ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბრობს. გამუდმებით გვეუბნებიან იმას, რომ მოსკოვი საქართველოს ანექსიას აპირებს. თუმცა უკვე ანექსირებულზე არაფერს არ ამბობენ.
ამის ნათელი მაგალითი მამისონია. იმ ადგილზე, სადაც ადრე ქართველები იდგნენ, ახლა ოსები და რუსები დგანან. საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ამ ტერიტორიის დაკარგვას.~
ხელისუფლება არც იმას აღიარებს, რომ კავკასიონზე გადმოსასვლელების უმეტესობა უკვე რუსეთის ხელში გადავიდა.
- კავკასიონზე 42 გადმოსასვლელიდან 28-ს უკვე რუსები აკონტროლებენ. თუ ასე გაგრძელდა, მალე ყველა გადმოსასვლელი მათი კონტროლის ქვეშ გადავა, - განუცხადა „ახალ თაობას“ სასაზღვრო უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. რომელმაც რიგი მიზეზების გამო ვინაობის დასახელება არ ისურვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არც სასაზღვრო უწყება აკეთებს და არც დეპუტატები. მათ მხოლოდ ასეთი კომენტარი აქვთ: ქართველი მესაზღვრეები იქ დგანან, სადაც უნდა იდგნენ.