შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულისოციალური კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად N8 საჯარო სკოლაშიგაიმართა. მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ოთარჯავახაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგების ჯგუფის უფროსი ია აფთარაშვილი, ამავე სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს წარმომადგენელი თამარ ჟღენტი დაარასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე კამპანიისშესახებ ესაუბრნენ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანიდა მნიშვნელობა გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.
2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაცმოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდეთავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა,რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებისშემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112" ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება,რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეხვედრაკითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობისწინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!" 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოებისცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობისაუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოებისინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.