ექსპერტ გია ხუხაშვილის სახლში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
აპარატურა ექსპერტის სახლის ჭერში ზემოთა სართულზე მცხოვრები მეზობლის ბინიდან იყო ჩაშვებული.
ამ ბინაში არავინ ცხოვრობს და მოწყობილობა ხუხაშვილის მეზობლის ნათესავმა შემთხვევით აღმოაჩინა.
"სახლში ვცხოვრობ ძაღლთან ერთად და როცა მივდივარ, ვიძინებ. ორი ვარიანტი არსებობს, ან ძილში უნდა წამომცდენოდა რაღაც, ან ჩემს ძაღლს აქვს საეჭვო კავშირები. ჩემი ძაღლი კვირაში სამჯერ ბიძინა ივანიშვილის ძაღლს ხვდება და ერთობა. ალბათ ძაღლებს შორის კავშირის გამო დააყენეს მოსასმენი აპარატურა", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და სამართალდამცველებისგან მომხდარის გამოძიება კატეგორიულად მოითხოვა.