თავდაცვის სამინისტროს შენობაში ალასანიამ ბოლო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გამართა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ელჩს სურდა დამშვიდობებოდა მინისტრს. შევხედრის პარალელურად თავდაცვის უწყების თანამშრომლები ეზოში შეიკრიბნენ და დერეფანი გააკეთეს, ამ ფორმით დაემშვიდობნენ თავდაცვის უწყების თანამშრომლები ირაკლი ალასანიას