პოლონეთში საქართველოს ელჩის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება.
თებერვლის პირველ ნახევარში პოლონეთიდან ქართველთა მორიგი დეპორტაცია მოხდება.
„პოლონეთში 4000-მდე ქართველი იმყოფება. უმრავლესობა 2009 წელს არალეგალურად შემოვიდა. მათ დევნილის სტატუსი მოითხოვეს. ნაწილმა დანაშაულიც კი ჩაიდინა. პოლონეთიდან მათი დეპორტაცია რეგულარულად, თვეში ორჯერ ხდება, - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.