უსამა ბინ ლადენი ახალგაზრდობაში ძიუდოისტი ყოფილა

უსამა ბინ ლადენი ახალგაზრდობაში ძიუდოისტი ყოფილა

ძიუდოს მწვრთნელმა, ბატონმა ვუმ, გამოაქვეყნა უსამა ბინ ლადენის დღემდე უცნობი ფოტოები. მათზე უსამა სრულიად ახალგაზრდა, შავქამრიან კიმონოში გამოწყობილია აღბეჭდილი.

ბინ ლადენის ისტორიის ბევრი დეტალი დღემდე ბურუსითაა მოცული, თუნდაც მისი სიცოცხლის ბოლო წლები.

ბევრი რამ მისი მეუღლის, ამალ ალ სადაჰის დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი.

2001 წლის ოქტომბერში, ავღანეთში ამერიკელების შეჭრის შემდეგ, ბინ ლადენი ტორა-ბორას გამოქვაბულში იმალებოდა, 2003 წელს კი პაკისტანურ სოფელ ჩაკ შაჰ მოჰამედს შეაფარა თავი.

2005 წელს უკვე ქალაქ აბოთაბადში გადავიდა. უსამას უკანასკნელი თავშესაფრის შესწავლისას აღმოაჩინეს ოთახი დაფით, ცარცით, ჟურნალებით და წიგნებით, სადაც, სავარაუდოდ, ბავშვებს ამეცადინებდნენ. სამზარეულოში კი თხილი, ზეითუნის ზეთი, შებოლილი ხორცი და კვერცხები იპოვნეს. თაროზე უამრავი დასახელების წამლები იყო.