შსს-ს აკადემიაში, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში, მიგრანტთა უფლებების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლებას უძღვებოდა ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან ადრიან ლოქსტონი. პროექტს „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 2014 წლიდან ახორციელებს. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სწავლების მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება მიგრანტთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ და მათი ეფექტურად განხორციელება საზღვარზე და ქვეყნის შიგნით. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.