ლართან მიმართებაში პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება ჩემი აზრით ცოტა დაგვიანებულია. ეს განცხადება, "თავისუფლაი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, დღეს გაკეთებულ განცხადებებში , მან ვერ დაინახა ვითარების გამოსწორების გზა.
ალასანიას განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზი გარდა გარე ფაქტორებისა, ქვეყნის მართვაში არსებული სისტემური პრობლემები გახდა, რაც ალასანიას თქმით, გადაწყვეტილების ვერ მიღებაში გამოიხატება. "გამოსასწორებელია თვითონ როგორ იღებს სახელმწიფო და მთავრობა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და ქმნის საინვესტიციო გარემოს ხელსაყრელს ინვესტორისთვის. როდესაც ასეთ გადაწყვეტილბები იჭიმება ორ თვეზე და ინვესტორი დგას და ელოდება, ის ბუნებრივია სხვაგან წაიღებს ინვესტიციას. ისევ მივდივართ გაფუჭებულ ტელეფონამდე, ისევ მივდივართ იქამდე , რომ სანამ ერთადამიანთან არ შეთანხმდება ისინი ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს,"-განაცხადა ალასანიამ.
1808
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85