აჭარაში მუსლიმანური სასწავლებლები იხსნება

აჭარაში მუსლიმანური სასწავლებლები იხსნება

სახალხო კრების წარმომადგენელი ელიზბარ ჯაველიძე აჭარის რეგიონში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია. მისი თქმით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს აჭარა თურქების ხელშია.

- დღეს იარაღით არავინ არავის იპყრობს. ახლა ფულით ხდება დაპყრობა. აჭარაში დღეს თურქული ფული ტრიალებს. ბათუმის აეროპორტიც კი თურქეთის დროით მუშაობს, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ელიზბარ ჯაველიძემ.

მისი თქმით, ამ წლებში თურქებმა აჭარაში რამდენიმე ათეული მედრესი გახსნეს. ასეულობით ბავშვი კი აჭარის რეგიონიდან თურქულ მედრესებში მიჰყავთ სასწავლებლად.

- აჭარა თურქების ნაწილს დღემდე თავისი ჰგონია. ეს რეგიონი მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მიტაცებული და დღემდე ვერ ეგუებიან, რომ ეს კუთხე მათ არ ეკუთვნის. თურქეთის ტელევიზია ამინდს რომ აცხადებს, ბოლოს ბათუმში არსებულ ამინდზეც საუბრობს. თურქებს აჭარა ისევ თავის ჰგონიათ. სააკაშვილმა საქართველოს აჭარა წაართვა და ის თურქებს გადასცა, - აღნიშნა ჯაველიძემ.