შალვა რამიშვილი „ტელეიმედიდან“ გამოუშვეს

შალვა რამიშვილი „ტელეიმედიდან“ გამოუშვეს

შალვა რამიშვილი „იმედის“ შოუს „სიმართლის დროის“ წამყვანი აღარ არის.

ცნობილმა ტელესახემ ტელევიზიასთან ურთიერთობა სკანდალურად დაასრულა. როგორც ამბობენ, ამჯერად შალვას ტელეკარიერა მარინა სალუქვაძესთან დაკავშირებულ არცთუ დელიკატურ შეკითხვას შეეწირა, მარინა სალუქვაძე იმ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლეა, რომელიც „იმედს“ ფლობს. ალბათ, ამიტომაც არის კიდევ უფრო საინტერესო, რატომ გაჩნდა ეს შეკითხვა გადაცემაში. შესაძლოა, ამაზე და კიდევ სხვა თემებზე ვიღაცამ უფრო მეტი იფიქრა, ვიდრე თავად შალვამ, რომელსაც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სხვა ნიშა უნდა აერჩია.

შალვამ გმირის მანტიის მოსხმა „იმედში“ მოხვედრის შემდეგ ვერ შეძლო, თუმცა საკუთარი თავის პიარს შოუმენის როლშიც ჩვეული მოხერხებულობით შეუდგა. მოკლედ, კითხვები საკმაოდ ბევრია, თუმცა შალვა, როგორც ჩანს, სიმართლის თქმას ერიდება და ის არ ადასტურებს, რომ „ტელეიმედიდან“ მარინა სალუქვაძესთან დაკავშირებული ისტორიის გამო გამოუშვეს.

მას ჩვენ „თი ბი სი ტივი“-ს ბურუსით მოცულ სიცრუის დეტექტორზე ვერ შევამოწმებთ, მაგრამ, ვინაიდან ყველაფერს თავისი დრო აქვს, ალბათ, ოდესმე შალვა რამიშვილის ნამდვილი სიმართლის დროც დადგება.

შალვა, რა მოხდატელეიმედში“, რატომ გამოგიშვეს ტელევიზიიდან?

- არავის არ გამოვუშვივარ, მე თვითონ წამოვედი. ძალიან მაინტერესებდა, მომესინჯა საკუთარი თავი ამ საინტერესო შოუში და ვფიქრობ, რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები.

ამ ვერსიას ნამდვილად ვერ დავიჯერებთ, რატომ არ გინდა, თქვა, რომ მარინა სალუქვაძესთან დაკავშირებულ სკანდალს შეეწირე?

- მე გეუბნებით ამ ვერსიას და, თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და სხვა მასალები მოიპოვეთ. აბსურდია, რომ ჩემი წამოსვლა მარინა სალუქვაძის თემას უკავშირდება. ეს, უბრალოდ, დამთხვევაა. შეიძლება, საეჭვო, მაგრამ დამთხვევა. მარინა სალუქვაძეს არ შეუძლია წამყვანის შეცვლა „იმედში“.

სამაგიეროდ, ეს შეუძლია მის მეუღლეს, რომელიციმედისმფლობელი კომპანიარაკიინისვიცე-პრეზიდენტია.

- ეს არ ვიცოდი...

ესეც ძნელი დასაჯერებელია. არც მაშინ იცოდი, როცა ეს კითხვა გადაცემაში დაისვა?

- კარგი, რა, ხალხო! ფიქრობთ, რომ მარინა სალუქვაძის ქმარმა ამით გადამიხადა სამაგიერო, მაშინ, როცა სალუქვაძე ამბობდა, არ შეხვდეს ჩემს ქმარს ქუჩაშიო? არც მისი ქმარია ჩემს წამოსვლასთან კავშირში და არც მისი სანათესაო. ხომ შეიძლება, დამანებოთ თავი ამ სალუქვაძესთან დაკავშირებით, რატომ უნდა მეფიქრა იმ შეკითხვაზე, რაც დავსვი? ეს იყო სრულიად უწყინარი შეკითხვა, ასჯერ რომ მომიწიოს ამ შეკითხვის დასმა, ასჯერვე დავსვამ. მე მთელი ჩემი ცხოვრება ასეთ შიშში უნდა ავაწყო? ვისაც რამე აქვს სათქმელი, რამე აქვს გასაპროტესტებელი, მობრძანდეს ჩემთან და ვილაპარაკოთ. სალუქვაძის ოჯახის ნებისმიერ წევრს შევხვდები და გავესაუბრები. მე მგონი, არ მაქვს ისეთი კაცის სახელი, ვინც პრობლემებს გაურბის. სალუქვაძე არარსებული პრობლემაა ჩემთვის, არ არის მნიშვნელოვანი პიროვნება. თუ მომეცემა მედიაში ახალი პროექტების გადაცემის საშუალება, ასეთი ყაიდის ვიღაცისთვის მაპროვოცირებელ, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივ თემას კიდევ შევეხები. არ გვინდა თემის გაბუქება და მარინას „დემონიზაცია“.

მე ნამდვილად არ ვეწევი სალუქვაძისდემონიზაციას“, მაგრამ, ახლაც ფიქრობ, რომ ეს შეკითხვა სწორი ფორმით იყო დასმული?

- კი, კი, კი!

სკანდალი, რომ მოჰყვებოდა, ამაზეც ხომ იფიქრე?

- არა, არ მიფიქრია.

ხელისუფლებამაც კიდევ ერთხელ დაგიქნია თითი?

- მე არ მიმაჩნია საკუთარ თავი იმ ადამიანად, ვისაც თითი დაუქნიეს.

დარღვეულია კონტრაქტი, რომელიც არსებობდათი ბი სი ტივისთან“. ვინ გადაიხდის კომპენსაციას?

- ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდება ყველაფერი. ჩათვალე, რომ შეთანხმება შემდგარია. მეტს არაფერს გეტყვით.

გადაცემა გაგრძელდება?

- ალბათ, გაგრძელდება. იქ ძალიან კარგი გუნდი მუშაობს. გადაცემის შესახებ საუბარი არ მსურს.

რა ბედი ელისსამსონაძეებს“?

- გადის ეთერში. „სამსონაძეები“ დამოუკიდებელ სტუდიაში მზადდება, „თი ბი სი ტივისთან“ არ აქვს კავშირი.

ახლა რის გაკეთებას აპირებ?

- ვინადირებ და ნანადირევს მივიტან სახლში...

ეროსი კიწმარიშვილთან გადახვალმაესტროში“?

- ეს ძალიან საინტერესოა, ხომ? ასე თუ ამბობენ, კარგია.

გამოდის, რომ გიხილავთმაესტროზე“.

- ამ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ!

შენი სიმართლის დრო დადგება?

- ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა!