რუსეთი რომ უკრაინას ებრძოდეს, კიევში დიდი ხანია რუსი ჩინოვნიკები ისხდებოდნენ.
ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა გაზეთ „იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყირიმისა და დონბასის მცხოვრებლებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურდათ და ეს დანაშაული არ არის.
რუსეთი აქ არაფერ შუაშია. რუსეთს რომ უკრაინის ანექსია უნდოდეს, დონბასისა და თუნდაც კიევის აღება უმარტივესი საქმეა," - აცხადებს რამზან კადიროვი.