"შეტევა" კალაძეზე

იტალიის საფეხბურთო სკანდალის საქმესთან დაკავშირებით, იტალიურმა მედიამ სატელეფონო ჩანაწერების ტექსტური ვერსია გამოაქვეყნა. მათ შორისაა კახი კალაძისა და ბოსნიელი საფეტ ალტიკის საუბარი, რომელიც 2011 წელს შედგა.

საუბრის მიხედვით, მხარეები შეხვედრაზე თანხმდებიან. კალაძის წარმომადგენლების ცნობით, ალტიკი "ჯენოაში" ქართველი ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელის მეგობარია და საუბარი შეეხებოდა მარმარილოს კარებს, რომლის ყიდვაც კალაძეს ქობულეთში მშენებარე თავისი სასტუმროსთვის უნდოდა (თუმცა გარიგება არ შედგა).

კალაძე საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებით იტალიის პროკურატურას არც მოწმისა და არც სხვა სტატუსით ჯერ  არ დაუბარებია. ალტიკი კი ზემოხსენებული საუბრიდან ერთი წლის შემდეგ ნარკოტიკების შენახვისა თუ გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

ეს ქართულმა ნაციონალურმა მაუწყებლებმა კალაძეზე საინფორმაციო შეტევისთვის გამოიყენეს, რომლის მიხედვითაც, თურმე იტალიელი სამართალდამცველები სწავლობენ ქართველი ფეხბურთელისა და ბოსნიელი ნარკოტრაფიკიორის კავშირს