სამართალდამცველებმა ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

თბილისის ინტერპოლის და აჭარის საპატრულო პოლიციის სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 21.01.2010 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული მეჰმეთ ბარაკი დააკავეს.

მეჰმეთ ბარაკს ბრალად ედება რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მეჰმეთ ბარაკმა 2004 წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუქარესტში მდებარე საკუთარ ბინაში, ძალადობის გამოყენებით აიძულა დაზარალებული მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.

ამჟამად მეჰმეთ ბარაკი დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.