რატომ არ უყვართ ნაციონალებს „ცხელი ტაფა“?

რატომ არ უყვართ ნაციონალებს „ცხელი ტაფა“?

“საჯარო ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ისე გაურბის როგორც ცხელ ტაფას”- ასეთი განცხადება გააკეთა ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დეპუტატი საჯარო დაწესებულებებს პარლამენტის უგულებელყოფაში და საჯარო ინფორმაციის დაფარვაში ადანაშაულებს.

,,ეს არის მმართველი გუნდის ზოგადი დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ნაციონალები მიიჩნევენ, რომ საჯარო ინფორმაცია არის მათი შინაური, პირადი საქმე. ისინი უნდა მიეჩვიონ, რომ სახელმწოფო სტრუქტურა არ არის მათი პირადი ციხე-კოშკი”, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატი მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, სასწრაფოდ წარადგინონ საჯარო ინფორმაცია პარლამეტში. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კანონდარღვევას უნდა აპროტესტებდეს პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერები.