უცნობმა პირებმა ადვოკატს სცემეს

უცნობმა პირებმა ადვოკატს სცემეს

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს უცნობმა პირებმა სცემეს. როგორც ხაჭაპურიძემ განაცხადა, ქავთარაძისა და ჯიქიას ქუჩების კუთხეში შავი ფერის ავტომანქანა "ოპელ ასტრადან" გადმოვიდნენ მისთვის უცნობი პირები, რომელთაც ცემა დაუწყეს.

"მეგრულად ლაპარაკობდნენ, მე მეუღლე მყავს მეგრელი და მათი საუბარი მესმოდა. ახსენებდნენ სამეგრელოსა და მიწების გაყიდვაზე ჩემს სტატიებს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატს მიაჩნია, რომ თავდასხმა გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში" გამოქვეყნებულ მის სტატიებს უკავშირდება, რომლებიც სამეგრელოში მიწების იტალიელებისთვის მიყიდვას ეხებოდა.

ხაჭაპურიძის თქმით, ინციდენტის შემდეგ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი უთხრა და განუცხადა, რომ ცემის ღირსი იყო.