შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაარსებიდან 8 წლის იუბილე აღნიშნა. პირველი მომხმარებელი მომსახურების სააგენტომ 2007 წლის პირველ თებერველს მიიღო. სააგენტოს ქავთარაძის სტრუქტურულ ერთეულში სამსახურის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ არქივში, შსს-ს არქივში დაცული და ამ დრომდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები დაათვალიერეს. ფოტოგამოფენა გასული საუკუნის დასაწყისში გაცემულ მართვის მოწმობებს, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობებს, ავტომობილის დათვალიერების აქტებს, მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ბრძანებებსა და ნორმატიული აქტებს მოიცავს. გამოფენა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიებაზე სტუმრებისთვის სააგენტოში არსებული მომსახურების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.