აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს სახეში ჩაარტყა

აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს სახეში ჩაარტყა

პარლამენტის დღევანდელ პლენალურ სხდომაზე დეპუტატები პეტრე მამრაძე და აკაკი ბობიხიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე პეტრე მამრაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს "ქართული პროვოკაცია" უწოდა, რასაც აკაკი ბობოხიძის აღშფოთება მოჰყვა. მან მამრაძეს "ახვარი" უწოდა და სახეში ჩაარტყა.

ბობოხიძის დამშვიდება თავად საპარლამენტო უმრავლეობის წევრებმა სცადეს. ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ "პეტრე მამრაძეს სხვა გზა არ აქვს, რადგან მას რუსეთიდან დაურეკეს".

საბოლოოდ, სიტუაცია განიმუხტა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ პეტრე მამრაძის პოზიცია მისი ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" პოზიციაა, მაშინ მოხარულია, რომ დეპუტატმა გია თორთლაძემ ამ ფრაქციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო დელეგაციებიდან გამოიწვია.