საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა წინასაახალწლო განწყობა მრავალშვილიან ოჯახებს შეუქმნეს. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ, დამდეგი ახალი წელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ორ ოჯახს მიულოცა.
საქველმოქმედო აქცია სამხედრო მოსამსახურეების ინიციატივით გაიმართა. ცენტრის სერჟანტებმა და ოფიცრებმა მამუკა პაპიძისა და ილუშა ნიკოღოსიანის ოჯახებს საჩუქრებად ტკბილეული და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. სამხედროებმა ბავშვები ნაძვის ხეებითა და ნაძვის ხის სათამაშოებითაც დაასაჩუქრეს.