როგორ უნდა შეიქმნას საბაჟო კავშირი , როცა ამას ხელს საქართველო უშლის-რუსი ექსპერტი ჩერნოვი დეტალურად ხსნის თუ როგორ უნდა განადგურდეს საქართველო და ამ გზით მოშორებული იქნას ქვეყანა, რომელიც უშლის ხელს საბაჟო კავშირის შექნას.
ექსპერტი ჰყვება , რომ ევრაზიული კავშირის შექმნის პროცესი, რომელიც პოლიტიკურ ფორმასაც აუცილებლად მიიღებს, უკვე დაწყებულია და გაწერილია შესაბამისი დროც. „ევრაზიულ -ეკონომიკური სივრცე დაიწყებს მოქმედებას 2015 წლიდან და მასში გაერთიანდება სომხეთი“,-აცხადებს ექსპერტი. ჩერნოვი კავკასიაში რუსეთის ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთს სჭირდება პირდაპირი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული კავშირი კავკასიასთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს რუსული ბაზების უსაფრთხოება. რუსი ექსპერტი ტრანსკავკასიული კოლიდორების განვითარებაზე საუბრობს და აღნიშნულთან მიმართებაში ოკუპირებული აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საზღვრებს მოიხსენიებს. „ოსეთის საკითხი კავკასიაში ჯერ არ არის მოგვარებული. არის კითხვები სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან დაკავშირებით“,-აცხადებს ექსერტი და იქვე იხსენიებს ჯავახეთს, რომელიც მისი თქმით ეთნიკური სომხებით არის დასახლებული. სატრანსპორტო გზების დაკავშირებისთვის რუსი ექსპერტი ბათუმის და ქუთაისის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს.
4303
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85