გივი თარგამაძის სასახლის დემონტაჟს მოითხოვენ

გივი თარგამაძის სასახლის დემონტაჟს მოითხოვენ

"ლეიბორისტული პარტია" "მაღალჩინოსნების სასახლეებთან "ექსკურსიებს" განაგრძობს.

პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ამჯერად საპროტესტო აქცია-ბრიფინგი აბაშიძის ქუჩაზე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის მშენებარე სახლთან გამართეს.

"ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის  განცხადებით, გივი თარგამაძე უკანონოდ აშენებს უზარმაზარ სასახლეს, რომელიც სიდედრის სახელზე აქვს დარეგისტრირებული.     

ჯიბლაძის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ აბაშიძის 42ა-სა და 44-ში მცხოვრებლებს მანქანის გასასვლელი ადგილი აღარ დარჩებათ.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ხელისუფლების წარმომადგენლების თავგასულობაზე. "ლეიბორისტული პარტია" აბაშიძის ქუჩაზე მშენებარე გივი თარგამაძის სახლის სასწრაფო დემონტაჟს მოითხოვს.