რაკი ელექტროენერგია XXI საუკუნის განუყოფელი ატრიბუტია. ენერგოდამოუკიდებლობასა და იაფ შუქზე ყველა ოცნებობს.
ამ მხრივ არც ჩვენი მეზობელი თურქეთია გამონაკლისი. რადგან არ არის, კვლავაც ენერგიულად ცდილობს, ხორცი შეასხას ჭოროხზე გრანდიოზული ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეას.
ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენს თურქ მეზობლებს გუმანში ჰქონიათ მდინარე მტკვრისთვის (რომელიც თურქეთში იღებს სათავეს) კალაპოტის შეცვლა, მისი წყლის ერთი მესამედის ჭოროხთან მიერთება და ამ ორი მდინარის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავება.
ამ იდეის ხორცშესხმის შედეგად, იმას გარდა, რომ აჭარის სანაპიროს დატბორვა ელის (სავარაუდოდ, ადლიას შავი ზღვა მთლიანად წაგვართმევს), ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაზე მორონინე მტკვარიც წყალმარჩხი გახდება. მეორე მხრივ, რაკი წყლის ნაკლებობას საქართველოს არც ოკუპაციის შემდეგ დარჩენილი ტერიტორია უჩივის, ბუნებრივია, გაუდაბნოება არ გვემუქრება, ოღონდ, თბილისში, მტკვრის ნაცვლად, რეალურად, არაგვი გვექნება.
მართალია, საქართველო ცდილობს, არ დაუშვას მტკვრის მიტაცება, მაგრამ, რაკი თვით საერთაშორისო დონეზეც კი ძალა აღმართს ხნავს, საკითხავიც აი, ის არის სადღა წავალთ ფიქრთ გასართველად?!