ანდერს რასმუსენს

ანდერს რასმუსენს "მგზავრის წერილები" წაუკითხავს

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ანდერს რასმუსენს "მგზავრის წერილები" წაუკითხავს და ძალიან მოსწონებია.

ის კარგად იცნობს დიდი ილიას შემოქმედებას. ამის შესახებ განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

სტუდენტები ისმენდნენ ლექციას. ის საქართველოს განვლილ და გასავლელ გზებს ეხებოდა.

მოკლე ინფორმაცია სტუმრის ბიოგრაფიიდან: ანდერს ფოგ რასმუსენი დაიბადა 1953 წლის 26 იანვარს. დანიელი პოლიტიკოსი. დანიის პრემიერ-მინისტრი 2001-2009 წლებში.

„კარიკატურების სკანდალის“ ერთ-ერთი პერსონაჟი. გაიზარდა ფერმერის ოჯახში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 17 წლის ასაკში, როდესაც დააარსა ქალაქ ვიბორგის ახალგაზრდა ლიბერალთა გაერთიანება და სამ წელიწადში შევიდა ლიბერალური პარტიის ცენტრალური საბჭოს შემადგენლობაში.

ეკონომიკური განათლება მიიღო ორხუსის უნივერსიტეტში. 1984 წლიდან პარლამენტის ფრაქცია "ლიბერალების" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1985 წლიდან ლიბერალური პარტიის ვიცე-თავმჯდომარე. 1987-1992წწ. დანიის გადასახადების მინისტრი. 1998-2009წწ. დანიის ლიბერალური პარტიის ლიდერი.

2009 წლის 4 აპრილს წარადგინეს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ეს თანამდებობა დაიკავა 2009 წლის 1 აგვისტოს.