აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გასულ წელს, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შენაძენი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ გასულ წელს ვარძელაშვილმა "ლიბერთი ბანკიდან" 241.000 ლარის ოდენობის სესხი გამოიტანა, რომელიც 2020 წლამდე უნდა დაფაროს.
აღებული სესხით, 150.259 დოლარად, ვარძელაშვილმა თბილისში, ნუცუბიძის ქ. 26-ში, 292 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა.
რაც შეეხება მინისტრის სხვა ქონებას, ლადო ვარძელაშვილს მოძრავი ქონება არ აქვს, დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით, 5 300 ლარი ჰქონდა.
ასევე,გასული წლის განმავლობაში მინისტრის შრომის ანაზღაურებამ, 77.880 ლარი შეადგინა.