საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია, შესაძლოა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნოს.
გამსახურდია ამჟამად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა.
როგორც გიორგი გამსახურდიამ განაცხადა, თუ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა და სამეურვეო საბჭო გადაწყვეტენ დირექტორის მოადგილედ მის დანიშვნას, დათანხმდება.
"სადაც ქვეყანას გამოვადგები, თანახმა ვარ, იქ ვიმუშაო"", - განაცხადა გამსახურდიამ.