შინაგან საქმეთა მინისტრმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები შეუერთდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს – „მწვანე მომავალი“. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო და თბილისის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სიმბოლურად ხე დარგო.
გამწვანების აქციას შეუერთდნენ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს, განსაკუთრებულ დავალებათა პირველი და მესამე სამმართველოების, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორები, მათი მოადგილეები და ქვედანაყოფების თანამშრომლები, ასევე, მიგრაციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და სსიპ „112“-ის წარმომადგენლები. თბილისსა და მის შემოგარენში არსებული შსს-ს ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე სულ 905 ნერგი დაირგო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ხეების დარგვის აქცია – „მწვანე მომავალი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაციაა.