ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის მოლაპარაკება მიდის. ამის შესახებ „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროში“ განაცხადა.
ის ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. კიწმარიშვილი არ ასახელებს, თუ ვისი ინიციატივით დაიწყო ოქრუაშვილსა და ივანიშვილს შორის მოლაპარაკებები.
"ამ მოლაპარაკებების არსებობა ორივე მხარის სურვილია. დეტალები სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება ბუნებრივია ცნობილი არ იქნება", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისი თქმით. "ქართული პარტია" წარმოადგენს სხვადასხვა ლიდერებისგან შექმნილ ერთობლიობას.
"ამ სიტუაციაში, ჩემი მხრიდან არის შეთავაზება თანამშრომლობის. არა იმ პრინციპით, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები თესავდნენ, რომ სუბარი კარგია, ეროსი ცუდია და ა.შ. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა დიდი მოლოდინები და ამ მოლოდინებს აუცილებლად უნდა მივეხმაროთ", - განახადა კიწმარიშვილმა.