შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ირაკლი მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ირაკლი მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს: 1040 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 კონდახი, 16 მჭიდი, „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ხელყუმბარა და „უ-ზე-ერ-გე-ემი“-ის ტიპის ამფეთქი ფალია. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).