რუსი ოპოზიციონერი ანდრეი დერევიანკინი საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
დერევიანკინმა შესაბამისი განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
იგი აცხადებს, რომ 33 წელია, რაც სპეცსამსახურების მხრიდან დევნას განიცდის.
ამჟამად დერევიანკინი საერთაშორისო კომიტეტის,– "კატინი-2"-ის თავმჯდომარეა. იგი სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეს დამოუკიდებლად იძიებს.