამური სახელმწიფო დაარსა ერაყისა და სირიის ტერიტორირბის ნაწილზე და მის გაფართოებას შეუდგა.

მოკლედ რომ ვთქვათ, არაბულ სამყაროში დასავლეთის (ლიბერალური მონო-მოდალური გლობალისტური ფრონტის) მოქმედების შედეგი არაბი ერისთვის მეტად უარყოფითია: არაბი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გამოხატულებად მისაღები ინსტიტუტების, სეკულარული ხელისუფლების საკუთრივ არაბული მოდუსით თვითაღდგენის რესურსი დიდი ხნითაა განადგურებული.

არაბ ერზე უფრო დაქსაქსულ მდგომარეობაშია აფრიკული სამყარო (ტროპკული ანუ შუა აფრიკა), მაგრამ ეს დაქსაქსულობა ყოფილი ეროვნული ერთობის მოშლის შედეგად არ დამდგარა. აფრიკული სამყაროს ეთნოსები ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურზე მდგომნი დაექვემდებარნენ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეტაპზე მდგომი, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ერების ექსპანსიას, რამაც ჩაშალა ადგილობრივ მეორეულ ცივილიზაციათა ზრდის პროცესები. აფრიკის სივრცე ევროპულ კოლონიურ იმპერიებს შორის განაწილდა, აქაურ ლოკალურ ცივილიზაციათა საზღვრების სრული იგნორირებით. მაგრამ ამგვარმა მდგომარეობამ აფრიკულ სამყაროს შესძინა ერთი საერთო მახასიათებელი, რომელიც ფორმის მანიის ეფექტის გამოხატულებაა და აფრიკული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილის ფორმის მანიის ეფექტის ერთიან ფენომენად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის, ერთ ფორმის მანიის კლასის ერად კონსოლიდაციის პერსპექტივით. იგულისხმება კოლონიური იმპერიების მიერ დანერგილი, მათი აფრიკული სამფლობელოების ცენტარლიზებული დირექტიულ-ადმინისტრაციული კონტროლის პრაქტიკა. ამ შესაძლებლობის აქტუალიზაციის გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ პატრის ლუმუმბას ინიციატივა შუა აფრიკული კონფედერაციის შექმნის შესახებ, რაც გარეგანი ჩარევის ხელშეწყობით დიდი სისასტიკით იქნა აღკვეთილი (1960 - 1961 წწ.). დღეს ამ ტენდენციის აღდგენის სიმპტომები არ სჩანს (ტროპიკულ აფრიკაშიც შემოაღწია ისლამის და ქრისტიანობის დაპირისპირებამ), მაგრამ აფრიკული სამყაროს განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორიენტირად მაინც ეს ალტერნატივა არის მისაჩნევი.