ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძისთვის გაუგებარია, რატომ არ დაპატიჟეს ოპოზიცია "აგვისტოს 5 დღის" პრემიერაზე.
როგორც თორთლაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ოკუპაცია ისევე აწუხებს ოპოზიციას, როგორც ხელისუფლებას, თუმცა იმ დელეგაციაში, რომელიც ფილმის ჩვენებას ესწრებოდა, ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული.
"ეს შეიძლება აღიქმებოდეს შეურაცხყოფად, რადგან ოკუპაციის წინააღმდეგ არანაკლებ ვმუშაობთ, ვიდრე უმრავლესობის ზოგიერთი წევრი", - განაცხადა თორთლაძემ.
თორთლაძის მოსაზრება პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმაც გაიზიარა და განაცხადა, რომ როდესაც ტარდება სახელმწიფო ღონისძიება და არა პარტიული, მასზე პარლამენტის ყველა წევრი უნდა იყოს მიწვეული.