პოლონეთიდან 4000 ქართველს აძევებენ

პოლონეთიდან 4000 ქართველს აძევებენ

პოლონეთში საქართველოს ელჩის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. 

თებერვლის პირველ ნახევარში პოლონეთიდან ქართველთა მორიგი დეპორტაცია მოხდება.

"პოლონეთში 4000-მდე ქართველი იმყოფება. უმრავლესობა 2009 წელს არალეგალურად შემოვიდა.

მათ დევნილის სტატუსი მოითხოვეს. ნაწილმა დანაშაულიც კი ჩაიდინა. პოლონეთიდან მათი დეპორტაცია რეგულარულად, თვეში ორჯერ ხდება“, - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.